„საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „რ“ ქვეპუნქტის, 172-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის, 195-ე მუხლის მე-5 ნაწილის და 196-ე მუხლის მე-6 ნაწილის დებულებებით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათების გამოყენების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 9 თებერვლის №75 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№523
სარეგისტრაციო კოდი
200250000.22.033.014802
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 79, 05/07/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.014.802

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №523

2010 წლის 30 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „რ“ ქვეპუნქტის, 172-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის, 195-ე მუხლის მე-5 ნაწილის და 196-ე მუხლის მე-6 ნაწილის დებულებებით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათების გამოყენების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 9 თებერვლის №75 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1.საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „რ“ ქვეპუნქტის, 172-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის, 195-ე მუხლის მე-5 ნაწილის და 196-ე მუხლის მე-6 ნაწილის დებულებებით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათების გამოყენების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 9 თებერვლის №75 ბრძანებაში (სსმ III, 10.02.10, №15, მუხლი 181) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. „საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „რ“ ქვეპუნქტის, 172-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის, 195-ე მუხლის მე-5 ნაწილის და 196-ე მუხლის მე-6 ნაწილის დებულებებით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათების გამოყენების წესის“ მე-3 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საგადასახადო შეღავათით მართლზომიერი სარგებლობის მიზნით, საქართველოში მოქმედი საფონდო ბირჟა ვალდებულია ამ ბრძანების დანართი №1-ით დადგენილი ფორმით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – შემოსავლების სამსახურს (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) ყოველწლიურად, არა უგვიანეს 1 თებერვლისა, მიაწოდოს ლისტინგში დაშვებული იმ ფასიანი ქაღალდების სია, რომელთა თავისუფალი ბრუნვის კოეფიციენტი მათი ემიტენტების მიერ მოწოდებული ინფორმაციით საანგარიშო წლის წინა წლის 31 დეკემბრის და საანგარიშო წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით აღემატება 25 პროცენტს.

3. საფონდო ბირჟის მიერ შემოსავლების სამსახურისათვის მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ყოველწლიურად, არაუგვიანეს 15 თებერვლისა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით) მტკიცდება და სამინისტროს ვებგვერდზე განთავსდება იმ ფასიანი ქაღალდების სია, რომელთა თავისუფალი ბრუნვის კოეფიციენტი მათი ემიტენტების მიერ მოწოდებული ინფორმაციით საანგარიშო წლის წინა წლის 31 დეკემბრის და საანგარიშო წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით აღემატება 25 პროცენტს.“.

2. ბრძანებით დამტკიცებული დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. ბაინდურაშვილი

 

 

 

დანართი №1

საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – შემოსავლების სამსახურს

წარმოგიდგენთ იმ ფასიანი (საჯარო, სასესხო) ქაღალდების სიას, რომელთა თავისუფალი ბრუნვის კოეფიციენტი, მათი ემიტენტების მიერ საფონდო ბირჟისათვის მოწოდებული ინფორმაციით, 20_ წლის 31 დეკემბრის და 20_ წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით აღემატება 25 პროცენტს.

 

ფასიანი ქაღალდის კლასი

ემიტენტის დასახელება

ფასიანი ქაღალდის

ეროვნული

საიდენტიფიკაციო ნომერიISIN

ემიტენტის მისამართი

 

ემიტენტის

საიდენტიფიკაციო

ნომერი

შენიშვნა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

საფონდო ბირჟის ხელმძღვანელი                                                       ხელმოწერა -----------------

 

საფონდო ბირჟის ბეჭედი

 

                                                                                                               „–––” „–––––––––––” 20-- წელი