„ცენტრალური გამწვევი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 თებერვლის №79 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№418
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 68, 15/06/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №418

2010 წლის 14 ივნისი

ქ. თბილისი

„ცენტრალური გამწვევი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 თებერვლის №79 ბრძანებულებაში ცვლილებისა  და დამატებების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „ცენტრალური გამწვევი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 თებერვლის № 79  ბრძანებულებაში (სსმ III, 2008 წ., №22, მუხ. 246) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:

ა) ბრძანებულების  პირველი პუნქტით დამტკიცებული ცენტრალური გამწვევი კომისიის შემადგენლობა (დანართი №1) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №1

ცენტრალური გამწვევი კომისიის შემადგენლობა

დავით ტყეშელაშვილი – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

ჯამბულ ბაკურაძე – საქართველოს რეგიონული განვითარებისა  და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

ირაკლი გიორგობიანი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე

დევი ჭანკოტაძე – საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი

შალვა ჯანაშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე

გოჩა ფარულავა – საქართველოს მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში, საგარეო დაზვერვის სპეციალურ სამსახურში, თავდაცვისა და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროებში გამოძიების საპროცესო  ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი

ალექსანდრე კვიტაშვილი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – მუდმივმოქმედი სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისიის თავმჯდომარე

გოჩა ხარშილაძე – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მობილიზაციისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის კოორდინირების სამსახურის უფროსი

აკაკი სეფერთელაძე – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე

დიმიტრი ძაგნიძე – საქართველოს იუსტიციის  მინისტრის მოადგილე

დავით კასრაძე – საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო  დაწესებულების – სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე

დავით ფერაძე – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მობილიზაციისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის კოორდინირების სამსახურის მთავარი სპეციალისტი

დავით გრიგალაშვილი – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მობილიზაციისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის კოორდინირების სამსახურის მთავარი სპეციალისტი

თამარ ქარდავა – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მობილიზაციისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის კოორდინირების სამსახურის მთავარი სპეციალისტი–კომისიის მდივანი.“;

ბ) ბრძანებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 31პუნქტი:

„31. დამტკიცდეს ცენტრალური გამწვევი კომისიის თანდართული დებულება (დანართი №3).“;

გ) ბრძანებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის დანართი №3:

„დანართი №3

ცენტრალური გამწვევი კომისიის დებულება

მუხლი  1. ზოგადი დებულებები

1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს ცენტრალური გამწვევი კომისიის (შემდეგში – კომისია) უფლებამოსილებას და საქმიანობის წესს.

2. კომისია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

3. კომისიას აქვს ბლანკი და ბეჭედი მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებით.

4.  კომისიას შესაძლებელია ჰქონდეს  საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული  სხვა რეკვიზიტები.

    მუხლი 2. კომისიის ამოცანები

კომისიის ძირითადი ამოცანებია ქვეყნის მასშტაბით სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის პროცესის საერთო ხელმძღვანელობა, კოორდინაცია და კონტროლი.

    მუხლი 3. კომისიის  უფლებამოსილებანი

კომისია უფლებამოსილია:

ა) სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის საკითხებთან დაკავშირებით გამოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია თვითმმართველი ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების გამწვევი კომისიებიდან;

ბ) გამოითხოვოს ინფორმაცია ცენტრალურ გამწვევ კომისიასთან არსებული მუდმივმოქმედი სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისიიდან;

გ) თვითმმართველი ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების გამწვევ კომისიებს გაუწიოს მეთოდური  და საკონსულტაციო დახმარება;

დ) კომისიის შემადგენლობიდან შექმნას სამუშაო ჯგუფი და განსაზღვროს ამ ჯგუფის ხელმძღვანელი (შემკრებ-გამანაწილებელი პუნქტის უფროსი);

ე) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მიიღოს და განიხილოს მოქალაქეთა განცხადებები და საჩივრები;

ვ) მიიღოს გადაწყვეტილებები მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;

ზ)კონკრეტულ საკითხებზე საკონსულტაციოდ მოიწვიოს შესაბამისი დარგის სპეციალისტები.

