,,საქართველოს საპატრიარქოსათვის ლაგოდეხის დაცული ტერიტორიებიდან სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის (სულ 9.0 ჰა მიწის ფართობი) გამოყოფის შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №745
2007 წლის 30 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს საპატრიარქოსათვის ლაგოდეხის დაცული ტერიტორიებიდან სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის (სულ 9.0 ჰა მიწის ფართობი) გამოყოფის შესახებ
1. საქართველოს ტყის კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილისა და „სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის გამოყოფისა და ამ უბნის ტერიტორიაზე ტყითსარგებლობის, მისი შეზღუდვის, შეჩერებისა და აკრძალვის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 10 დეკემბრის №506 ბრძანებულების შესაბამისად:
ა) დაკმაყოფილდეს საქართველოს საპატრიარქოს თხოვნა და რელიგიურ და სარიტუალო ღონისძიებათა ხელშეწყობის მიზნით ლაგოდეხის დაცული ტერიტორიებიდან გამოეყოს სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბანი;
ბ) მიჩენილ უბნად განისაზღვროს ლაგოდეხის დაცული ტერიტორიებიდან: ლაგოდეხის მონასტრის მიმდებარედ – კვარტალი №56 ლიტერი №4 – ფართობი 3.0 ჰა; რაჭისუბნის ეკლესიის მიმდებარედ – კვარტალი №45 ლიტერი №13 – ფართობი 3.0 ჰა; მაჭის ციხის მიმდებარედ – კვარტალი №40 ლიტერი №19 – ფართობი 3.0 ჰა, საერთო ფართობი – 9.0 ჰა;
გ) მიჩენის ვადად განისაზღვროს 20 წელი;
დ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ მიჩენილი უბნის გამოყოფის მიზნით კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთ თვეში უზრუნველყოს საქართველოს საპატრიარქოსთან ხელშეკრულების გაფორმება და მიჩენილი უბნის გადაბარება.
2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. ბურჯანაძე
საქართველოს პრეზიდენტის
მოვალეობის შემსრულებელი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,საქართველოს საპატრიარქოსათვის ლაგოდეხის დაცული ტერიტორიებიდან სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის (სულ 9.0 ჰა მიწის ფართობი) გამოყოფის შესახებ““?
- დიახ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „,,საქართველოს საპატრიარქოსათვის ლაგოდეხის დაცული ტერიტორიებიდან სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის (სულ 9.0 ჰა მიწის ფართობი) გამოყოფის შესახებ““ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.12.2007.
- როდის იქნა მიღებული „,,საქართველოს საპატრიარქოსათვის ლაგოდეხის დაცული ტერიტორიებიდან სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის (სულ 9.0 ჰა მიწის ფართობი) გამოყოფის შესახებ““?
- „,,საქართველოს საპატრიარქოსათვის ლაგოდეხის დაცული ტერიტორიებიდან სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის (სულ 9.0 ჰა მიწის ფართობი) გამოყოფის შესახებ““ მიღებულია 30.12.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №745. სარეგისტრაციო კოდი — 390.040.050.08.002.004.
- სად არის „,,საქართველოს საპატრიარქოსათვის ლაგოდეხის დაცული ტერიტორიებიდან სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის (სულ 9.0 ჰა მიწის ფართობი) გამოყოფის შესახებ““-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.12.2007 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „,,საქართველოს საპატრიარქოსათვის ლაგოდეხის დაცული ტერიტორიებიდან სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის (სულ 9.0 ჰა მიწის ფართობი) გამოყოფის შესახებ““, №745, 30.12.2007, სარეგისტრაციო კოდი 390.040.050.08.002.004 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.12.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/102046/