„საქონლის დროებითი დასაწყობებისა და საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1759 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.220.020.22.033.014.597
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №355
2010 წლის 5 მაისი
ქ. თბილისი
„საქონლის დროებითი დასაწყობებისა და საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1759 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საქონლის დროებითი დასაწყობებისა და საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1759 ბრძანებით (სსმ III, 22.12.2006წ., №172, მუხლი 2325) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. ინსტრუქციის მე-3 მუხლის:
ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. დაუძლეველი ძალის პირობების მოქმედების შედეგების, მილსადენებსა და ელექტროგადამცემ ხაზებზე ავარიის სალიკვიდაციოდ, პრევენციის ან სხვა მოულოდნელად წარმოქმნილი გარემოებების აღმოფხვრის მიზნით, რომელიც მოითხოვს გადაუდებელი სამუშაოების წარმართვას, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – შემოსავლების სამსახურს (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) უფლება აქვს დაინტერესებული პირის მოტივირებული განცხადების საფუძველზე დეკლარანტს დართოს ნება დროებით დასაწყობებისთვის განკუთვნილი საქონელი განათავსოს საქონლის მიმღების ან იმპორტიორის შენახვის სხვა ადგილზე ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი შეზღუდვების მიუხედავად.“;
ბ) მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში დროებითი შენახვის სხვა ადგილებში დროებით დასაწყობებული საქონლის აღრიცხვა-ანგარიშგებას ახორციელებს დროებითი შენახვის სხვა ადგილის მფლობელი (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტის „გ” და „დ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევისა) „საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 თებერვლის №50 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ით.
8. საქონლის დროებითი დასაწყობებისას, საბაჟო კონტროლის ზონაში საქონლის ფაქტობრივი განთავსებიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა, დეკლარანტმა (საქონლის მფლობელმა ან/და მესაკუთრემ) ან საწყობის მფლობელმა საბაჟო ორგანოს უფლებამოსილ პირს უნდა წარუდგინოს „საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლის ქვეშ დროებითი შენახვის განაცხადი” (შემდგომში – განაცხადი) ამ ბრძანების დანართი №1-ით დადგენილი ფორმით, გარდა იმ შემთხვევისა, როცა საქონელსა და სატრანსპორტო საშუალებაზე გამოწერილია აღრიცხვის მოწმობა ან აღნიშნულ ვადაში დადგენილი წესით ხორციელდება საბაჟო დამუშავების ოპერაციის განსაზღვრის დასრულება. საბაჟო ორგანოში განაცხადის ან დეკლარაციის წარდგენამდე აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების გახსნა ან/და საქონლის გადმოტვირთვა, თუ ამ ინსტრუქციით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“;
გ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. განაცხადი ივსება სატრანსპორტო დოკუმენტებში ან/და ზოგადი დეკლარირებისათვის წარსადგენ დოკუმენტებში ან/და წინმსწრებ საბაჟო დოკუმენტში არსებული მონაცემების საფუძველზე. ასეთი დოკუმენტების არარსებობის შემთხვევაში საქონელი ექვემდებარება სრულ დათვალიერებას და განაცხადი ივსება საბაჟო დათვალიერების აქტის საფუძველზე.“;
დ) მე-18 და 181 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„18. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის საბაჟო დამუშავების ოპერაციის სახის განსაზღვრის დასრულებამდე საბაჟო საწყობში ან შენახვის სხვა ადგილზე დროებითი დასაწყობების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 90 კალენდარულ დღეს, თუ საქონელი შემოტანილია საზღვაო გზით და 65 კალენდარულ დღეს, თუ საქონელი შემოტანილია სხვა გზით. აღნიშნული ვადა აითვლება საქონლის ზოგადი დეკლარირების საფუძველზე გამოწერილი “საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობისათვის” მინიჭებული „D“ ნომრის გასწვრივ მითითებული თარიღიდან.
181. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქონლის გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო საწყობში დროებითი დასაწყობების ან სხვა ადგილზე შენახვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 20 კალენდარულ დღეს, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქონლის გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო საწყობში დროებითი დასაწყობების ან სხვა ადგილზე შენახვის ვადა – 90 კალენდარულ დღეს, თუ საქონელი შემოტანილია საზღვაო გზით და 65 კალენდარულ დღეს, თუ საქონელი შემოტანილია სხვა გზით. აღნიშნული ვადა აითვლება მოქალაქის სამგზავრო დოკუმენტში (პასპორტში) ჩაკრულ სტიკერთან დასმული თარიღიდან.“.
ე) დაემატოს შემდეგი შინაარსის 183 პუნქტი:
„183. საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი საქონლის საბაჟო დეკლარაციის წარდგენამდე დროებითი დასაწყობების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 90 კალენდარულ დღეს. აღნიშნული ვადა აითვლება განაცხადის „A“ გრაფაში მითითებული რეგისტრაციის თარიღიდან.“;
ვ) 26-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„26. იმ შემთხვევაში, თუ საქონლის დროებითი დასაწყობებისას საბაჟო საწყობში ან ამ ინსტრუქციით განსაზღვრულ სხვა ადგილზე შენახვისთვის მიღებისას გარეგნული მახასიათებლების მიხედვით სახეზეა საქონლის დაზიანების ან გაფუჭების ფაქტი, აგრეთვე განაცხადში ასახული მონაცემების ზოგადი დეკლარირების ფორმაში ან მოწმობაში ასახულ მონაცემებთან შეუსაბამობა, დარღვეულია საბაჟო საიდენტიფიკაციო საშუალების მთლიანობა, შესაბამისი ნებართვის მფლობელი ან/და საქონლის მიმღები ვალდებულია ამის შესახებ წერილობით დაუყონებლივ შეატყობინოს (არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა) საბაჟო ორგანოს და დააფიქსიროს აღნიშნული წერილობით. ამ პუნქტით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს საბაჟო კოდექსით დადგენილი წესით.“.
2. მე-6 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) საავტომობილო ტრანსპორტით საქართველოს საბაჟო საზღვრის საბაჟო ორგანოს მიერ შერჩეულ ადგილზე (სასაზღვრო გამტარი პუნქტის გარდა) გადმოკვეთის შემთხვევაში – სასაზღვრო კონტროლის განხორციელების შემდეგ საქონლის საბაჟო ორგანოს მიერ შერჩეულ საბაჟო კონტროლის ზონაში (საბაჟო ორგანო, საბაჟო საწყობი, საბაჟო კონტროლის სხვა ზონა ან საბაჟო ორგანოს მიერ მითითებული სხვა ნებისმიერი ადგილი) ფაქტობრივი განთავსებით.“.
3. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული თამბაქოს ნაწარმის გადაადგილება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ხორციელდება იმ საბაჟო ორგანოების გავლით, რომლებიც განსაზღვრულია „სასაზღვრო საბაჟო ორგანოს გახსნის, სამუშაო დროისა და მისი გავლით შემოსატანი საქონლის სახეობების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 18 თებერვლის №107 ბრძანებით.“.
4. მე-15 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანა და საბაჟო პროცედურების განხორციელება, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განუსაზღვრელ ადგილებში, დაიშვება საქონლის შემომტანი პირის განცხადების საფუძველზე, მისივე ხარჯებით და საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებით. განცხადება შეტანილ უნდა იქნეს შესაბამის ტერიტორიულ საბაჟო ორგანოში და ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის (შემდგომში – სასაზღვრო პოლიცია) შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში.“;
ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. ტერიტორიული საბაჟო ორგანოს ხელმძღვანელობა თავისი გადაწყვეტილების თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობებს განმცხადებელს, აგრეთვე სასაზღვრო პოლიციას და შემოსავლების სამსახურს და უგზავნის მათ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დადგენილი წესით დამოწმებულ ასლებს.“.
