„საქართველოს დაზვერვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (1)
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №434
2010 წლის 21 ივნისი
ქ . თბილისი
საქართველოს დაზვერვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
1. „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ “ საქართველოს კანონის მე -8 მუხლის მე -3 პუნქტის შესაბამისად , დამტკიცდეს საქართველოს დაზვერვის სამსახურის თანდართული დებულება .
2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად , ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ “ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 14 მარტის №146 ბრძანებულება .
3. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2010 წლის 1 ივლისიდან .
მ . სააკაშვილი
საქართველოს დაზვერვის სამსახურის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1
საქართველოს დაზვერვის სამსახური (შემდგომში – სამსახური ) არის საქართველოს პრეზიდენტის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულება , რომელიც საქართველოს ეროვნული ინტერესების გატარებისა და დაცვის მიზნით ახორციელებს სადაზვერვო და საგარეო კონტრდაზვერვით საქმიანობას .
მუხლი 2
თავისი ამოცანების განხორციელებისას სამსახური წარმოადგენს სახელმწიფოს .
მუხლი 3
სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის , საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების , ,,საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ ” და ,,სადაზვერვო საქმიანობის შესახებ ” საქართველოს კანონების , ასევე საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების , ამ დებულებისა და შიდაუწყებრივი სამართლებრივი აქტების საფუძველზე .
მუხლი 4
სამსახური არის ერთიანი , ცენტრალიზებული სისტემა და ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს .
მუხლი 5
სამსახური ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს წინაშე . სამსახურის სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტი .
მუხლი 6
სამსახურის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი . სამსახურს აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და თავისი სახელწოდებით და დამოუკიდებელი ბალანსი . სამსახურს აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცებული საუწყებო დროშა და ემბლემა . სამსახურის იურიდიული მისამართია : საქართველო , ქ . თბილისი , 0179, კეკელიძის ქ . №4.
მუხლი 7
საკუთარი საქმიანობის კონსპირაციის უზრუნველყოფის მიზნით , სამსახურს შეუძლია გამოიყენოს პირობითი დასახელება და შესაბამისი რეკვიზიტები (ბეჭედი პირობითი დასახელებით , განსხვავებული საბანკო რეკვიზიტები და სხვ .).
თავი II
სამსახურის საქმიანობის სფერო და ამოცანები
მუხლი 8
სამსახური აწარმოებს სადაზვერვო საქმიანობას პოლიტიკურ , ეკონომიკურ , სამეცნიერო -ტექნიკურ , სამხედრო -პოლიტიკურ , ინფორმაციულ , ეკოლოგიურ სფეროებში , ასევე , თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში .
მუხლი 9
სამსახურის ძირითადი ამოცანებია :
ა ) საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული არსებული და მოსალოდნელი საგარეო საფრთხეების , გამოწვევებისა და რისკების განსაზღვრა -გამოვლენა ;
ბ ) საქართველოს ეროვნული ინტერესების გატარებისათვის ხელშეწყობა და კომპეტენციის ფარგლებში მათი დაცვის უზრუნველყოფა ;
გ ) ქვეყნის სახელმწიფო -პოლიტიკური თანამდებობის პირების ინფორმაციული უზრუნველყოფა უცხო ქვეყნების , ორგანიზაციებისა და პირების საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული ზრახვების , გეგმების , შესაძლებლობებისა და ქმედებების შესახებ შესაბამისი ინფორმაციის მოპოვებით , შეგროვებით , სისტემატიზაციით , დამუშავებითა და ანალიზით ;
დ ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული ეროვნული სადაზვერვო პროგრამის განხორციელება ;
ე ) კომპეტენციის ფარგლებში ეროვნული , რეგიონალური და გლობალური უსაფრთხოების პრობლემებთან დაკავშირებული საკითხების დამუშავება , ვითარების შეფასება , მოვლენების შესაძლო განვითარების პროგნოზირება და კრიზისული სიტუაციის არსებობის ან მისი წარმოქმნის საფრთხის შემთხვევაში , ქვეყნის სახელმწიფო -პოლიტიკური თანამდებობის პირებისათვის შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება ;
ვ ) ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის საჭირო სადაზვერვო საქმიანობისა და სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლის კოორდინაცია საქართველოს დაზვერვის სისტემაში შემავალ დაწესებულებებს შორის , კომპეტენციის ფარგლებში სადაზვერვო ინფორმაციის რეალიზაცია ;
ზ ) საგარეო კონტრდაზვერვითი საქმიანობის განხორციელება .
თავი III
სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და ფუნქციები
მუხლი 10
სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები განისაზღვრება ,,სადაზვერვო საქმიანობის შესახებ ” საქართველოს კანონითა და საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული ეროვნული სადაზვერვო პროგრამით .
მუხლი 11
თავისი ამოცანების გადაწყვეტის მიზნით და უფლებამოსილების ფარგლებში სამსახური :
ა ) საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული ეროვნული სადაზვერვო პროგრამის საფუძველზე შეიმუშავებს სადაზვერვო დავალებებს ;
ბ ) დამტკიცებული რიცხოვნობისა და ორგანიზაციული სტრუქტურის ფარგლებში ქმნის აუცილებელ ქვედანაყოფებს , სპეციალური მომზადების , სამეცნიერო -კვლევით , სამედიცინო -პროფილაქტიკურ დაწესებულებებს , არქივს , უშვებს სპეციალურ გამოცემებს ;
გ ) შეიმუშავებს და ახორციელებს სადაზვერვო საქმიანობის უსაფრთხოებისა და განვითარებისათვის აუცილებელ სპეციალურ პროგრამებს ;
დ ) ნებაყოფლობით ღიად ან კონფიდენციალურად თანამშრომლობს საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან , მოქალაქეობის არმქონე პირებთან , ქმნის სადაზვერვო პოზიციებს ;
ე ) საინფორმაციო -ანალიტიკური დოკუმენტების შექმნის მიზნით ამუშავებს და აანალიზებს სადაზვერვო დაწესებულებებსა და სხვა სახელმწიფო სტრუქტურებიდან მოწოდებულ სადაზვერვო ინფორმაციას ;
ვ ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს საქართველოს წინააღმდეგ მიმართული უცხო ქვეყნების სადაზვერვო საქმიანობის , აგრეთვე საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებში ;
ზ ) სადაზვერვო ინფორმაციის მოსაპოვებლად იყენებს ოპერატიულ , ოპერატიულ -ტექნიკურ , საინჟინრო -ტექნიკურ , რადიოელექტრონულ და სხვა სპეციალურ საშუალებებს ;
თ ) კონსპირაციის მიზნით , სადაზვერვო საქმიანობის აუცილებლობიდან გამომდინარე , ქმნის სხვადასხვა სამართლებრივი ფორმის ორგანიზაციებს ;
ი ) ახორციელებს საგარეო კონტრდაზვერვით საქმიანობას ;
კ ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სახელმწიფო საიდუმლოების რეჟიმის დაცვის მეთოდურ , ორგანიზაციულ , ორგანიზაციულ -ტექნიკურ ღონისძიებებს როგორც საკუთარ ქვედანაყოფებში , ისე საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში ;
ლ ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს საკუთარ უსაფრთხოებას . თავისი მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების , ოპერატიული ინფორმაციის წყაროების , საინფორმაციო და კავშირგაბმულობის სისტემების , საინფორმაციო მონაცემთა ბაზების , საკუთარი დოკუმენტაციის , შენობა -ნაგებობების , სატრანსპორტო საშუალებების , სხვა ქონების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ახორციელებს ოპერატიულ , ოპერატიულ -ტექნიკურ და საინჟინრო -ტექნიკურ ღონისძიებებს ;
მ ) საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით თანამშრომლობს საქართველოს სხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან ;
ნ ) სადაზვერვო ინფორმაციის დასაცავად სხვა მეთოდებთან ერთად ქმნის და /ან იყენებს კრიპტოგრაფიულ სისტემებსა და შიფრებს ;
ო ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს ოპერატიულ -სამძებრო საქმიანობას ;
პ ) აუცილებლობის შემთხვევაში , ახორციელებს თავისი დოკუმენტაციის , საკადრო შემადგენლობის , ქვედანაყოფების , შენობა -ნაგებობებისა და სატრანსპორტო საშუალებების შენიღბვასა და დაშიფრვას , მათ შორის სხვადასხვა დოკუმენტების , სატრანსპორტო საშუალების სანომრე და სხვა ამოსაცნობი ნიშნების გამოყენებით ;
ჟ ) საწარმოებთან , დაწესებულებებსა და ორგანიზაციებთან (მათი სამართლებრივი ფორმის მიუხედავად ) დებს შესაბამის შეთანხმებებს , სადაზვერვო საქმიანობის აუცილებლობიდან გამომდინარე ;
რ ) შეიმუშავებს სამსახურის წლიური და გრძელვადიანი ბიუჯეტის პროექტებს ;
ს ) გლობალურ და რეგიონალურ საფრთხეებთან დაკავშირებულ საკითხებზე თანამშრომლობს უცხო ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან .
