სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მზღვეველისათვის მოძრავი ნივთის გადაცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
20.10.2010 ბოლო ცვლილება 17.09.2012
გამომცემი ორგანო
ნომერი
№328
სარეგისტრაციო კოდი
040170240.10.003.016059
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 140, 29/10/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება№328

2010 წლის 20 ოქტომბერი

ქ. თბილისი

სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მზღვეველისათვის მოძრავი ნივთის გადაცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ

    მუხლი 1

„სახელმწიფო ქონების შესახებ“საქართველოს კანონის 46-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად დამტკიცდეს სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მზღვეველისათვის მოძრავი ნივთის გადაცემის თანდართული წესი და პირობები.

    მუხლი 2

ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მზღვეველისათვის მოძრავი ქონების გადაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 დეკემბრის № 251 დადგენილება.

    მუხლი 3

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი     ნ. გილაური

სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მზღვეველისათვის მოძრავი ნივთის გადაცემის წესი და პირობები

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მზღვეველისათვის მოძრავი ნივთის გადაცემის წესი და პირობები შემუშავებულია „სახელმწიფო ქონების შესახებ“საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და განსაზღვრავს სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას სახელმწიფო ორგანოების სარგებლობაში არსებული მოძრავი ნივთის მზღვეველისათვის გადაცემის წესსა და პირობებს.

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობები:

ა) მზღვეველი – კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია სადაზღვევო საქმიანობის განხორციელებისათვის და მიღებული აქვს დაზღვევის შესაბამისი სახეობის განხორციელების ლიცენზია, აგრეთვე ეკონომიკური განვითარებისა და ურთიერთთანამშრომლობის ორგანიზაციის (OECD) წევრ ქვეყნებში რეგისტრირებული და შესაბამისი ორგანოების მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო და გადაზღვევის ორგანიზაციების მიერ საქართველოში კანონმდებლობით დადგენილი წესით დაფუძნებული ფილიალი (წარმომადგენლობა);

ბ) მოსარგებლე – სახელმწიფო ორგანო, რომელიც დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თავის სარგებლობაში არსებულ მოძრავ ნივთს საკუთრებაში გადასცემს მზღვეველს მის მიერ ამ მოძრავი ნივთის ღირებულების ანაზღაურების ან დაზიანებული მოძრავი ნივთის იდენტური დაუზიანებელი მოძრავი ნივთის გადაცემის სანაცვლოდ დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით;

გ) დაზღვეული მოძრავი ნივთი – სადაზღვევო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სახელმწიფო ორგანოს სარგებლობაში არსებული მოძრავი ნივთი;

დ) სადაზღვევო შემთხვევა – გარემოება, რომლის შედეგად მოძრავი ნივთი იმგვარად დაზიანდა, რომ მისი აღდგენა შეუძლებელია ან მისი აღდგენის ღირებულება აღემატება ამ მოძრავი ნივთის საბაზრო ღირებულების შესაბამისი დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროცენტულ ოდენობას.

    მუხლი 3. მოძრავი ნივთის გადაცემის წესი

1. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მოსარგებლე მოძრავ ნივთს, რომელიც სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შედეგად დაზიანდა, მზღვეველს საკუთრებაში გადასცემს:

ა) მის მიერ მოძრავი ნივთის ღირებულების ანაზღაურების დროისათვის ამ მოძრავი ნივთის იდენტური დაუზიანებელი მოძრავი ნივთის ღირებულების ანაზღაურების შემდეგ, ამ დებულების შესაბამისად და დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით;

     ბ) დაზიანებული მოძრავი ნივთის იდენტური დაუზიანებელი მოძრავი ნივთის მიღების შემდეგ, თუ სადაზღვევო ანაზღაურება მოძრავი ნივთის მიმწოდებელთან გადაირიცხება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მოძრავი ნივთის მზღვეველისათვის გადაცემა ხდება მზღვეველსა და მოსარგებლეს შორის გაფორმებული შესაბამისი მოძრავი ნივთის მიღება-ჩაბარების აქტით.

3. მოსარგებლის მხრიდან მიღება-ჩაბარების აქტზე ხელს აწერს დაზღვევის ხელშეკრულებაზე ხელმომწერი ან მოსარგებლის მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირი, ხოლო მზღვეველის მხრიდან – შესაბამისი უფლებამოსილი წარმომადგენელი.

4. მზღვეველი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მოძრავი ნივთის ღირებულების ანაზღაურებას ახორციელებს თანხის მოსარგებლის მიერ მითითებულ ანგარიშზე (მათ შორის, კერძო სამართლის იურიდიული ან ფიზიკური პირის ანგარიშზე, თუ ადგილი აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევას) ჩარიცხვით.

5. მოსარგებლე ვალდებულია, მოძრავი ნივთის მზღვეველისათვის გადაცემის თაობაზე, გადაცემიდან არა უგვიანეს 1 თვისა, ინფორმაცია წარუდგინოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ან იმ ორგანოს, რომლისგანაც სარგებლობაში მიღებული აქვს ეს მოძრავი ნივთი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მზღვეველისათვის მოძრავი ნივთის გადაცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მზღვეველისათვის მოძრავი ნივთის გადაცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 17.09.2012.
როდის იქნა მიღებული „სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მზღვეველისათვის მოძრავი ნივთის გადაცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“?
„სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მზღვეველისათვის მოძრავი ნივთის გადაცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 20.10.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №328. სარეგისტრაციო კოდი — 040170240.10.003.016059.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მზღვეველისათვის მოძრავი ნივთის გადაცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 17.09.2012-დან.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მზღვეველისათვის მოძრავი ნივთის გადაცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მზღვეველისათვის მოძრავი ნივთის გადაცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.09.2012 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მზღვეველისათვის მოძრავი ნივთის გადაცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“, №328, 20.10.2010, სარეგისტრაციო კოდი 040170240.10.003.016059 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.09.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1067086/