,,კონტრტერორისტულ ოპერაციაში მონაწილე და ტერორისტული აქტის შედეგად დაზარალებულ პირთა სოციალური რეაბილიტაციის წესის შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №17
2008 წლის 17 იანვარი
ქ. თბილისი
კონტრტერორისტულ ოპერაციაში მონაწილე და ტერორისტული აქტის შედეგად დაზარალებულ პირთა სოციალური რეაბილიტაციის წესის შესახებ
1. „ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დამტკიცდეს კონტრტერორისტულ ოპერაციაში მონაწილე და ტერორისტული აქტის შედეგად დაზარალებულ პირთა სოციალური რეაბილიტაციის თანდართული წესი.
2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროებთან შეთანხმებით 2008 წლის 31 დეკემბრამდე შეიმუშაოს ამ ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული წესის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო პროგრამა.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადებისას გაითვალისწინოს სახელმწიფო პროგრამის ფინანსური უზრუნველყოფისათვის საჭირო ხარჯები.
4. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. ბურჯანაძე
საქართველოს პრეზიდენტის
მოვალეობის შემსრულებელი
კონტრტერორისტულ ოპერაციაში მონაწილე და ტერორისტული აქტის შედეგად დაზარალებულ პირთა სოციალური რეაბილიტაციის წესი
1. კონტრტერორისტულ ოპერაციაში მონაწილე და ტერორისტული აქტის შედეგად დაზარალებულ პირთა სოციალური რეაბილიტაციის წესის განსაზღვრის მიზანია აღნიშნულ პირთა მიმართ ფსიქო-სოციალური და სხვა სახის სარეაბილიტაციო ღონისძიებების სწორად დაგეგმვა და მათი კომპლექსურად განხორციელება.
2. კონტრტერორისტულ ოპერაციაში მონაწილე და ტერორისტული აქტის შედეგად დაზარალებულ პირთა სოციალური რეაბილიტაციის ღონისძიებების დაფინანსების უზრუნველყოფა ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
3. კონტრტერორისტულ ოპერაციაში მონაწილე და ტერორისტული აქტის შედეგად დაზარალებულ პირთა სოციალური რეაბილიტაცია ხორციელდება სპეციალური სახელმწიფო პროგრამის (შემდეგში – სახელმწიფო პროგრამის) მიხედვით.
4. სახელმწიფო პროგრამაში გათვალისწინებულ უნდა იქნეს სარეაბილიტაციო ღონისძიებების კონკრეტული მოცულობა-სახეობანი და აღნიშნულ პირთა სოციალური რეაბილიტაციისათვის საჭირო ღონისძიებები.
5. სახელმწიფო პროგრამას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,კონტრტერორისტულ ოპერაციაში მონაწილე და ტერორისტული აქტის შედეგად დაზარალებულ პირთა სოციალური რეაბილიტაციის წესის შესახებ““?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 02.04.2014.
- როდის იქნა მიღებული „,,კონტრტერორისტულ ოპერაციაში მონაწილე და ტერორისტული აქტის შედეგად დაზარალებულ პირთა სოციალური რეაბილიტაციის წესის შესახებ““?
- „,,კონტრტერორისტულ ოპერაციაში მონაწილე და ტერორისტული აქტის შედეგად დაზარალებულ პირთა სოციალური რეაბილიტაციის წესის შესახებ““ მიღებულია 17.01.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №17. სარეგისტრაციო კოდი — 280.090.070.08.002.004.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „,,კონტრტერორისტულ ოპერაციაში მონაწილე და ტერორისტული აქტის შედეგად დაზარალებულ პირთა სოციალური რეაბილიტაციის წესის შესახებ““-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 02.04.2014-დან.
- სად არის „,,კონტრტერორისტულ ოპერაციაში მონაწილე და ტერორისტული აქტის შედეგად დაზარალებულ პირთა სოციალური რეაბილიტაციის წესის შესახებ““-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 02.04.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „,,კონტრტერორისტულ ოპერაციაში მონაწილე და ტერორისტული აქტის შედეგად დაზარალებულ პირთა სოციალური რეაბილიტაციის წესის შესახებ““, №17, 17.01.2008, სარეგისტრაციო კოდი 280.090.070.08.002.004 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.04.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/102148/