თავი IV
სამსახურის უფროსი
მუხლი 12
1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი , რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი .
2. სამსახურის უფროსი არის საქართველოს პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი დაზვერვის საკითხებში .
მუხლი 13
სამსახურის უფროსი :
ა ) წარმოადგენს სამსახურს და ხელმძღვანელობს სამსახურის მიერ დაზვერვის სრული ციკლის განხორციელებას ;
ბ ) ხელმძღვანელობს საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული ეროვნული სადაზვერვო პროგრამის განხორციელებას ;
გ ) ეროვნული სადაზვერვო პროგრამიდან გამომდინარე , განსაზღვრავს სამსახურის სადაზვერვო საქმიანობასთან დაკავშირებულ ამოცანებსა და პრიორიტეტებს ;
დ ) უზრუნველყოფს სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებას ხელისუფლების უმაღლესი ორგანოებისა და შესაბამისი სამთავრობო დაწესებულებებისათვის ;
ე ) კოორდინაციას უწევს სადაზვერვო ინფორმაციის დაცვის კრიპტოგრაფიული საშუალებებისა და შიფრების სახელმწიფო სტანდარტების შექმნასა და დანერგვას ;
ვ ) პასუხისმგებელია სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროებში საქართველოს კონსტიტუციის , საქართველოს კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების შესრულებისათვის ;
ზ ) ამტკიცებს სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს ;
თ ) სამსახურის გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებული საკითხების გადაწყვეტის მიზნით , საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე გამოსცემს სამართლებრივ აქტებს და კონტროლს უწევს მათ შესრულებას ;
ი ) ამტკიცებს სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების თანამშრომელთა ფუნქციონალურ მოვალეობებს ;
კ ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის მოსამსახურეებს ;
ლ ) დადგენილი წესით განკარგავს სამსახურის ფულად სახსრებსა და მატერიალურ ფასეულობებს ;
მ ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად , დებს უწყებათაშორის საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს ;
ნ ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში შესაბამისი ქვეყნის სპეცსამსახურის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად მიავლენს დაზვერვის ოფიციალურ წარმომადგენლებს ;
ო ) აუცილებლობის შემთხვევაში , ხელშეკრულების საფუძველზე , სამსახურში იწვევს მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს ;
პ ) ხელმძღვანელობს სამსახურის სამობილიზაციო მზადყოფნას და , საჭიროების შემთხვევაში , უზრუნველყოფს პირადი შემადგენლობის გადაყვანას სამსახურის განსაკუთრებულ რეჟიმზე ;
ჟ ) სამსახურის მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანიჭებს სახელმწიფო -სპეციალურ ან სამხედრო წოდებებს პოლკოვნიკის ჩათვლით , ხოლო ვადაზე ადრე – ვიცე -პოლკოვნიკის წოდების ჩათვლით , ასევე საკლასო ჩინებს ;
რ ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მოსამსახურეებზე გასცემს სამსახურებრივ მოწმობებს , სამსახურებრივ -საშტატო და სამხედრო -საბრძოლო იარაღს , აგრეთვე სხვა სპეციალურ საშუალებებს ;
ს ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას სამსახურის იმ სამხედრო მოსამსახურეთათვის სამსახურის გაგრძელების შესახებ , რომლებმაც მიაღწიეს სამხედრო სამსახურში ყოფნის ზღვრულ ასაკს , გარდა პოლკოვნიკთა და უმაღლესი სამხედრო წოდების ოფიცერთათვის ;
