„ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 270.090.000.08.002.004
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №2
2008 წლის 4 იანვარი
ქ. თბილისი
„ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულებაში (სსმ III, 2005 წ., №104, მუხ. 1155) შეტანილ იქნეს ცვლილებები და ბრძანებულების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული №2 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №2
ქ. თბილისის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ზედა ზღვარი
| № | თანამდებობათა დასახელება | თანამდებობრივი სარგოების ზედა ზღვარი (ლარობით) |
| 1. | ქ. თბილისის მერი | 3540 |
| 2. | ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე | 3540 |
| 3. | ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე | 2950 |
| 4. | ქ. თბილისის მერის პირველი მოადგილე (ვიცე-მერი) | 2950 |
| 5. | ქ. თბილისის მერის მოადგილე | 2750 |
| 6. | ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსი | 2500 |
| 7. | ქ. თბილისის რაიონის გამგებელი | 2350 |
| 8. | ქ. თბილისის საქალაქო სამსახურის უფროსი, საკრებულოს აპარატის უფროსი | 2350 |
| 9. | ქ. თბილისის საკრებულოს მუდმივი კომისიის თავმჯდომარე | 2350 |
| 10. | ქ. თბილისის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე | 2350 |
| 11. | ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე | 1700 |
| 12. | ქ. თბილისის რაიონის გამგებლის მოადგილე | 1600 |
| 13. | ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, საკრებულოს აპარატის უფროსის მოადგილე | 1600 |
| 14. | ქ. თბილისის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე | 1600 |
| 15. | სხვა წამყვანი საჯარო თანამდებობის პირი | 1400 |
| 16. | უფროსი საჯარო თანამდებობის პირი | 1100 |
| 17. | უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი | 830.“. |
2. ბრძანებულება ამოქმედდეს 2008 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტის
მოვალეობის შემსრულებელი
ნ. ბურჯანაძე