„სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მზღვეველისათვის მოძრავი ქონების გადაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
29.12.2009 ძალადაკარგული 20.10.2010
გამომცემი ორგანო
ნომერი
№251
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 159, 30/12/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №251

2009 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მზღვეველისათვის მოძრავი ქონების გადაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე

    მუხლი 1

„სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგი­ლობ­­რივი თვით­მმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარ­გებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქარ­თვე­ლოს კა­ნონის 62 მუხლისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქ­ტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შე­სახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის საფუძველზე დამ­ტკიცდეს თანდართული „სადაზღვევო შემთხვევის დად­გომისას მზღვევე­ლისათვის მოძრავი ქონების გადაცემის წესი და პი­რო­ბები“.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანა­ვე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური

სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მზღვეველისათვის მოძრავი ქონების გადაცემის წესი და პირობები

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

ეს წესი და პირობები (შემდგომში – წესი) შემუშავებუ­ლია „სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარ­გებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კა­ნო­ნისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლება­მო­სილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და განსაზღვრავს სადაზ­ღვე­ვო შემთხვევის დადგომისას სახელმწიფო და ადგილობ­რივი თვითმმართველობის ორგანოების სარგებლობაში არსე­ბუ­ლი მოძრავი ქონების მზღვეველისათვის გადაცემის წესსა და პირობებს.

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

1. ამ წესის მიზნებისათვის გამოყენებული ტერმინების მნიშვნელობებია:

ა) მზღვეველი – კერძო სამართლის იურიდიული პირი, რო­მე­ლიც შექმნილია სადაზღვევო საქმიანობის განხორციე­ლები­სათვის და მიღებული აქვს დაზღვევის შესაბამისი სა­ხეობის განხ­ორციელების ლიცენზია, აგრეთვე, ეკონომიკური განვითა­რებისა და ურთიერთთანამშრომლობის ორგანიზაციის (OECD) წევრ ქვეყ­ნებში რეგისტრირებული და შესაბამისი ორ­გა­ნოების მიერ ლი­ცენზირებული სადაზღვევო და გადაზ­ღვევის ორგა­ნიზაციების მიერ საქართველოში კანონმდებ­ლო­ბით დადგენი­ლი წესით და­ფუძ­ნებული ფილიალი (წარმომად­გენლობა);

ბ) დამზღვევი – სახელმწიფო ორგანო ან/და ადგი­ლობ­რივი თვითმმართველობის ორგანო, რომელიც დაზღვევის ხელ­­შეკ­რუ­ლებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მის სარ­გებ­ლობა­ში არსებულ მოძრავ ქონებას საკუთრებაში გა­დას­ცემს მზღვე­ველს მის მიერ ამ ქონების ღირებულების ანაზ­ღაურების შემდეგ;

გ) დაზღვეული ქონება (შემდგომში – ქონება) – სადაზ­ღვევო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სახელმწიფო ორგა­ნოს ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს სარგებ­ლობაში არსებული მოძრავი ქონება;

დ) სადაზღვევო შემთხვევა – გარემოება, რომლის შე­დეგად ქონება იმგვარად დაზიანდა, რომ მისი აღდგენა შეუძ­ლებელია ან მისი აღდგენის ღირებულება ამ ქონე­ბის საბაზ­რო ღირებულების შესაბამისი დაზღვევის ხელშეკ­რულებით გათვალისწინებულ პროცენტულ ოდენობას აღემატება.

    მუხლი 3. ქონების გადაცემის წესი

1. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, დამზღვევი ქო­ნებას, რომელიც სადაზღვევო შემთხვევის დად­გო­მის შედე­გად დაზიანდა, გადასცემს მზღვეველს მის მიერ ამ ქონების ღირე­ბულების ანაზღაურების შემდეგ, ამ წესის შესა­ბამისად და დაზღ­ვევის ხელშეკრულებით გათვალისწინე­ბუ­ლი პირობე­ბით.

2. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ქონე­ბის მზღვეველისათვის გადაცემა ხდება მზღვეველსა და დამ­ზ­ღ­ვევს შორის გაფორმებული შესაბამისი ქონე­ბის მიღება-ჩა­ბა­რების აქტით.

3. დამზღვევის მხრიდან მიღება-ჩაბარების აქტზე ხელს აწერს დაზღვევის ხელშეკრულებაზე ხელმომწერი თანამდებო­ბის პირი, ხოლო მზღვეველის მხრიდან – შესაბამისი უფლე­ბამოსილი წარმომადგენელი.

4. მზღვეველი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას ქო­ნების ღირებულების ანაზღაურებას ახორციელებს თანხის დამზღვევის მიერ მითითებულ ანგარიშზე ჩარიცხვით.   

5. დამზღვევი ვალდებულია, ქონების მზღვე­ველისათვის გა­დაცემის თაობაზე, გადაცემიდან არა უგვიანეს 1 თვისა, ინ­ფორმაცია წარუდგინოს საქართველოს ეკონო­მიკუ­რი განვითა­რების სამინისტროს ან იმ ორგანოს, რომლი­სა­განაც სარგებ­ლობაში მიღებული აქვს ეს ქონება კანონ­მდებ­ლობით დადგე­ნილი წესით.