ტ ) საქართველოს პრეზიდენტს განსახილველად წარუდგენს წინადადებებს სადაზვერვო საქმიანობის მარეგულირებელი შესაბამისი კანონმდებლობის სრულყოფისათვის ;
უ ) დადგენილი წესით აღძრავს შუამდგომლობას სამსახურის მოსამსახურეებისა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოებისა და მათთვის საპატიო წოდებების მინიჭების შესახებ ;
ფ ) განსაზღვრავს ფულადი ჯილდოს (პრემია ), აგრეთვე , განსაკუთრებულ შემთხვევებში , ერთჯერადი დახმარების ოდენობას ;
ქ ) წაახალისებს და დისციპლინურ პასუხისმგებლობას აკისრებს სამსახურის მოსამსახურეებს ;
ღ ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ასაჩუქრებს და /ან აჯილდოებს პირებს სამსახურის წინაშე მდგომი ამოცანების შესრულებაში აქტიური დახმარებისათვის ;
ყ ) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში სამსახურის მოსამსახურეთათვის განსაზღვრავს სოციალური დაცვის დამატებით ღონისძიებებსა და შეღავათებს ;
შ ) წარმოადგენს სამსახურს საერთაშორისო და სხვა ორგანიზაციებთან ურთიერთობაში ;
ჩ ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს .
თავი V
სამსახურის უფროსის მოადგილეები
მუხლი 14
სამსახურის უფროსს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილე .
მუხლი 15
სამსახურის უფროსის პირველ მოადგილესა და მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით .
მუხლი 16
1. სამსახურის უფროსის პირველი მოადგილისა და მოადგილის უფლებამოსილება განისაზღვრება სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტით .
2. სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე უფროსის არყოფნისას ასრულებს სამსახურის უფროსის მოვალეობას .
თავი VI
სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფები და მათი ამოცანები
მუხლი 17
სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია :
ა ) ანალიტიკური დირექტორატი – უზრუნველყოფს ღია წყაროებიდან სადაზვერვო ინფორმაციის მოძიებას , სამსახურის მიერ მოპოვებული და სამსახურში შემოსული სადაზვერვო ინფორმაციის დაგროვებას , სისტემურ დამუშავებას და ანალიზს , ასევე სამსახურის მიერ წარსადგენი დოკუმენტების მომზადებას ;
ბ ) ინფორმაციის დირექტორატი – უზრუნველყოფს სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცებული სადაზვერვო გეგმის შესაბამისად სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვებას ოპერატიული წყაროებიდან , მათ შორის , ტექნიკური საშუალებების გამოყენებით , ახორციელებს საგარეო კონტრდაზვერვით საქმიანობას ;
გ ) ადმინისტრაციული დირექტორატი – ახორციელებს სამსახურის საკადრო , სამართლებრივ , საფინანსო -სამეურნეო , მატერიალურ უზრუნველყოფას , საიდუმლო და არასაიდუმლო საქმისწარმოებას , საპროტოკოლო ღონისძიებებს , სამსახურის საზოგადოებასთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობის კოორდინაციას ;
დ ) უსაფრთხოების დირექტორატი – უზრუნველყოფს სამსახურის საკუთარ უსაფრთხოებას , ახორციელებს სამსახურის საქმიანობის ინსპექტირებას ;
ე ) სპეციალური მომზადებისა და გადამზადების ცენტრი (დირექტორატი ) – უზრუნველყოფს მოსამსახურეთა სპეციალურ მომზადებას , კვალიფიკაციის ამაღლებას და გადამზადებას , სამეცნიერო -კვლევით საქმიანობას , ასევე სხვა სახელმწიფო უწყებების მოსამსახურეთა სპეციალურ მომზადებას ;
ვ ) არქივი (სამმართველო ) – უზრუნველყოფს ოპერატიულ აღრიცხვას და საარქივო საქმისწარმოებას .
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №434
2010 წლის 21 ივნისი
ქ
. თბილისისაქართველოს დაზვერვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
1. „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ “ საქართველოს კანონის მე -8 მუხლის მე -3 პუნქტის შესაბამისად , დამტკიცდეს საქართველოს დაზვერვის სამსახურის თანდართული დებულება
.
2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის
61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად , ძალადაკარგულად გამოცხადდეს„საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 14 მარტის №146 ბრძანებულება.
3. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს
2010 წლის 1 ივლისიდან
.
მ
. სააკაშვილისაქართველოს დაზვერვის სამსახურის დებულება
თავი
I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1
საქართველოს დაზვერვის სამსახური (შემდგომში – სამსახური ) არის საქართველოს პრეზიდენტის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულება , რომელიც საქართველოს ეროვნული ინტერესების გატარებისა და დაცვის მიზნით ახორციელებს სადაზვერვო და საგარეო კონტრდაზვერვით საქმიანობას
.
მუხლი 2
თავისი ამოცანების განხორციელებისას სამსახური წარმოადგენს სახელმწიფოს
.
მუხლი 3
სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის , საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების , ,,საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ ” და
,,სადაზვერვო საქმიანობის შესახებ
” საქართველოს კანონების , ასევე საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების , ამ დებულებისა და შიდაუწყებრივი სამართლებრივი აქტების საფუძველზე.
მუხლი 4
სამსახური არის ერთიანი , ცენტრალიზებული სისტემა და ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს
.
მუხლი 5
სამსახური ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს წინაშე . სამსახურის სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტი
.
მუხლი 6
სამსახურის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი . სამსახურს აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და თავისი სახელწოდებით და დამოუკიდებელი ბალანსი . სამსახურს აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცებული საუწყებო დროშა და ემბლემა . სამსახურის იურიდიული მისამართია : საქართველო
, ქ
. თბილისი , 0179, კეკელიძის ქ . №4.მუხლი 7
საკუთარი საქმიანობის კონსპირაციის უზრუნველყოფის მიზნით , სამსახურს შეუძლია გამოიყენოს პირობითი დასახელება და შესაბამისი რეკვიზიტები (ბეჭედი პირობითი დასახელებით , განსხვავებული საბანკო რეკვიზიტები და სხვ
.).
თავი
II
სამსახურის საქმიანობის სფერო და ამოცანები
მუხლი 8
სამსახური აწარმოებს სადაზვერვო საქმიანობას პოლიტიკურ , ეკონომიკურ , სამეცნიერო -ტექნიკურ , სამხედრო -პოლიტიკურ , ინფორმაციულ , ეკოლოგიურ სფეროებში , ასევე , თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში
.
მუხლი 9
სამსახურის ძირითადი ამოცანებია
:
ა
) საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული არსებული და მოსალოდნელი საგარეო საფრთხეების , გამოწვევებისა და რისკების განსაზღვრა -გამოვლენა;
ბ
) საქართველოს ეროვნული ინტერესების გატარებისათვის ხელშეწყობა და კომპეტენციის ფარგლებში მათი დაცვის უზრუნველყოფა;
გ
) ქვეყნის სახელმწიფო -პოლიტიკური თანამდებობის პირების ინფორმაციული უზრუნველყოფა უცხო ქვეყნების , ორგანიზაციებისა და პირების საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული ზრახვების , გეგმების , შესაძლებლობებისა და ქმედებების შესახებ შესაბამისი ინფორმაციის მოპოვებით , შეგროვებით , სისტემატიზაციით , დამუშავებითა და ანალიზით;
დ
) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული ეროვნული სადაზვერვო პროგრამის განხორციელება;
ე
) კომპეტენციის ფარგლებში ეროვნული , რეგიონალური და გლობალური უსაფრთხოების პრობლემებთან დაკავშირებული საკითხების დამუშავება , ვითარების შეფასება , მოვლენების შესაძლო განვითარების პროგნოზირება და კრიზისული სიტუაციის არსებობის ან მისი წარმოქმნის საფრთხის შემთხვევაში , ქვეყნის სახელმწიფო -პოლიტიკური თანამდებობის პირებისათვის შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
ვ
) ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის საჭირო სადაზვერვო საქმიანობისა და სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლის კოორდინაცია საქართველოს დაზვერვის სისტემაში შემავალ დაწესებულებებს შორის , კომპეტენციის ფარგლებში სადაზვერვო ინფორმაციის რეალიზაცია;
ზ
) საგარეო კონტრდაზვერვითი საქმიანობის განხორციელება.
