„საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ეროვნული გვარდიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 10 ოქტომბრის №1198 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№99
სარეგისტრაციო კოდი
120340000.22.026.016448
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/12/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №99

2016 წლის 16 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ეროვნული გვარდიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 10 ოქტომბრის №1198 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ეროვნული გვარდიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 10 ოქტომბრის №1198 ბრძანებით (ვებგვერდი, 11/10/2013, 120340000.22.026.026214) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1.    მე-3 მუხლის:

ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. ეროვნული გვარდიის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც ეროვნული გვარდიის უფროსის შუამდგომლობითა და გენერალური შტაბის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.’’;

ბ)  მე-6  პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ)  მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ეროვნული გვარდიის უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს, ამ პუნქტში მოცემული წესის დაცვით, ახორციელებს ეროვნული გვარდიის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე:

ა) კალენდარული წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში, უფრო ადრე დანიშნული ეროვნული გვარდიის უფროსის მოადგილე, ხოლო მეორე ექვსი თვის განმავლობაში, უფრო გვიან დანიშნული ეროვნული გვარდიის უფროსის მოადგილე;

ბ) ამ პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტში მოცემულ პერიოდში, ეროვნული გვარდიის უფროსის შესაბამისი მოადგილის არყოფნის დროს, სამსახურში მყოფი ეროვნული გვარდიის უფროსის მოადგილე;

გ) ამ პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტში მოცემულ პერიოდში, ეროვნული გვარდიის უფროსის ორივე მოადგილის არყოფნის დროს, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განსაზღვრული ეროვნული გვარდიის მოხელე.“.

2. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 4. ეროვნული გვარდიის სტრუქტურული ერთეულები და მათი კომპეტენცია

1. ეროვნული გვარდიის სტრუქტურული ერთეულებია (შემდგომში – სტრუქტურული ერთეული):

ა) საფინანსო განყოფილება;

ბ) სამოქალაქო თავდაცვის სამმართველო;

გ) ეროვნული გვარდიის შტაბი:

გ.ა) G-1 სამსახური;

გ.ბ) G-3 სამსახური;

გ.გ) G-­4 სამსახური;

გ.დ) G-5 სამსახური;

გ.ე) G-6 სამსახური;

გ.ვ) G-7 სამსახური;

დ) საშტაბო ასეული;

ე) უზრუნველყოფის ასეული;

ვ) ეროვნული გვარდიის სკოლა;

ზ) მე-10 და მე-20 კადრირებული ბრიგადები;

თ)  საპატიო ყარაული;

ი)  სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრი.

2. ეროვნული გვარდიის სტრუქტურული ერთეულების ფუნქციებია:

ა) საფინანსო განყოფილება – კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს ეროვნული გვარდიის საფინანსო და მატერიალურ უზრუნველყოფას, ეროვნული გვარდიის სარგებლობაში არსებული ქონებისა და მატერიალური ფასეულობების აღრიცხვას;

ბ) სამოქალაქო თავდაცვის სამმართველო – ახორციელებს სამოქალაქო თავდაცვის სისტემის  დაგეგმვის ხელშეწყობას, მისი შესრულების ორგანიზებას და კოორდინირებას;

გ) ეროვნული გვარდიის შტაბი – ახორციელებს ეროვნული გვარდიის სტრუქტურული ერთეულების საბრძოლო და ყოველდღიური საქმიანობის დაგეგმვას და კონტროლს;

გ.ა) G-1 სამსახური – ახორციელებს ეროვნული გვარდიის ადამიანური რესურსების მართვას, სოციალური დაცვის საკითხების შესახებ წინადადებების მომზადებას, რეზერვისტთა პირადი შემადგენლობით დაკომპლექტების დაგეგმვას და აღრიცხვას;

გ.ბ) G-3 სამსახური – მშვიდობიანობის, საომარი და საგანგებო მდგომარეობის დროს ახორციელებს ოპერაციების დაგეგმვას, ეროვნული გვარდიის სტრუქტურული ერთეულების ეფექტური მართვის უზრუნველყოფას და საბრძოლო მზადყოფნის მონიტორინგს; ეროვნული გვარდიის სადაზვერვო ინფორმაციით უზრუნველყოფას, დაზვერვისა და უსაფრთხოების ღონისძიებების დაგეგმარებას და ორგანიზებას;

გ.გ) G-4 სამსახური – უზუნველყოფს ეროვნული გვარდიის სამხედრო-ტექნიკური,  მატერიალურ-ტექნიკური და სამედიცინო უზრუნველყოფის დაგეგმვას, შესრულების ორგანიზებას, კოორდინირებას და მონიტორინგს;

გ.დ) G -5 სამსახური – უზრუნველყოფს ეროვნული გვარდიის განვითარების გეგმებისა და პროგრამების შემუშავების ორგანიზებას, ნატო-ს და პარტნიორ ქვეყნებთან ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის, აგრეთვე სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების ხელშეწყობას;

