საარჩევნო კომისიების მუშაობაში ჩარევა არჩევნების, რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩატარების დროს, რაც გამოიხატება საარჩევნო უბნებში ხმის მიცემის, პარლამენტის ან სხვა წარმომადგენლობითი ორგანოს წევრობის კანდიდატის, პარტიის ან რეფერენდუმის მოწყობის საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის, საარჩევნო უბნებსა და ოლქებში ხმების დათვლისა და არჩევნების, რეფერენდუმის ან პლებისციტის საერთო შედეგების დადგენასთან დაკავშირებული მოვალეობის შესრულებისათვის ხელის შეშლაში, –
გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთიდან სამ მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობის პირთა – შრომის ანაზღაურების ორიდან ოთხ მინიმალურ ოდენობამდე