5. მე-17 მუხლის:
ა) 51 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„51. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საბაჟო საწყობის გარეთ სხვა ადგილას შენახული საქონლის აღრიცხვა-ანგარიშგებას ახორციელებს შენახვის სხვა ადგილის მფლობელი „საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 თებერვლის №50 დადგენილებით დამტკიცებული დანართი¡№1-ით.“;
ბ) მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. საბაჟო საწყობის მფლობელმა საბაჟო საწყობში საქონლის მიტანის მომენტიდან უნდა აწარმოოს საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის აღრიცხვა „საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 თებერვლის №50 დადგენილებით გათვალისწინებული ფორმით.
9. საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში მოქცევის გარეშე საბაჟო საწყობში საქონლის შენახვა შესაძლებელია:
ა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი საქონლის საბაჟო დამუშავების ოპერაციის სახის განსაზღვრის დასრულებამდე დროებითი დასაწყობების შემთხვევაში;
ბ) პირის მოთხოვნით, იმ საქონლის დროებითი დასაწყობების შემთხვევაში, რომლის მიმართაც უკვე განსაზღვრულია საბაჟო დამუშავების ოპერაცია;
გ) საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დროებით გაჩერების შემთხვევაში;
დ) საბაჟო ორგანოს თანხმობით:
დ.ა) საქართველოს საქონლის საბაჟო საწყობში 3 თვემდე ვადით შენახვისას;
დ.ბ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოქცეული უცხოური საქონლის საბაჟო საწყობში გადამუშავებისას ამ რეჟიმით განსაზღვრული პირობებისა და იმ სპეციალური ნორმების შესაბამისად, რომლებიც ასეთი შემთხვევებისათვის გათვალისწინებულია საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით;
ე) საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.“;
გ) მე-11 და მე-12 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. ამ მუხლის მე-9 პუნქტში აღნიშნული საქონლის აღრიცხვა ხორციელდება „საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 თებერვლის №50 დადგენილებით გათვალისწინებული ფორმით.
12. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის საბაჟო საწყობში გადამუშავებისათვის საბაჟო ორგანოს თანხმობის მისაღებად საბაჟო საწყობს უნდა გააჩნდეს საქონლის გადამუშავებისათვის შესაბამისი საწარმოო კომპლექსი, „საბაჟო საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 18 თებერვლის №108 ბრძანებით განსაზღვრული საბაჟო საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისად.“.
6. მე-20 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონელი საბაჟო ორგანოს თანხმობით შესაძლებელია დროებით გატანილ იქნეს საბაჟო საწყობიდან. ამ შემთხვევაში საქონლის მიმღების მიერ საბაჟო ორგანოში წარედგინება საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) რეჟიმის შესაბამისად გადასახდელი საბაჟო გადასახდელების ეკვივალენტური თანხის ოდენობის საბაჟო გარანტია. საქონელი საწყობის გარეთ სხვა ადგილზე გადაიტანება მოწმობით „საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანების შესაბამისად. მოწმობის დახურვა ხორციელდება ახალი სატვირთო საბაჟო დეკლარაციის წარდგენისთანავე, რომლის 49-ე გრაფის პირველ ნაწილში აღინიშნება შენახვის სხვა ადგილის კოდი „საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანების დანართი №15-ის „საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის” (შემდგომში – კლასიფიკატორი) მე-13 ნაწილის შესაბამისად, გრაფის მეორე ნაწილში მიეთითება საქონლის შენახვის ვადა დღეებში, რომელიც ემთხვევა საბაჟო გარანტიის მოქმედების ვადას. ამ შემთხვევაში საქონელი უნდა ინახებოდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 18 თებერვლის №108 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ ინსტრუქციის” მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „მ” ქვეპუნქტის შესაბამისად.“.
