„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის საკონკურსო თემატიკისა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
15.06.2010 ძალადაკარგული 04.06.2015
ნომერი
№112
სარეგისტრაციო კოდი
010320040.22.027.014744
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 68, 15/06/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.040.22.027.014.744

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №112

2010 წლის 15 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის საკონკურსო თემატიკისა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის თანდართული საკონკურსო თემატიკა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.

2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის საკონკურსო თემატიკა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლის ასაკიდან 65 წლამდე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.

2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი ეკონომიკური განათლება;

ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება;

გ) მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის ორწლიანი გამოცდილება;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) „ საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ბ) „ საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ) „ გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

ვ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი;

ზ) საქართველოს საგადასახადო კოდექსი (კარი IX – საშემოსავლო და მოგების გადასახადი, კარი X – დამატებული ღირებულების გადასახადი, კარი XIII – ადგილობრივი გადასახადები – ქონების გადასახადი);

თ) „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის №541 ბრძანებულება;

ი) „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 27 ნოემბრის №271 ბრძანება;

კ) „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ დებულების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2006 წლის 3 იანვრის №1 ბრძანება;

ლ) „სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №914 ბრძანება;

მ) „ საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 15 მარტის №153 ბრძანება.