,,საქართველოს საპატრიარქოსათვის გურჯაანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მიმდებარედ სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის (სულ 10,7 ჰა მიწის ფართობის) გამოყოფის შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №744
2007 წლის 30 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს საპატრიარქოსათვის გურჯაანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მიმდებარედ სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის (სულ 10,7 ჰა მიწის ფართობის) გამოყოფის შესახებ
1. საქართველოს ტყის კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილისა და „სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის გამოყოფისა და ამ უბნის ტერიტორიაზე ტყითსარგებლობის, მისი შეზღუდვის, შეჩერებისა და აკრძალვის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 10 დეკემბრის №506 ბრძანებულების შესაბამისად:
ა) დაკმაყოფილდეს საქართველოს საპატრიარქოს თხოვნა და რელიგიურ და სარიტუალო ღონისძიებათა ხელშეწყობის მიზნით გურჯაანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მიმდებარედ გამოეყოს სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბანი;
ბ) მიჩენილ უბნად განისაზღვროს საგარეჯო-გურჯანის სატყეო მეურნეობის გურჯაანის სატყეოს კვარტალი №39 ლიტერი №1 – 4.0 ჰა, ლიტერი №2 – 1.2 ჰა, ლიტერი №3 – 1.0 ჰა, ლიტერი №4-3.0 ჰა, ლიტერი №5 – 1.5 ჰა, საერთო ფართობი – 10,7 ჰა;
გ) მიჩენის ვადად განისაზღვროს ოცი წელი;
დ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ მიჩენილი უბნის გამოყოფის მიზნით კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთ თვეში უზრუნველყოს საქართველოს საპატრიარქოსთან ხელშეკრულების გაფორმება და მიჩენილი უბნის გადაბარება.
2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. ბურჯანაძე
საქართველოს პრეზიდენტის
მოვალეობის შემსრულებელი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,საქართველოს საპატრიარქოსათვის გურჯაანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მიმდებარედ სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის (სულ 10,7 ჰა მიწის ფართობის) გამოყოფის შესახებ““?
- დიახ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „,,საქართველოს საპატრიარქოსათვის გურჯაანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მიმდებარედ სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის (სულ 10,7 ჰა მიწის ფართობის) გამოყოფის შესახებ““ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.12.2007.
- როდის იქნა მიღებული „,,საქართველოს საპატრიარქოსათვის გურჯაანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მიმდებარედ სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის (სულ 10,7 ჰა მიწის ფართობის) გამოყოფის შესახებ““?
- „,,საქართველოს საპატრიარქოსათვის გურჯაანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მიმდებარედ სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის (სულ 10,7 ჰა მიწის ფართობის) გამოყოფის შესახებ““ მიღებულია 30.12.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №744. სარეგისტრაციო კოდი — 390.040.050.08.002.004.
- სად არის „,,საქართველოს საპატრიარქოსათვის გურჯაანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მიმდებარედ სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის (სულ 10,7 ჰა მიწის ფართობის) გამოყოფის შესახებ““-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.12.2007 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „,,საქართველოს საპატრიარქოსათვის გურჯაანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მიმდებარედ სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის (სულ 10,7 ჰა მიწის ფართობის) გამოყოფის შესახებ““, №744, 30.12.2007, სარეგისტრაციო კოდი 390.040.050.08.002.004 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.12.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/102040/