თავი
III
სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და ფუნქციები
მუხლი 10
სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები განისაზღვრება
,,სადაზვერვო საქმიანობის შესახებ
” საქართველოს კანონითა და საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული ეროვნული სადაზვერვო პროგრამით.
მუხლი 11
თავისი ამოცანების გადაწყვეტის მიზნით და უფლებამოსილების ფარგლებში სამსახური
:
ა
) საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული ეროვნული სადაზვერვო პროგრამის საფუძველზე შეიმუშავებს სადაზვერვო დავალებებს;
ბ
) დამტკიცებული რიცხოვნობისა და ორგანიზაციული სტრუქტურის ფარგლებში ქმნის აუცილებელ ქვედანაყოფებს , სპეციალური მომზადების , სამეცნიერო -კვლევით , სამედიცინო -პროფილაქტიკურ დაწესებულებებს , არქივს , უშვებს სპეციალურ გამოცემებს;
გ
) შეიმუშავებს და ახორციელებს სადაზვერვო საქმიანობის უსაფრთხოებისა და განვითარებისათვის აუცილებელ სპეციალურ პროგრამებს;
დ
) ნებაყოფლობით ღიად ან კონფიდენციალურად თანამშრომლობს საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან , მოქალაქეობის არმქონე პირებთან , ქმნის სადაზვერვო პოზიციებს;
ე
) საინფორმაციო -ანალიტიკური დოკუმენტების შექმნის მიზნით ამუშავებს და აანალიზებს სადაზვერვო დაწესებულებებსა და სხვა სახელმწიფო სტრუქტურებიდან მოწოდებულ სადაზვერვო ინფორმაციას;
ვ
) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს საქართველოს წინააღმდეგ მიმართული უცხო ქვეყნების სადაზვერვო საქმიანობის , აგრეთვე საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებში;
ზ
) სადაზვერვო ინფორმაციის მოსაპოვებლად იყენებს ოპერატიულ , ოპერატიულ -ტექნიკურ , საინჟინრო -ტექნიკურ , რადიოელექტრონულ და სხვა სპეციალურ საშუალებებს;
თ
) კონსპირაციის მიზნით , სადაზვერვო საქმიანობის აუცილებლობიდან გამომდინარე , ქმნის სხვადასხვა სამართლებრივი ფორმის ორგანიზაციებს;
ი
) ახორციელებს საგარეო კონტრდაზვერვით საქმიანობას;
კ
) კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სახელმწიფო საიდუმლოების რეჟიმის დაცვის მეთოდურ , ორგანიზაციულ , ორგანიზაციულ -ტექნიკურ ღონისძიებებს როგორც საკუთარ ქვედანაყოფებში , ისე საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში;
ლ
) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს საკუთარ უსაფრთხოებას . თავისი მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების , ოპერატიული ინფორმაციის წყაროების , საინფორმაციო და კავშირგაბმულობის სისტემების , საინფორმაციო მონაცემთა ბაზების , საკუთარი დოკუმენტაციის , შენობა -ნაგებობების , სატრანსპორტო საშუალებების , სხვა ქონების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ახორციელებს ოპერატიულ , ოპერატიულ -ტექნიკურ და საინჟინრო -ტექნიკურ ღონისძიებებს;
მ
) საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით თანამშრომლობს საქართველოს სხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან;
ნ
) სადაზვერვო ინფორმაციის დასაცავად სხვა მეთოდებთან ერთად ქმნის და /ან იყენებს კრიპტოგრაფიულ სისტემებსა და შიფრებს;
ო
) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს ოპერატიულ -სამძებრო საქმიანობას;
პ
) აუცილებლობის შემთხვევაში , ახორციელებს თავისი დოკუმენტაციის , საკადრო შემადგენლობის , ქვედანაყოფების , შენობა -ნაგებობებისა და სატრანსპორტო საშუალებების შენიღბვასა და დაშიფრვას , მათ შორის სხვადასხვა დოკუმენტების , სატრანსპორტო საშუალების სანომრე და სხვა ამოსაცნობი ნიშნების გამოყენებით;
ჟ
) საწარმოებთან , დაწესებულებებსა და ორგანიზაციებთან (მათი სამართლებრივი ფორმის მიუხედავად ) დებს შესაბამის შეთანხმებებს , სადაზვერვო საქმიანობის აუცილებლობიდან გამომდინარე;
რ
) შეიმუშავებს სამსახურის წლიური და გრძელვადიანი ბიუჯეტის პროექტებს;
ს
) გლობალურ და რეგიონალურ საფრთხეებთან დაკავშირებულ საკითხებზე თანამშრომლობს უცხო ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან.
