თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/3523-2010
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 73, 01/10/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

 2010 წლი ს 24 სექტემბერი

ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა განვიხილე შპს ,,ენერგოგენერაცი ი ს“კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი,

 გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:

 2010 წლის 4 მაისს შპს „ენერგოგენერაცი ი ს“დირექტორმა გიორგი ეზუგბაიამ განცხადებით მომართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შპს „ენერგოგენერაცი ი ს“გადახდისუუნარობისა და მოვალის გაკოტრების შესახებ.

 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 2 ივნისის განჩინებით, შპს ,,ენერგოგენერაცი ი ს“განცხადება გადახდისუუნარობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში და კრედიტორთა პირველი კრება დაინიშნა 2010 წლის 20 ივლისს 11:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის №23 სხდომის დარბაზში.

 კრედიტორთა პირველი კრება შპს „ენერგოგენერაცი ი ს“კრედიტორთა შუამდგომლობით გადადებულ იქნა, ვინაიდან შპს ,,ენერგოგენერაცი ი ს“მეურვის მიერ კანონით დადგენილ ვადაში ვერ იქნა წარმოდგენილი ინფორმაცია მოვალის ქონების, ფინანსური მდგომარეობის და ვალდებულებების, ასევე უზრუნველყოფილ კრედიტორების შესახებ.

 სასამართლოს მიაჩნია, რომ მოწვეულ უნდა იქნ ე ს კრედიტორთა კრება მოვალის ქონების, ფინანსური მდგომარეობის და ვალდებულებების, ასევე უზრუნველყოფილი კრედიტორების შესახებ მეურვის მოხსენების, კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმების და გაკოტრების მმართველის დანიშვნის დღის წესრიგით. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე შეტყობინება უნდა გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.

 სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე, 30-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მოწვეულ იქნ ე ს შპს ,,ენერგოგენერაცი ი ს“კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით:

1.1.მეურვის მოხსენება მოვალის ქონების, ფინანსური მდგომარეობის და ვალდებულებების, ასევე უზრუნველყოფილი კრედიტორების შესახებ.

1.2. კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება.

1.3. გაკოტრების მმართველის დანიშვნა.

2. კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნ ე ს 2010 წლის 1 ოქტომბერს 11:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის №23 სხდომის დარბაზში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ,№6).

3. დაევალოს შპს ,,ენერგოგენერაცი ი ს“ მეურვეს კრედიტორთათვის კრედიტორთა კრების ჩატარების შესახებ შეტყობინებების დაგზავნა, მასვე დაევალოს განჩინების „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნება, განჩინება ასევე გამოქვეყნდეს სასამართლო ს დაფაზე.

4. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გადაცემიდან ან გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.

 მოსამართლე ლ. ქოჩიაშვილი

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“?
დიახ, განცხადება „თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 24.09.2010.
როდის იქნა მიღებული „თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“?
„თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“ მიღებულია 24.09.2010. მიმღები ორგანო — თბილისის საქალაქო სასამართლო. დოკუმენტის ნომერი — №2/3523-2010.
სად არის „თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.09.2010 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

განცხადება „თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“, №2/3523-2010, 24.09.2010 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.09.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1022151/