„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის და მრჩევლის (II კატეგორია)ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
23.06.2010 ძალადაკარგული 21.07.2010
ნომერი
№120
სარეგისტრაციო კოდი
010320040.22.027.014770
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 74, 23/06/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.040.22.027.014.770

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №120

2010 წლის 23 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის და მრჩევლის (II კატეგორია) ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე

,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის და მრჩევლის (II კატეგორია) ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის და მრჩევლის (II კატეგორია) ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა

1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლის ასაკიდან 65 წლამდე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.

2. ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა)     უმაღლესი განათლება;

ბ) ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;

გ) მარკეტინგის მენეჯმენტის სფეროში მუშაობის გამოცდილება;

დ) საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა.

3. ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ბ) „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის №541 ბრძანებულება;

გ) „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 28 დეკემბრის №235 ბრძანება.

4. ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს მრჩევლის (II კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;

გ) ხარისხის მართვის სტანდარტებზე ISO სტანდარტით მუშაობის გამოცდილება;

დ) საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა.

5. ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს მრჩევლის (II კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ბ) „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის №541 ბრძანებულება;

გ) „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 28 დეკემბრის №235 ბრძანება.