თავი
IV
სამსახურის უფროსი
მუხლი 12
1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი , რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი
.
2. სამსახურის უფროსი არის საქართველოს პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი დაზვერვის საკითხებში
.
მუხლი 13
სამსახურის უფროსი
:
ა
) წარმოადგენს სამსახურს და ხელმძღვანელობს სამსახურის მიერ დაზვერვის სრული ციკლის განხორციელებას;
ბ
) ხელმძღვანელობს საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული ეროვნული სადაზვერვო პროგრამის განხორციელებას;
გ
) ეროვნული სადაზვერვო პროგრამიდან გამომდინარე , განსაზღვრავს სამსახურის სადაზვერვო საქმიანობასთან დაკავშირებულ ამოცანებსა და პრიორიტეტებს;
დ
) უზრუნველყოფს სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებას ხელისუფლების უმაღლესი ორგანოებისა და შესაბამისი სამთავრობო დაწესებულებებისათვის;
ე
) კოორდინაციას უწევს სადაზვერვო ინფორმაციის დაცვის კრიპტოგრაფიული საშუალებებისა და შიფრების სახელმწიფო სტანდარტების შექმნასა და დანერგვას;
ვ
) პასუხისმგებელია სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროებში საქართველოს კონსტიტუციის , საქართველოს კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების შესრულებისათვის;
ზ
) ამტკიცებს სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს;
თ
) სამსახურის გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებული საკითხების გადაწყვეტის მიზნით , საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე გამოსცემს სამართლებრივ აქტებს და კონტროლს უწევს მათ შესრულებას;
ი
) ამტკიცებს სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების თანამშრომელთა ფუნქციონალურ მოვალეობებს;
კ
) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის მოსამსახურეებს;
ლ
) დადგენილი წესით განკარგავს სამსახურის ფულად სახსრებსა და მატერიალურ ფასეულობებს;
მ
) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად , დებს უწყებათაშორის საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს;
ნ
) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში შესაბამისი ქვეყნის სპეცსამსახურის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად მიავლენს დაზვერვის ოფიციალურ წარმომადგენლებს;
ო
) აუცილებლობის შემთხვევაში , ხელშეკრულების საფუძველზე , სამსახურში იწვევს მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს;
პ
) ხელმძღვანელობს სამსახურის სამობილიზაციო მზადყოფნას და , საჭიროების შემთხვევაში , უზრუნველყოფს პირადი შემადგენლობის გადაყვანას სამსახურის განსაკუთრებულ რეჟიმზე;
ჟ
) სამსახურის მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანიჭებს სახელმწიფო -სპეციალურ ან სამხედრო წოდებებს პოლკოვნიკის ჩათვლით , ხოლო ვადაზე ადრე – ვიცე -პოლკოვნიკის წოდების ჩათვლით , ასევე საკლასო ჩინებს;
რ
) კანონმდებლობით დადგენილი წესით მოსამსახურეებზე გასცემს სამსახურებრივ მოწმობებს , სამსახურებრივ -საშტატო და სამხედრო -საბრძოლო იარაღს , აგრეთვე სხვა სპეციალურ საშუალებებს;
ს
) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას სამსახურის იმ სამხედრო მოსამსახურეთათვის სამსახურის გაგრძელების შესახებ , რომლებმაც მიაღწიეს სამხედრო სამსახურში ყოფნის ზღვრულ ასაკს , გარდა პოლკოვნიკთა და უმაღლესი სამხედრო წოდების ოფიცერთათვის;
