,,საქართველოს საპატრიარქოსათვის ბორჯომში, ტიმოთესუბნის მამათა მონასტრის ირგვლივ სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის (28 ჰა მიწის ფართობი) გამოყოფის შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№733
სარეგისტრაციო კოდი
390.040.050.08.002.004
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 1, 03/01/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №733

2007 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს საპატრიარქოსათვის ბორჯომში, ტიმოთესუბნის მამათა მონასტრის ირგვლივ სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის (28 ჰა მიწის ფართობი) გამოყოფის შესახებ

1. საქართველოს ტყის კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილისა და „სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის გამოყოფისა და ამ უბნის ტერიტორიაზე ტყითსარგებლობის, მისი შეზღუდვის, შეჩერებისა და აკრძალვის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 10 დეკემბრის №506 ბრძანებულების შესაბამისად:

ა) დაკმაყოფილდეს საქართველოს საპატრიარქოს თხოვნა და რელიგიურ და სარიტუალო ღონისძიებათა ხელშეწყობის მიზნით ბორჯომში, ტიმოთესუბნის მამათა მონასტრის ირგვლივ სახელმწიფო ტყის ფონდიდან გამოეყოს მიჩენილი უბანი;

ბ) მიჩენილ უბნად განისაზღვროს ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო მეურნეობის წაღვერის სატყეოს კვარტალი №19, უბანი №20-21-22 ფართობი – 15 ჰა; კვარტალი №20, უბანი №24 ფართობი – 6 ჰა; კვარტალი №22, უბანი №5 ფართობი – 5 ჰა; კვარტალი №23, უბანი №7 ფართობი – 2 ჰა, საერთო ფართობი – 28 ჰა;

გ) მიჩენის ვადად განისაზღვროს 20 წელი;

დ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ მიჩენილი უბნის გამოყოფის მიზნით კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთ თვეში უზრუნველყოს საქართველოს საპატრიარქოსთან ხელშეკრულების გაფორმება და მიჩენილი უბნის გადაბარება.

2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. ბურჯანაძე

საქართველოს პრეზიდენტის

მოვალეობის შემსრულებელი