„საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 8 აგვისტოს №462 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.090.000.08.002.004
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №591
2007 წლის 17 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 8 აგვისტოს №462 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 8 აგვისტოს №462 ბრძანებულებით (სსმ III, 2007 წ., №113, მუხ. 1251) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) დებულების მე-2 მუხლის „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„პ) თავდაცვის სამინისტროს კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემებით უზრუნველყოფა;“;
ბ) დებულების მე-2 მუხლს დაემატოს „რ“ და „ს“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:
„რ) შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დაქვემდებარებაში არსებული ჯარის სახეობებისა და ქვედანაყოფების სტრუქტურებისა და საშტატო ნუსხების შემუშავება და დამტკიცება;
ს) შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის, მათ შორის, სამოქალაქო მოსამსახურეთა, აგრეთვე თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის სამხედრო მოსამსახურეთა საკადრო (გაწვევა, დანიშვნა, გადაადგილება, დაწინაურება, პროფესიული განვითარება, წოდების მინიჭება, წახალისება, დათხოვნა, გათავისუფლება) უზრუნველყოფა.“;
გ) დებულების მე-3 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. გაერთიანებული შტაბის უფროსს ჰყავს სამი მოადგილე, რომელთაც გაერთიანებული შტაბის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.
5. გაერთიანებული შტაბის უფროსის ერთი მოადგილე კოორდინაციას უწევს ამ დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ სამხედრო-საჰაერო ძალებს და მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ-მ“, „ო“ და „უ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას, მეორე მოადგილე კოორდინაციას უწევს ამ დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ სახმელეთო ჯარებსა და სამხედრო-საზღვაო ძალებს და დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობას, ხოლო მესამე მოადგილე კოორდინაციას უწევს ამ დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ და „ჟ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას.“;
დ) დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) ამტკიცებს მის დაქვემდებარებაში არსებული ჯარის სახეობებისა და გაერთიანებული შტაბის ქვედანაყოფების სტრუქტურებს და მათ საშტატო ნუსხებს;“;
ე) დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. გაერთიანებული შტაბის უფროსი უშუალო კოორდინაციას უწევს დებულების მე-5 მუხლის „ა“, „ნ“ და „რ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას.“;
ვ) დებულების მე-5 მუხლის:
ვ.ა) პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) J-6 – კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების (CIS) დეპარტამენტი“;
ვ.ბ) პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ს) სამშვიდობო ოპერაციების შტაბი;“;
ვ.გ) პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს „ტ“ ქვეპუნქტი;
ვ.დ) პირველ პუნქტს დაემატოს „უ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„უ) სტაციონარული კავშირგაბმულობის კვანძი.“;
ვ.ე) მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) J-1 – პირადი შემადგენლობის დეპარტამენტი ახორციელებს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის, მათ შორის, სამოქალაქო მოსამსახურეთა, აგრეთვე თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის სამხედრო მოსამსახურეთა საკადრო უზრუნველყოფას (გაწვევა, დანიშვნა, გადაადგილება, დაწინაურება, პროფესიული განვითარება, წოდების მინიჭება, წახალისება, დათხოვნა, გათავისუფლება), ასევე შეიმუშავებს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების სტრუქტურებსა და საშტატო ნუსხებს და ამზადებს სამობილიზაციო რესურსების გეგმებს;“;
ვ.ვ) მეორე პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) J-6 – კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების (CIS) დეპარტამენტი გეგმავს, ორგანიზაციას და კოორდინაციას (კონტროლს) უწევს თავდაცვის სამინისტროს მართვის უზრუნველყოფას კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემებით თავდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული საინფორმაციო პოლიტიკის შესაბამისად;“;
ვ.ზ) მეორე პუნქტის „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ს) სამშვიდობო ძალების შტაბი გეგმავს საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო ხელშეკრულებებით მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებელ ღონისძიებებს, ახორციელებს მათ მონიტორინგს და ხელმძღვანელობს ქართული სამშვიდობო ძალების წარმომადგენლობების მუშაობას;“;
ვ.თ) მეორე პუნქტიდან ამოღებულ იქნეს „ტ“ ქვეპუნქტი;
ვ.ი) მეორე პუნქტს დაემატოს „უ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„უ) სტაციონარული კავშირგაბმულობის კვანძი ახორციელებს თავდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული შტაბის მართვის უზრუნველყოფას კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემებით.“.
2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი