„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 14 დეკემბრის №135 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№82
სარეგისტრაციო კოდი
120010000.22.026.016938
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/12/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №82

2021 წლის 10 დეკემბერი

ქ. თბილისი

 



მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 14 დეკემბრის №135 ბრძანებით (ვებგვერდი, 17/12/2018, სარეგისტრაციო კოდი: 120010000.22.026.016682) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1.  მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1“, „2და 3ქვეპუნქტები:

„პ1) სარდლობის სტრუქტურული ერთეულების სამედიცინო საქმიანობის კოორდინაცია;

2) სამინისტროს ერთიანი ფინანსური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განხორციელების უზრუნველყოფა, სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე ვალდებულებათა დროულად შესრულება, ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზება, ფინანსური და არაფინანსური აქტივების და ვალდებულებების ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სწორი წარმართვა კომპეტენციის ფარგლებში;

3) კომპეტენციის ფარგლებში, სარდლობის  სტრუქტურული ერთეულებისათვის სამართლებრივ საკითხებზე დახმარების გაწევა, საიდუმლო და არასაიდუმლო საქმისწარმოების ორგანიზება;“.

2. მე-4 მუხლის:

) პირველი პუნქტის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) შტაბი:

ა.ა) G-1-ის სამსახური;

ა.ბ) G-2-ის სამსახური;

ა.გ) G-3-ის სამსახური;

ა.დ) G-4-ის სამსახური;

ა.ე) G-5-ის სამსახური;

ა.ვ) G-6-ის სამსახური;

ა.ზ) G-7-ის სამსახური;“;

) მე-2 პუნქტის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) შტაბი – ახორციელებს სარდლობის სტრუქტურული ერთეულების საბრძოლო და ყოველდღიური საქმიანობის დაგეგმვას და კოორდინაციას, საიდუმლო და არასაიდუმლო საქმისწარმოების ორგანიზებას და არქივის მართვას:

ა.ა) G-1-ის სამსახური:

ა.ა.ა) უზრუნველყოფს სარდლობის პერსონალის საკადრო საკითხებზე წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადებას და კოორდინაციას;

ა.ა.ბ) ახორციელებს სარდლობის პერსონალის შერჩევის, კვალიფიკაციის ამაღლების, შეფასებისა და კარიერული მართვის საჭირო ღონისძიებებს;

ა.ა.გ) წარმართავს სარდლობის პერსონალის აღრიცხვიანობას, ახორციელებს სარდლობაში პერსონალის აღრიცხვიანობის სწორად წარმოების მონიტორინგს, მონაწილეობს სარდლობის საშტატო სტრუქტურის დაგეგმვაში;

ა.ა.დ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს საბრძოლო ოპერაციების დაგეგმვა/აღსრულებაში, ახორციელებს სარდლობის სტრუქტურული ერთეულების პერსონალით შევსების/ჩანაცვლების ოპერაციებს;

ა.ბ) G-2-ის სამსახური:

ა.ბ.ა) კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს სარდლობის დაზვერვის ორგანიზებას, სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვებას და ანალიზს, სარდლობის სტრუქტურული ერთეულების სადაზვერვო ინფორმაციით უზრუნველყოფას;

ა.ბ.ბ) ახორციელებს სარდლობის სადაზვერვო ქვედანაყოფების საბრძოლო მომზადების მონიტორინგს;

ა.ბ.გ) უზრუნველყოფს სარდლობის სტრუქტურულ ერთეულებში უსაფრთხოების ღონისძიებების დაგეგმვას, კოორდინაციას და მონიტორინგს;

ა.გ) G-3-ის სამსახური:

ა.გ.ა) უზრუნველყოფს სარდლობის პასუხისმგებლობის რაიონში სამხედრო/საბრძოლო ოპერაციების დაგეგმვას და აღსრულების კოორდინაციას, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის მიერ სამხედრო ოპერაციების დაგეგმვის პროცესში;

ა.გ.ბ) კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობს გაერთიანებული (ეროვნული) და საერთაშორისო სწავლებების დაგეგმვასა და აღსრულების პროცესში;

ა.გ.გ) უზრუნველყოფს სწავლებების/წვრთნების დაგეგმვას, მომზადებასა და ჩატარებას, ასევე საბრძოლო მომზადების წარმართვისათვის ძირითადი ღონისძიებების გრძელვადიანი/მოკლევადიანი გეგმა-კალენდარის მომზადებას;

ა.გ.დ) ახორციელებს საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის სტანდარტული სამოქმედო პროცედურების გეგმისა და შესაბამისი სახელმძღვანელო დოკუმენტების შემუშავებას, სარდლობის საბრძოლო მზადყოფნის სტატუსის შეფასებას და საბრძოლო მზადყოფნის მონიტორინგს;

ა.გ.ე) ახორციელებს სარდლობის ეფექტური მართვის უზრუნველყოფისათვის  საჭირო ღონისძიებებს, საჯარისო სამსახურის ორგანიზებას და მონიტორინგს;

ა.დ) G-4-ის სამსახური:

ა.დ.ა) ახორციელებს სარდლობის ლოჯისტიკური ოპერაციების და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისათვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვას;

ა.დ.ბ) უზრუნველყოფს სარდლობის შეიარაღების, საბრძოლო მასალების, ტექნიკის, სასწავლო მატერიალური ბაზის და სხვა მატერიალური საშუალებების შეფასების ორგანიზებას და სტატუსების მართვას;

ა.დ.გ) კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს სარდლობის სტრუქტურული ერთეულების სამედიცინო უზრუნველყოფის დაგეგმვას, კოორდინაციას და მონიტორინგს;

ა.ე) G-5-ის სამსახური:

ა.ე.ა) საბრძოლო შესაძლებლობებისა და სტრუქტურული შესაბამისობის ანალიზის საფუძველზე ახორციელებს სარდლობის ქვედანაყოფების სტრუქტურებისა და მათი ფუნქციების ცვლილებებთან დაკავშირებული რეკომენდაციების შემუშავებას;

ა.ე.ბ) ნატოსთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ფარგლებში, ახორციელებს სარდლობის სტრუქტურული ერთეულების მხარდაჭერას თანამშრომლობის საკითხების შემუშავების, სათანადო ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში;

ა.ე.გ) ახორციელებს სარდლობის რესურსების დაგეგმვის პროცესს, შეიმუშავებს რეკომენდაციებს რესურსების მიზნობრივად, ეკონომიურად და ეფექტურად ხარჯვის შესახებ;

ა.ე.დ) ახორციელებს სარდლობის გრძელვადიანი განვითარების გეგმების შემუშავებას;

ა.ე.ე) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს პარტნიორ ქვეყნებთან ორმხრივი და მრავალმხრივი სამხედრო თანამშრომლობის გეგმებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების ორგანიზებას და კონტროლს;

ა.ე.ვ) ახორციელებს სარდლობის პირადი შემადგენლობისთვის საზღვარგარეთ სასწავლო კურსების დაგეგმვისა და განხორციელების პროცედურების ორგანიზებას;

ა.ე.ზ) მონაწილეობს სამინისტროს სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებაში;

ა.ე.თ) უზრუნველყოფს სამშვიდობო მისიებისთვის შერჩეული ქვედანაყოფების გადასროლისწინა მომზადების პროცესის მხარდაჭერას;

ა.ე.ი) ახორციელებს სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობას, კომპეტენციის ფარგლებში;

ა.ვ) G-6-ის სამსახური:

ა.ვ.ა) უზრუნველყოფს სარდლობის კავშირების, ინფორმაციული სისტემების, ქსელების დაგეგმვას, ორგანიზებას და მონიტორინგს;

ა.ვ.ბ) ახორციელებს სარდლობის ინფორმაციული სისტემების უსაფრთხოების ორგანიზების კონტროლს და ინფორმაციის გაცვლის უსაფრთხოების ორგანიზებას;

ა.ზ) G-7-ის სამსახური:

ა.ზ.ა) უზრუნველყოფს საბრძოლო მომზადების შესაბამისი კონცეპტუალური და საორგანიზაციო დოკუმენტების შემუშავებას და პრიორიტეტების განსაზღვრას;

ა.ზ.ბ) ახორციელებს საბრძოლო მომზადების დაგეგმვას, შეფასებას, კოორდინაციას და მონიტორინგს, ასევე  შესაბამისი საორგანიზაციო მეთოდური მითითებების მომზადებას;

ა.ზ.გ) მონაწილეობს პოლიგონებისა და სასროლეთების სტანდარტების განვითარების  განსაზღვრაში;

ა.ზ.დ) ახორციელებს სასროლეთების/პოლიგონების, საწვრთნელი არეების (ტერიტორია/ობიექტი) და სასწავლო-საწვრთნელი საშუალებების (სიმულატორები, ტრენაჟორები, სიმულაციური კლასები, სასწავლო სასროლი ხელსაწყოები) მოწყობის/ფუნქციონირების კოორდინაციასა და მონიტორინგს;

ა.ზ.ე) უზრუნველყოფს გამოცდილების გაზიარების სისტემის პრიორიტეტების გათვალისწინებით, გამოცდილების გაზიარების პროცესის მხარდაჭერას, დაკვირვებების შედეგად გამოვლენილი ყველა ღირებული ინფორმაციის გამოცდილების გაზიარების ქვედანაყოფზე მიწოდებას დადგენილი ფორმატით, გამოცდილების გაზიარების შედეგად განხორციელებული ცვლილებების დაკვირვებას და შეფასებას.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის 23 დეკემბრიდან.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიჯუანშერ ბურჭულაძე