თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
2010 წლი ს 24 სექტემბერი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა განვიხილე შპს ,,ენერგოგენერაცი ი ს“კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი,
გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:
2010 წლის 4 მაისს შპს „ენერგოგენერაცი ი ს“დირექტორმა გიორგი ეზუგბაიამ განცხადებით მომართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შპს „ენერგოგენერაცი ი ს“გადახდისუუნარობისა და მოვალის გაკოტრების შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 2 ივნისის განჩინებით, შპს ,,ენერგოგენერაცი ი ს“განცხადება გადახდისუუნარობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში და კრედიტორთა პირველი კრება დაინიშნა 2010 წლის 20 ივლისს 11:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის №23 სხდომის დარბაზში.
კრედიტორთა პირველი კრება შპს „ენერგოგენერაცი ი ს“კრედიტორთა შუამდგომლობით გადადებულ იქნა, ვინაიდან შპს ,,ენერგოგენერაცი ი ს“მეურვის მიერ კანონით დადგენილ ვადაში ვერ იქნა წარმოდგენილი ინფორმაცია მოვალის ქონების, ფინანსური მდგომარეობის და ვალდებულებების, ასევე უზრუნველყოფილ კრედიტორების შესახებ.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოწვეულ უნდა იქნ ე ს კრედიტორთა კრება მოვალის ქონების, ფინანსური მდგომარეობის და ვალდებულებების, ასევე უზრუნველყოფილი კრედიტორების შესახებ მეურვის მოხსენების, კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმების და გაკოტრების მმართველის დანიშვნის დღის წესრიგით. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე შეტყობინება უნდა გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე, 30-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მოწვეულ იქნ ე ს შპს ,,ენერგოგენერაცი ი ს“კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით:
1.1.მეურვის მოხსენება მოვალის ქონების, ფინანსური მდგომარეობის და ვალდებულებების, ასევე უზრუნველყოფილი კრედიტორების შესახებ.
1.2. კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება.
1.3. გაკოტრების მმართველის დანიშვნა.
2. კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნ ე ს 2010 წლის 1 ოქტომბერს 11:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის №23 სხდომის დარბაზში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ,№6).
3. დაევალოს შპს ,,ენერგოგენერაცი ი ს“ მეურვეს კრედიტორთათვის კრედიტორთა კრების ჩატარების შესახებ შეტყობინებების დაგზავნა, მასვე დაევალოს განჩინების „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნება, განჩინება ასევე გამოქვეყნდეს სასამართლო ს დაფაზე.
4. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გადაცემიდან ან გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.
მოსამართლე ლ. ქოჩიაშვილი