7. IV თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
თავი IV
შემოსავლების სამსახურის მფლობელობაში არსებულ საბაჟო საწყობში საქონლის დროებითი დასაწყობებისა და საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესი“
8. 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 21
1. შემოსავლების სამსახურის მფლობელობაში არსებულ საბაჟო საწყობში შესაძლებელია განთავსდეს:
ა) სასაზღვრო საბაჟო ორგანოს სტრუქტურული ქვედანაყოფის სამოქმედო ტერიტორიაზე აღმოჩენილი უპატრონო (მიტოვებული) საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება;
ბ) ჩამორთმეული საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება საბაჟო სამართალდარღვევის საქმის განხილვამდე, კანონმდებლობით დადგენილი ზოგიერთი კატეგორიის საქონლის მიმართ დაწესებული შენახვის განსაკუთრებული რეჟიმის გათვალისწინებით;
გ) მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად დაგირავებული საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება;
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უსასყიდლოდ ჩამორთმეული ან სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემული საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება უფლებამოსილ ორგანოსთვის გადაცემამდე, კანონმდებლობით დადგენილი ზოგიერთი კატეგორიის საქონლის მიმართ დაწესებული შენახვის განსაკუთრებული რეჟიმის გათვალისწინებით;
ე) სასაზღვრო საბაჟო ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე შემოსული საქონელი, რომელზეც საბაჟო ორგანოში არ არის წარმოდგენილი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემდგომი გადაადგილებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტი (ნებართვა, სერტიფიკატი და სხვა);
ვ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანას ან განადგურებას დაქვემდებარებული, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე უკვე შემოტანილი საქონელი, რომლის შემოტანა იკრძალება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე;
ზ) სასაზღვრო საბაჟო ორგანოში საბაჟო დამუშავების ოპერაციის განსაზღვრას დაქვემდებარებული საქონელი, რომელიც მოქცეულია საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის რეჟიმში ან დროებით ინახება საბაჟო კონტროლის ქვეშ;
თ) უქმე ან დასვენების დღეების განმავლობაში სასაზღვრო საბაჟო საბაჟო ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე შემოსული საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება ამ ტერიტორიაზე განსახორციელებელი კანონმდებლობით გათვალისწინებული საბაჟო კონტროლის ფორმების დასრულებიდან საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილის მიმართულებით გადაადგილებამდე;
ი) საქონელი, რომლის მიმღებს ან იმპორტიორს წარმოადგენს „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო;
კ) დროებითი დასაწყობების მიზნით საქონლის მფლობელის შუამდგომლობის საფუძველზე საბაჟო ორგანო უფლებამოსილია, საბაჟო ორგანოში წარდგენილი საქონელი შეინახოს შემოსავლების სამსახურის საბაჟო საწყობში მის მიმართ საბაჟო დამუშავების ოპერაციის სახის განსაზღვრის დასრულებამდე;
ლ) მგზავრის წერილობითი განცხადების საფუძველზე საბაჟო ორგანო უფლებამოსილია საქონელი შეინახოს 20 კალენდარული დღის განმავლობაში. მგზავრის დასაბუთებული წერილობითი განცხადების შესაბამისად, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია აღნიშნული ვადა გააგრძელოს 10 კალენდარულ დღემდე.“.
9. 22-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. იმ შემთხვევაში, როცა საქონლის მფლობელის მიერ შევსებული განაცხადის მიხედვით გაცხადებული აქვს საბაჟო საწყობში სატრანსპორტო საშუალების (მ.შ. კონტეინერის) დროებითი შენახვის განზრახვა, რომლითაც გადაიზიდება საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონელი, პასუხისმგებელი მოხელე ამოწმებს სატრანსპორტო საშუალებაზე დადებული საბაჟო საიდენტიფიკაციო საშუალებების მთლიანობას. აქტში შეტანილი მონაცემებსა და საქონლის მფლობელის ან/და დეკლარანტის მიერ წარმოდგენილ მოწმობაში ან სატრანსპორტო დოკუმენტებში ასახულ მონაცემებს შორის შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში აღნიშნულის შესახებ მიეთითება განაცხადში.“.
