,,საქართველოს საპატრიარქოსათვის ყაზბეგის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე არსებული თამარის ციხის (დარიალის ხეობა) მიმდებარედ სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის (2 ჰა მიწის ფართობი) გამოყოფის შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№737
სარეგისტრაციო კოდი
390.040.050.08.002.004
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 1, 03/01/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №737

2007 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს საპატრიარქოსათვის ყაზბეგის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე არსებული თამარის ციხის (დარიალის ხეობა) მიმდებარედ სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის (2 ჰა მიწის ფართობი) გამოყოფის შესახებ

1. საქართველოს ტყის კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილისა და „სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის გამოყოფისა და ამ უბნის ტერიტორიაზე ტყითსარგებლობის, მისი შეზღუდვის, შეჩერებისა და აკრძალვის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 10 დეკემბრის №506 ბრძანებულების შესაბამისად:

ა) დაკმაყოფილდეს საქართველოს საპატრიარქოს თხოვნა და რელიგიურ და სარიტუალო ღონისძიებათა ხელშეწყობის მიზნით ყაზბეგის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მდებარე თამარის ციხის (დარიალის ხეობა) მიმდებარედ სახელმწიფო ტყის ფონდიდან გამოეყოს მიჩენილი უბანი;

ბ) მიჩენილ უბნად განისაზღვროს ყაზბეგის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მდებარე თამარის ციხის (დარიალის ხეობა) მიმდებარე ყოფილი ყაზბეგის სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორია კვარტალი №5 ლიტერი №4 – 2.0 ჰა;

გ) მიჩენის ვადად განისაზღვროს ოცი წელი;

დ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ მიჩენილი უბნის გამოყოფის მიზნით კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთ თვეში უზრუნველყოს საქართველოს საპატრიარქოსთან ხელშეკრულების გაფორმება და მიჩენილი უბნის გადაბარება.

2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. ბურჯანაძე

საქართველოს პრეზიდენტის

მოვალეობის შემსრულებელი