    მუხლი 4. კომისიის შემადგენლობა

1. კომისიის შემადგენლობას, მათ შორის, კომისიის თავმჯდომარეს, კომისიის თავმჯდომარის  მოადგილესა და კომისიის მდივანს განსაზღვრავს  საქართველოს პრეზიდენტი.

2. კომისიის საქმიანობას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე.

3. კომისიის თავმჯდომარე:

ა)   უძღვება კომისიის სხდომებს;

ბ) უფლებამოსილია თავისი ინიციატივით ან კომისიის წევრთა სრული შემადგენლობის არანაკლებ ნახევარზე მეტის მოთხოვნით მოიწვიოს კომისიის სხდომა  კონკრეტული დღის წესრიგით;

გ) ხელს აწერს კომისიის სხდომის ოქმს და კომისიის სხვა დოკუმენტაციას.

4. კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ასრულებს  კომისიის თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს.

5. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ან კომისიის თავმჯდომარის დავალებით კომისიის სხვა წევრი.

6. კომისიის მდივანი უზრუნველყოფს კომისიის სხდომების მომზადებას, კომისიის საქმისწარმოებას და კომისიის სხდომის ოქმების შედგენას.

    მუხლი 5. კომისიის სამუშაო ჯგუფი

1. ცენტრალურ  გამწვევ კომისიასთან არსებული წვევამდელთა შემკრებ-გამანაწილებელი პუნქტიდან გაწვეულ პირთა განაწილების მიზნით კომისია საკუთარი შემადგენლობიდან ქმნის სამუშაო ჯგუფს.

2. სამუშაო ჯგუფის უფროსი (შემკრებ-გამანაწილებელი პუნქტის უფროსი) უფლებამოსილია საქართველოს პრეზიდენტის მიერ განსაზღვრულ  წვევამდელთა შემკრებ-გამანაწილებელ პუნქტში მოახდინოს წვევამდელთა განაწილება შესაბამის  სახელმწიფო დაწესებულებათა მიხედვით.

3. სამუშაო ჯგუფის უფროსი (შემკრებ-გამანაწილებელი პუნქტის უფროსი)  სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეულ პირთა დოკუმენტაციას უგზავნის შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებს.

4. სამუშაო ჯგუფის უფროსი (შემკრებ-გამანაწილებელი პუნქტის უფროსი) კომისიის თავმჯდომარეს პერიოდულად აწვდის ინფორმაციას უწყებებში წვევამდელთა გაწვევის მიმდინარეობის შესახებ.

5. სამუშაო ჯგუფის უფროსის (შემკრებ-გამანაწილებელი პუნქტის უფროსი) არყოფნის შემთხვევაში სამუშაო ჯგუფის  უფროსის დავალებით  მის მოვალეობას  ასრულებს სამუშაო ჯგუფის წევრი.

    მუხლი 6. კომისიის საქმიანობის წესი

1. კომისიის საქმიანობის ძირითადი ფორმაა კომისიის სხდომა.

2. კომისიის სხდომას იწვევს კომისიის თავმჯდომარე საკუთარი ინიციატივით საჭიროებისამებრ ან კომისიის წევრთა სრული შემადგენლობის არანაკლებ  ნახევარზე მეტის მოთხოვნით.

3. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

4. კომისიის გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის 1/3-ისა.

5. კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი. სხდომის ოქმში აისახება კომისიის წევრის კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავშეკავების, უარის თქმის მიზეზის ან/და სხდომაზე  გამოთქმული განსხვავებული აზრის შესახებ.

6. დაუშვებელია კომისიის წევრის მიერ თავისი უფლებამოსილების სხვისთვის გადაცემა.

    მუხლი 7. კომისიის საქმისწარმოების უზრუნველყოფა

1. კომისიის საქმისწარმოებას, კომისიის სხდომების მოწვევის და ჩატარების  ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს რეგიონული  განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი