„ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 270.090.000.08.002.004
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №755
2006 წლის 25 დეკემბერი
ქ. თბილისი
„ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულებაში (სსმ III, 2005 წ., №104, მუხ. 1155) შეტანილ იქნეს ცვლილებები და ბრძანებულების მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული ქ. თბილისის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ზედა ზღვარი (დანართი №2) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №2
ქ. თბილისის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ზედა ზღვარი
| № | თანამდებობათა დასახელება | თანამდებობრივი სარგოების ზედა ზღვარი (ლარობით) |
| 1. | ქ. თბილისის მერი | 2800 |
| 2. | ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე | 2800 |
| 3. | ქ. თბილისის საკრებულოს მდივანი | 2300 |
| 4. | ქ. თბილისის მერის პირველი მოადგილე (ვიცე-მერი) | 2300 |
| 5. | ქ. თბილისის მერის მოადგილე | 2200 |
| 6. | მერის ადმინისტრაციის უფროსი | 2000 |
| 7. | ქ. თბილისის რაიონის (დაბა წყნეთის) გამგებელი | 1900 |
| 8. | ქ. თბილისის საქალაქო სამსახურის უფროსი, საკრებულოს აპარატის უფროსი | 1900 |
| 9. | ქ. თბილისის საკრებულოს მუდმივი კომისიის თავმჯდომარე | 1600 |
| 10. | ქ. თბილისის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე | 1600 |
| 11. | ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე | 1300 |
| 12. | მერის წარმომადგენელი საკრებულოში | 1300 |
| 13. | ქ. თბილისის რაიონის (დაბა წყნეთის) გამგებლის მოადგილე | 1200 |
| 14. | ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, საკრებულოს აპარატის უფროსის მოადგილე | 1200 |
| 15. | ქ. თბილისის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე | 1200 |
| 16. | სხვა წამყვანი საჯარო თანამდებობის პირი | 900 |
| 17. | უფროსი საჯარო თანამდებობის პირი | 900 |
| 18. | უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი | 500 |
2. ბრძანებულება ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან. .“.
მ. სააკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 25.12.2006.
- როდის იქნა მიღებული „ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“?
- „ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ მიღებულია 25.12.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №755. სარეგისტრაციო კოდი — 270.090.000.08.002.004.
- სად არის „ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.12.2006 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“, №755, 25.12.2006, სარეგისტრაციო კოდი 270.090.000.08.002.004 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.12.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/99544/