„სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მზღვეველისათვის მოძრავი ქონების გადაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 დეკემბრის №251 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №152
2010 წლის 2 ივნისი
ქ. თბილისი
„სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მზღვეველისათვის მოძრავი ქონების გადაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 დეკემბრის №251 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
მუხლი 1.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მზღვეველისათვის მოძრავი ქონების გადაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 დეკემბრის №251 დადგენილებით (სსმ III, 2009 წელი, №159, მუხლი 1945) დამტკიცებულ წესსა და პირობებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) მოსარგებლე – სახელმწიფო ორგანო ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, რომელიც დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თავის სარგებლობაში არსებულ მოძრავ ქონებას საკუთრებაში გადასცემს მზღვეველს მის მიერ ამ ქონების ღირებულების ანაზღაურების ან დაზიანებული ქონების იდენტური დაუზიანებელი ქონების გადაცემის შემდეგ;“.
2. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. ქონების გადაცემის წესი
1. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მოსარგებლე ქონებას, რომელიც სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შედეგად დაზიანდა, გადასცემს მზღვეველს საკუთრებაში:
ა) მის მიერ ქონების ანაზღაურების დროისათვის ამ ქონების იდენტური დაუზიანებელი ქონების ღირე-ბულების ანაზღაურების შემდეგ, ამ წესის შესაბამისად და დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით;
ან/და
ბ) დაზიანებული ქონების იდენტური დაუზიანებელი ქონების მიღების შემდეგ, თუ სადაზღვევო ანაზღაურება ქონების მიმწოდებელთან გადაირიცხება.
2. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ქონების მზღვეველისათვის გადაცემა ხდება მზღვეველსა და მოსარგებლეს შორის გაფორმებული შესაბამისი ქონების მიღება-ჩაბარების აქტით.
3. მოსარგებლის მხრიდან მიღება-ჩაბარების აქტზე ხელს აწერს დაზღვევის ხელშეკრულებაზე ხელმომწერი ან მოსარგებლის მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირი, ხოლო მზღვეველის მხრიდან – შესაბამისი უფლებამოსილი წარმომადგენელი.
4. მზღვეველი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას ქონების ღირებულების ანაზღაურებას ახორციელებს თანხის მოსარგებლის მიერ მითითებულ ანგარიშზე (მათ შორის – კერძო სამართლის იურიდიული ან ფიზიკური პირის ანგარიშზე, თუ ადგილი აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევას) ჩარიცხვით.
5. მოსარგებლე ვალდებულია, ქონების მზღვეველისათვის გადაცემის თაობაზე, გადაცემიდან არა უგვიანეს 1 თვისა, ინფორმაცია წარუდგინოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან იმ ორგანოს, რომლისაგანაც სარგებლობაში მიღებული აქვს ეს ქონება კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.
მუხლი 2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მზღვეველისათვის მოძრავი ქონების გადაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 დეკემბრის №251 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 02.06.2010.
- როდის იქნა მიღებული „სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მზღვეველისათვის მოძრავი ქონების გადაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 დეკემბრის №251 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
- „სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მზღვეველისათვის მოძრავი ქონების გადაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 დეკემბრის №251 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ მიღებულია 02.06.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №152. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მზღვეველისათვის მოძრავი ქონების გადაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 დეკემბრის №251 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მზღვეველისათვის მოძრავი ქონების გადაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 დეკემბრის №251 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 02.06.2010 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მზღვეველისათვის მოძრავი ქონების გადაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 დეკემბრის №251 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ, №152, 02.06.2010, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.06.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1017735/