საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახურის დაფუძნების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
07.06.2010 ძალადაკარგული 05.12.2011
გამომცემი ორგანო
ნომერი
№386
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 64, 07/06/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №386

2010 წლის 7 ივნისი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახურის დაფუძნების შესახებ

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი –  ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახური (შემდეგში –  სამსახური).

2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ:

ა) განახორციელოს სამსახურის სახელმწიფო კონტროლი;

ბ) უზრუნველყოს სამსახურის დებულების დამტკიცება და ხელმძღვანელის დანიშვნა.

3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ერთ თვეში უზრუნველყოს სამსახურის შექმნასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება.

4. ეს ბრძანებულება, გარდა მე-3 პუნქტისა, ამოქმედდეს 2010 წლის 1 ივლისიდან.

5. ამ ბრძანებულების მე-3 პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახურის დაფუძნების შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 05.12.2011.
როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახურის დაფუძნების შესახებ“?
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახურის დაფუძნების შესახებ“ მიღებულია 07.06.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №386. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახურის დაფუძნების შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 05.12.2011-დან.
სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახურის დაფუძნების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.12.2011 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახურის დაფუძნების შესახებ“, №386, 07.06.2010, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.12.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1020682/