,,საქართველოს საპატრიარქოსათვის ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალში მდებარე მწვანე მონასტრის მიმდებარედ სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის (4.6 ჰა ფართობი) გამოყოფის შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
30.12.2007 ბოლო ცვლილება 18.04.2008
გამომცემი ორგანო
ნომერი
№735
სარეგისტრაციო კოდი
390.040.050.08.002.004
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 1, 03/01/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №735

2007 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს საპატრიარქოსათვის ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალში მდებარე მწვანე მონასტრის მიმდებარედ სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის (4.6 ჰა ფართობი) გამოყოფის შესახებ

1. საქართველოს ტყის კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილისა და „სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის გამოყოფისა და ამ უბნის ტერიტორიაზე ტყითსარგებლობის, მისი შეზღუდვის, შეჩერებისა და აკრძალვის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 10 დეკემბრის №506 ბრძანებულების შესაბამისად:

ა) დაკმაყოფილდეს საქართველოს საპატრიარქოს თხოვნა და რელიგიურ და სარიტუალო ღონისძიებათა ხელშეწყობის მიზნით ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალში საქართველოს საპატრიარქოს გამოეყოს მიჩენილი უბანი;

ბ) მიჩენილ უბნად განისაზღვროს ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალში მდებარე მწვანე მონასტრისა და მონასტერთან მისასვლელი გზის ირგვლივ არსებული ტერიტორია ახალდაბის სატყეოს №34 კვარტალიდან საერთო ფართობით – 4.6 ჰა;

გ) მიჩენის ვადად განისაზღვროს 20 წელი;

დ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ მიჩენილი უბნის გამოყოფის მიზნით კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთ თვეში უზრუნველყოს საქართველოს საპატრიარქოსთან ხელშეკრულების გაფორმება და მიჩენილი უბნის გადაბარება.

2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. ბურჯანაძე

საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი