საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის საერთაშორისო ხელშეკრულებების სამმართველოს მრჩევლის (II კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
11.08.2010 ძალადაკარგული 04.06.2015
ნომერი
№148
სარეგისტრაციო კოდი
010240000.22.027.014965
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 98, 12/08/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.000.22.027.014.965

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება № 148

2010 წლის 11 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის საერთაშორისო ხელშეკრულებების სამმართველოს მრჩევლის (II კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე

,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის საერთაშორისო ხელშეკრულებების სამმართველოს მრჩევლის (II კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის საერთაშორისო ხელშეკრულებების სამმართველოს მრჩევლის (II კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა

1.    კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლის ასაკიდან 65 წლამდე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.

2.    საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის საერთაშორისო ხელშეკრულებების სამმართველოს მრჩევლის (II კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;

ბ) ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა;

გ) საერთაშორისო საჯარო სამართლის (განსაკუთრებით საერთაშორისო სახელშეკრულებო სამართლის) ცოდნა;

დ) სამართლის ძირითადი დარგების ცოდნა;

ე) ოფიციალური წერილების მომზადების გამოცდილება;

ვ) საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა.

3. საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის საერთაშორისო ხელშეკრულებების სამმართველოს მრჩევლის (II კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) ,,სახელშეკრულებო სამართლის შესახებ“ ვენის 1969 წლის კონვენცია;

გ) „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) ,,საქართველოს მთავრობის, სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ვ) ,,საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ზ) „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის №541 ბრძანებულება;