10. ბრძანებით დამტკიცებული დანართი №1-ის „საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლის ქვეშ დროებითი შენახვის განაცხადის შევსების წესის“:
ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. გრაფა 2 “ექსპორტიორი” – საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის შემთხვევაში გრაფაში აღინიშნება საქონლის გამომგზავნის რეკვიზიტები, იურიდიული პირის ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფის სახელწოდება და მისამართი (ფიზიკური პირის შემთხვევაში - სახელი და გვარი). საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი საქონლის შემთხვევაში – გრაფაში აღინიშნება საქონლის გამგზავნის რეკვიზიტები ამ წესის მე-9 პუნქტის შესაბამისად;“;
ბ) მე-17 და მე-18 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„17. გრაფა 17 „დანიშნულების ქვეყანა” – აღნიშნული გრაფა ივსება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა განაცხადში ასახულ, საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატან საქონელზე უკვე განსაზღვრულია შესაბამისი საბაჟო დამუშავების ოპერაცია და მიეთითება დანიშნულების ქვეყნის მოკლე დასახელება კლასიფიკატორის ნაწილი 3-ის შესაბამისად.
18. გრაფა 17ა „დანიშნულების ქვეყნის კოდი“ – აღნიშნული გრაფა ივსება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა განაცხადში ასახულ, საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატან საქონელზე უკვე განსაზღვრულია შესაბამისი საბაჟო დამუშავების ოპერაცია და მიეთითება დანიშნულების ქვეყნის ციფრული კოდი კლასიფიკატორის ნაწილი 3-ის შესაბამისად.“;
გ) 48-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„48. განაცხადი ივსება ქართულ ენაზე, მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ელექტრონულად, სისტემაში დაშვებული პირის (დეკლარანტი, ან საბაჟო საწყობის მფლობელი, ან წარმომადგენელი) მიერ, აგრეთვე საბაჟო ორგანოს მიერ, როდესაც დეკლარანტი ან მისი წარმომადგენელი თხოვნით მიმართავს საბაჟო ორგანოს განაცხადის შევსების თაობაზე;“;
დ) 48-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 49-ე–51-ე პუნქტები:
„49. პირის სისტემაში დაშვება ხორციელდება „საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანების დანართი №1-ით გათვალისწინებული „საბაჟო რეჟიმების (გარდა ტრანზიტის საბაჟო რეჟიმისა და საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილის მიერ ან მისი დანიშნულებით შემოტანილი საქონლისა, რომლის მიმართაც დადგენილი წესით ხორციელდება გამარტივებული საბაჟო კონტროლი) აგრეთვე რეექსპორტის შესაბამისად გაცხადებულ საქონელზე სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმის შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის და რეგისტრაციის წესების შესახებ” ინსტრუქციის მე-4 მუხლით განსაზღვრული წესით.
50. განაცხადი ივსება სატრანსპორტო დოკუმენტებში ან/და ზოგადი დეკლარირებისათვის წარსადგენ დოკუმენტებში ან/და წინმსწრებ საბაჟო დოკუმენტში არსებული მონაცემების საფუძველზე. საქონლის ან სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების განხორციელების შემთხვევაში, განაცხადი ივსება საბაჟო ორგანოში საბაჟო ორგანოს მოხელის მიერ დათვალიერების შედეგების ამსახველი აქტის საფუძველზე.
51. განაცხადი ამოიბეჭდება 2 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი განკუთვნილია საქონლის მფლობელისთვის, მეორე – საბაჟო საწყობისთვის, ხოლო განაცხადის ასლი რჩება საბაჟო ორგანოში.“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კ. ბაინდურაშვილი