„საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო პროცედურების განხორციელების დროისა და ადგილის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1765 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№356
სარეგისტრაციო კოდი
230150020.22.033.014598
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 52, 10/05/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.150.020.22.033.014.598

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №356

2010 წლის 5 მაისი

ქ. თბილისი

„საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო პროცედურების განხორციელების დროისა და ადგილის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1765 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

 „საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო პროცედურების განხორციელების დროისა და ადგილის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1765 ბრძანებაში (სსმ III, 22.12.2006წ., 172, მუხ. 2331) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი პუნქტის „ბ.ა.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ა.ბ) ქ. თბილისი, გია გულუას ქ. №4;“.

2. პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ.ა.ვ“ ქვეპუნქტი:

„ბ.ა.ვ) ქ. თბილისი, ცოტნე დადიანის ქ. №30 (მხოლოდ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანების დანართი №22-ით გათვალისწინებული „ფიზიკური პირის მიერ სატვირთო საბაჟო დეკლარაციის ფორმა №4-ის შევსების, წარდგენის და რეგისტრაციის წესების შესახებ“ ინსტრუქციით გათვალისწინებული საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელებისათვის).“.

3. მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანა და საბაჟო პროცედურების განხორციელება სხვა ადგილებში, რომლებიც განსაზღვრული არ არის „სასაზღვრო საბაჟო ორგანოს გახსნის, სამუშაო დროისა და მისი გავლით შემოსატანი საქონლის სახეობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 18 თებერვლის №107 ბრძანებით დაიშვება დაინტერესებული პირის წერილობითი განცხადების საფუძველზე, მისივე ხარჯებით და საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებით.“.

4. 51 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ქ. თბილისი, გია გულუას ქ. №4;“.

5. 53 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ქ. თბილისი, გია გულუას ქ. №4;“.

6. 55 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. ბაინდურაშვილი