ტ
) საქართველოს პრეზიდენტს განსახილველად წარუდგენს წინადადებებს სადაზვერვო საქმიანობის მარეგულირებელი შესაბამისი კანონმდებლობის სრულყოფისათვის;
უ
) დადგენილი წესით აღძრავს შუამდგომლობას სამსახურის მოსამსახურეებისა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოებისა და მათთვის საპატიო წოდებების მინიჭების შესახებ;
ფ
) განსაზღვრავს ფულადი ჯილდოს (პრემია ), აგრეთვე , განსაკუთრებულ შემთხვევებში , ერთჯერადი დახმარების ოდენობას;
ქ
) წაახალისებს და დისციპლინურ პასუხისმგებლობას აკისრებს სამსახურის მოსამსახურეებს;
ღ
) კანონმდებლობით დადგენილი წესით ასაჩუქრებს და /ან აჯილდოებს პირებს სამსახურის წინაშე მდგომი ამოცანების შესრულებაში აქტიური დახმარებისათვის;
ყ
) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში სამსახურის მოსამსახურეთათვის განსაზღვრავს სოციალური დაცვის დამატებით ღონისძიებებსა და შეღავათებს;
შ
) წარმოადგენს სამსახურს საერთაშორისო და სხვა ორგანიზაციებთან ურთიერთობაში;
ჩ
) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
თავი
V
სამსახურის უფროსის მოადგილეები
მუხლი 14
სამსახურის უფროსს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილე
.
მუხლი 15
სამსახურის უფროსის პირველ მოადგილესა და მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით
.
მუხლი 16
1. სამსახურის უფროსის პირველი მოადგილისა და მოადგილის უფლებამოსილება განისაზღვრება სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტით
.
2. სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე უფროსის არყოფნისას ასრულებს სამსახურის უფროსის მოვალეობას
.
თავი
VI
სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფები და მათი ამოცანები
მუხლი 17
სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია
:
ა
) ანალიტიკური დირექტორატი – უზრუნველყოფს ღია წყაროებიდან სადაზვერვო ინფორმაციის მოძიებას , სამსახურის მიერ მოპოვებული და სამსახურში შემოსული სადაზვერვო ინფორმაციის დაგროვებას , სისტემურ დამუშავებას და ანალიზს , ასევე სამსახურის მიერ წარსადგენი დოკუმენტების მომზადებას;
ბ
) ინფორმაციის დირექტორატი – უზრუნველყოფს სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცებული სადაზვერვო გეგმის შესაბამისად სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვებას ოპერატიული წყაროებიდან , მათ შორის , ტექნიკური საშუალებების გამოყენებით , ახორციელებს საგარეო კონტრდაზვერვით საქმიანობას;
გ
) ადმინისტრაციული დირექტორატი – ახორციელებს სამსახურის საკადრო , სამართლებრივ , საფინანსო -სამეურნეო , მატერიალურ უზრუნველყოფას , საიდუმლო და არასაიდუმლო საქმისწარმოებას , საპროტოკოლო ღონისძიებებს , სამსახურის საზოგადოებასთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობის კოორდინაციას;
დ
) უსაფრთხოების დირექტორატი – უზრუნველყოფს სამსახურის საკუთარ უსაფრთხოებას , ახორციელებს სამსახურის საქმიანობის ინსპექტირებას;
ე
) სპეციალური მომზადებისა და გადამზადების ცენტრი (დირექტორატი ) – უზრუნველყოფს მოსამსახურეთა სპეციალურ მომზადებას , კვალიფიკაციის ამაღლებას და გადამზადებას , სამეცნიერო -კვლევით საქმიანობას , ასევე სხვა სახელმწიფო უწყებების მოსამსახურეთა სპეციალურ მომზადებას;
ვ
) არქივი (სამმართველო ) – უზრუნველყოფს ოპერატიულ აღრიცხვას და საარქივო საქმისწარმოებას.