მესამე აუქციონის შედეგების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 72, 24/09/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ინფორმაცია შპს „ულევი აგროს“ (ს/კ 204496562, თბილისი, ძმ ები კაკაბაძეების №2) სამეურვეო ქონების ღია აუქციონის წესით გაყიდვისთვის გამართული მესამე აუქციონის შედეგების თაობაზე

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის 121 პუნქტისა და გაკოტრების მმართველთან გაფორმებული ხელშეკრულების 2.7. მუხლის შესაბამისად, შპს „ულევი აგროს“ გაკოტრების მმართველმა იურიდიულმა პირმა – შპს „ბიზნეს ქეარ კორპორეიშენმა“ გამოაცხადა მესამე აუქციონი შპს „ულევი აგროს“ სამეურვეო ქონების ერთიანი კომპლექსის სახით გაყიდვის მიზნით.

შესაბამისად, გაკოტრების მმართველის მიერ გამოქვეყნდა განცხადებები მესამე აუქციონის ჩატარების შესახებ: ა) გაზეთში „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ – 2010 წლის 24 აგვისტო, №68; ბ) გაზეთში „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ – 2010 წლის 31 აგვისტო №69.

აუქციონი ჩატარდა შემდეგ მისამართზე: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. №71, ბლოკი 4, სართული 2, ოფისი №11, შპს „ბიზნეს ქეარ კორპორეიშენი“. 2010 წლის 21 სექტემბერს 17:05 საათზე გაიხსნა აუქციონი, რომელსაც ატარებდა გაკოტრების მმართველი იურიდიული პირის – შპს „ბიზნეს ქეარ კორპორეიშენის” დირექტორი ნოდარ პაპუკაშვილი.

მესამე აუქციონზე გასაყიდი ერთიანი სამეურვეო ქონების საწყის ფასად განისაზღვრა –

52 626.15 (ორმოცდათორმეტი ათას ექვსას ოცდაექვსი და 15) ლარი.

აუქციონში მონაწილეობის მსურველს გაკოტრების მმართველი იურიდიული პირისთვის უნდა მიემართა, არა უგვიანეს 2010 წლის 21 სექტემბრის 14 საათისა, განაცხადით შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ვაჟა ფშაველას გამზ. №71, მე-4 ბლოკი, მე-2 სართული, შპს „ბიზნეს ქეარ კორპორეიშენი“, აუქციონში მონაწილეობის თაობაზე და წარედგინა მოთხოვნილი დოკუმენტაცია: ა) დოკუმენტი სამეურვეო ქონების საწყისი ფასის 10 პროცენტის ბეს სახით გაკოტრების მმართველის ანგარიშზე განთავსების თაობაზე ან საბანკო გარანტია სამეურვეო ქონების საწყისი ფასის 10 პროცენტის ოდენობით, რომლითაც მოხდებოდა აუქციონზე დაფიქსირებული შესყიდვის ფასის გადახდის უზრუნველყოფა. საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა უნდა ყოფილიყო არანაკლებ 15 საბანკო დღისა; ბ) იურიდიული პირის მიერ აუქციონში მონაწილეობის შემთხვევაში პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი და კომპანიის გადაწყვეტილება ქონების აუქციონზე შესყიდვის თაობაზე; გ) პირადობის მოწმობა.

აუქციონის დანიშვნის შესახებ გაკოტრების მმართველის მიერ გამოქვეყნებულ განაცხადში მითითებული დროის შემდეგ მონაწილეთა განცხადებების მიღება არ დაიშვებოდა. აუქციონზე გამარჯვების კრიტერიუმი იყო მაქსიმალური ფასის შეთავაზება, მაგრამ არანაკლებ საწყისი ფასისა. კონკურენციის შემთხვევაში შეთავაზებული ბიჯის ოდენობა განისაზღვრა 500 ლარით.