გ.ე) G-6 სამსახური – უზრუნველყოფს კავშირების, ინფორმაციული სისტემების, ქსელების დაგეგმვას, ორგანიზებას და მონიტორინგს. ინფორმაციის გაცვლის უსაფრთხოების ორგანიზებას და უზრუნველყოფას;

გ.ვ) G-7 სამსახური – უზრუნველყოფს ეროვნული გვარდიის სტრუქტურული ერთეულების საბრძოლო მომზადებისა და პირადი შემადგენლობის განათლების დაგეგმვას და მონიტორინგს;

დ) საშტაბო ასეული – ახორციელებს ამ დებულების მე-4 მუხლის ,,ა”–,,გ” პუნქტებში მითითებული სტრუქტურული ერთეულების დისლოკაციის ადგილისა და მართვის პუნქტების დაცვას, აგრეთვე მართვის პუნქტების კავშირგაბმულობის კვანძების გაშლას, რადიო, რადიოსარელეო, საკაბელო, საფელდეგერო კავშირებით უზრუნველყოფას, ინფორმაციული სისტემების ქსელების გაშლას და ტექნიკურ ექსპლუატაციას;

ე) უზრუნველყოფის ასეული – ახორციელებს ამ დებულების მე-4 მუხლის ,,ა”–,,გ” პუნქტებში მითითებული სტრუქტურული ერთეულების ლოგისტიკურ და სამედიცინო უზრუნველყოფას, სანიტარულ-ჰიგიენური ღონისძიებების გატარებას, საევაკუაციო ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებას;

ვ)  ეროვნული გვარდიის სკოლა  – ახორციელებს ეროვნული გვარდიის სტრუქტურული ერთეულებისა და რეზერვის უმცროს ოფიცერთა და სერჟანტ/კაპრალთა შერჩევას, მომზადებას/გადამზადებას და შეფასებას; ეროვნული გვარდიის სტრუქტურული ერთეულებისა და რეზერვის პირადი შემადგენლობიდან სპეციალისტების მომზადება-გადამზადებას;

ზ) მე-10 და მე-20 კადრირებული ბრიგადები – კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ რეზერვისტების მომზადება-გადამზადებას. სამხედრო ოპერაციებში მონაწილებას, არსებული რესურსების ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების ან საგანგებო მდგომარეობის დროს სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების მხარდაჭერის განხორციელებას;

თ) საპატიო ყარაული – ახორციელებს ოფიციალური დელეგაციების დახვედრისა და გაცილების, დაკრძალვის შესაბამისი სარიტუალო ცერემონიალით უზრუნველყოფას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლთა მემორიალის საპატიო ყარაულით მომსახურებას, სადღესასწაულო და სააღლუმო ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებას;

ი) სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრი – უზრუნველყოფს სხვადასხვა ოფიციალური დელეგაციების დახვედრისა და გაცილების, დაკრძალვის შესაბამის მუსიკალურ გაფორმებას, სადღესასწაულო და სააღლუმო ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებას.

3. ეროვნული გვარდიის სტრუქტურულ ერთეულებს ხელმძღვანელობს სტრუქტურული ერთეულის უფროსი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

4. სტრუქტურული ერთეულის უფროსი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სტრუქტურულ ერთეულზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია გენერალური შტაბის ხელმძღვანელობის, ეროვნული გვარდიის უფროსისა და ეროვნული გვარდიის უფროსის მოადგილის წინაშე.

5. სტრუქტურული ერთეულის უფროსი, სტრუქტურულ ერთეულზე დაკისრებული ამოცანების შესრულების მიზნით:

ა) ხელმძღვანელობს  სტრუქტურული ერთეულის  საქმიანობას;

ბ) ანაწილებს  კორესპონდენციას  სტრუქტურული ერთეულის  მოსამსახურეებს შორის;

გ) უზრუნველყოფს სტრუქტურული ერთეულის  მუშაობის ორგანიზებას და ზედამხედველობს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას;

დ) ახორციელებს სტრუქტურული ერთეულში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, კონტროლს უწევს სამინისტროსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელობის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, ეროვნული გვარდიის უფროსისა და ეროვნული გვარდიის უფროსის  მოადგილის დავალებების შესრულებას;

ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

6. ეროვნულ გვარდიის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სტრუქტურულ ერთეულს შეიძლება გააჩნდეს სტრუქტურული ქვედანაყოფები. ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს  უფროსი, რომელიც:

ა) ანაწილებს ქვედანაყოფში შესულ დავალებებს;

ბ) ახორციელებს ქვედანაყოფის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების კონტროლს, აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს;

გ) შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფროსს წარუდგენს ანგარიშს ქვედანაყოფის მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 19 დეკემბრიდან.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი ბუთხუზი