„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის მრჩევლის (II კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
21.06.2010 ძალადაკარგული 04.06.2015
ნომერი
№117
სარეგისტრაციო კოდი
010320040.22.027.014762
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 72, 21/06/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.040.22.027.014.762

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №117

2010 წლის 21 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის მრჩევლის (II კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე

,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის მრჩევლის (II კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის მრჩევლის (II კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა

1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლის ასაკიდან 65 წლამდე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.

2. ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის მრჩევლის (II კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა)     უმაღლესი განათლება სოციალური მეცნიერების განხრით;

ბ) ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;

გ) ადამიანური რესურსების მართვის სფეროში მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება;

დ) საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა.

3. ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის მრჩევლის (II კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ბ) საქართველოს შრომის კოდექსი;

გ) „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის №541 ბრძანებულება;

დ) „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 25 ნოემბრის №217 ბრძანება.