აუქციონზე ქონების რეალიზაციის შემთხვევაში ქონების შემძენს ევალებოდა გაკოტრების მმართველის ანგარიშზე შეეტანა გადასახდელი თანხა სრულად, 7 საბანკო დღის განმავლობაში, რომლის შემდეგაც შემძენს, დადგენილი წესით, წარმოეშობოდა საკუთრების უფლება. თუ შემძენი აუქციონის პირობებით განსაზღვრულ ვადაში არ გადაიხდიდა ქონების ფასს, აუქციონის შედეგები ანულირდებოდა და გადახდილი ბე არ დაუბრუნდებ ოდა ან ამოქმედდებოდა საბანკო გარანტია.

2010 წლის 20 სექტემბერს გაკოტრების მმართველს განაცხადით მომართა შპს „24 თეთრის“ (ს/კ: 426517129) დირექტორმა გიორგი შოშიაშვილმა, რომელიც „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ითხოვდა აუქციონში მონაწილეობის თაობაზე საკუთარი წინადადების განხილვას.

გიორგი შოშიაშვილის მიერ გაცემული მინდობილობით, ფიზიკურმა პირმა გიორგი მუჩიაშვილმა განცხადებასთან ერთად წარმოადგინა შემდეგი დოკუმენტაცია: ა) გაკოტრების მმართველის ანგარიშზე ბეს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ) გიორგი შოშიაშვილის შპს „24 თეთრის“ წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი და კომპანიის პარტნიორის გადაწყვეტილება სამეურვეო ქონების ყიდვის თაობაზე.

გაკოტრების მმართველმა იმსჯელა წარმოდგენილი განაცხადის მოთხოვნის კანონიერებაზე და რამდენადაც წარმოდგენილი დოკუმენტაცია აკმაყოფილებდა დადგენილი აუქციონის პირობებს, მიზანშეწონილად მიიჩნია დაეკმაყოფილებინა შპს „24 თეთრის“ დირექტორის მოთხოვნა აუქციონში მონაწილეობის თაობაზე.

2010 წლის 21 სექტემბრის გაკოტრების მმართველის მიერ ჩატარებულ მესამე აუქციონზე, რამდენადაც შპს „24 თეთრის“ გარდა, სხვამ არავინ განაცხადა ქონების შეძენის თაობაზე,      52 626.15 (ორმოცდათორმეტი ათას ექვსას ოცდაექვსი და 15) ლარად, რეალიზებულად გამოცხადდა შპს „ულევი აგროს“ წინამდებარე ოქმით მითითებული ერთიანი სამეურვეო ქონება. შესაბამისად, გაკოტრების მმართველის მიერ მიღებულ იქნა შემდეგი საოქმო გადაწყვეტილება:

შპს „ულევი აგროს“ (ს/კ 204496562, თბილისი, ჭირნახულის №4) სამეურვეო ქონების ერთიანი კომპლექსის სახით გაყიდვისთვის გამართულ მესამე აუქციონზე გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს „24 თეთრი“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 426517129, საქართველო, გარდაბანი, ს. მარტყოფი, დირექტორი: გიორგი შოშიაშვილი (12001015734).

შპს „24 თეთრს“ ევალება გაკოტრების მმართველის ანგარიშზე (შპს „ბიზნეს ქეარ კორპორეიშენი“, საინდენტიფიკაციო კოდი: 404859382; სს ბანკი „რესპუბლიკა“, ბანკის კოდი: 220101757; ანგარიშის ნომერი: GE46BR0000010007407917) შეიტანოს ნარჩენი გადასახდელი თანხა და მთლიანობაში გადაიხადოს 52 626.15 (ორმოცდათორმეტი ათას ექვსას ოცდაექვსი და 15) ლარი, სრულად, 7 საბანკო დღის განმავლობაში, რომლის შემდეგაც შემძენს, კანონით დადგენილი წესით, წარმოეშობა შპს „ულევი აგროს“ ერთიან სამეურვეო ქონებაზე საკუთრების უფლება. თუ შემძენი აუქციონის პირობებით განსაზღვრულ ვადაში არ გადაიხდის ქონების ფასს, აუქციონის შედეგები ანულირდება და გადახდილი ბე არ დაუბრუნდება.

შპს „ბიზნეს ქეარ კორპორეიშენი“