„პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის №660 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№7
სარეგისტრაციო კოდი
330.130.000.08.002.004
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 3, 10/01/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 330.130.000.08.002.004

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №7

2008 წლის 4 იანვარი

ქ. თბილისი

„პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის   24 ნოემბრის №660 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „პროექტის შემთან­ხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგა­ნოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარ­ღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზე­ბის შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის დამ­ტკიცე­ბის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის  2007 წლის 24 ნოემბრის №660 ბრძანებულებაში (სსმ III, 2007 წ., №168, მუხ. 1859) შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები და ბრძანებულებით დამ­ტკიცებული წესის:

ა) პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. წესის მოქმედება ვრცელდება 2007 წლის 1 იან­ვრამდე უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტებისა ან მათი ნაწილების მიმართ.“;

ბ) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. განცხადებას თან უნდა დაერთოს:

ა) ტოპოგრაფიული საფუძველი და საპროექტო ტერიტორიების სიტუაციური გეგმა ექსპლიკაციით;

ბ) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, საკადასტრო რუკა, ხოლო თუ მიწის ნაკვეთი სხვა ფიზიკური ან იური­­დიული პირის (სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის) საკუთრებაშია, აგრეთვე განმცხადებელსა და მესაკუთრეს შორის დადებული შესაბამისი ხელშეკრულება ან თანხმობა, გარდა მრა­ვალ­ბინიან საცხოვრებელ სახლებზე მიშენება-დაშენე­ბისა;

გ) მრავალბინიან სახლებზე მიშენება-დაშენების შემ­თხვევაში ბინაზე საკუთრების უფლების დამადასტუ­რებელი დოკუმენტი – ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

დ) მრავალბინიან სახლებზე მიშენება-დაშენების შემთხვევაში სამშენებლო მოცულობის აზომვითი ნახაზი, ხოლო სხვა დანარჩენ შემთხვევაში არსებული ობიექტის პროექტი;

ე) ფოტოსურათები;

ვ) დასკვნა კონსტრუქციული მდგრადობის შესახებ, გარდა მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე მიშენება-დაშენებისა.“;

გ) მე-4 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. მრავალბინიან სახლებზე მიშენება-დაშენების შემთხვევაში შენობა-ნაგებობების მდგრადობასა და სიმტკიცეზე პასუხისმგებლობა არ ეკისრება ლეგალიზე­ბაზე უფლებამოსილ ორგანოს და ეს სრულიად წარ­მოად­გენს შენო­ბა-ნაგებობის მესაკუთრის რისკს.“.

2. ბრძანებულება ამოქმედდეს 2008 წლის 11 იან­ვრიდან.

ნ. ბურჯანაძე

საქართველოს პრეზიდენტის

მოვალეობის შემსრულებელი