თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურის, ქონების მართვისა და არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
17.09.2010 ძალადაკარგული 29.07.2014
გამომცემი ორგანო
ნომერი
№24
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.126.016007
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 34, 06/10/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №24

2010  წლის   1 7 სექტემბერი

  ქ. თერჯოლა

თერჯოლის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურის, ქონების მართვისა და არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის საკითხთა  კომისი ი ს  დებულებ ის დამტკიცების შესახებ

 „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების მე -3 მუხლის მე -3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად , თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა :

1. დამტკიცდეს საკრებულოს ინფრასტრუქტურის, ქონების მართვისა და არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის საკითხთა კომისიის დებულება დანართის შესაბამისად.

 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე           ტ . ფანჩულიძე

 

დანართი

თერჯოლის  მ უნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურის, ქონების  მართვისა და არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის საკითხთა კომისიის დებულება

ეს დებულება, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის და საკრებულოს დებულების შესაბამისად , განსაზღვრავს თერჯოლის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს ინფრასტრუქტურის, ქონების მართვისა და არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის საკითხთა კომისი ის უფლებამოსილებასა და თანამდებობის პირთა უფლება -მოვალეობებს.

    მუხლი 1. კომისიის სტატუსი

1. ინფრასტრუქტურის, ქონების მართვისა და არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის საკითხთა კომისია წარმოადგენს საკრებულოს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც უზრუნველყოფს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონით, საკრებულოს დებულებით და ამ დებულებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელებას.                                                    

2. კომისია იქმნება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის  28-ე მუხლის,  საკრებულოს დებულებით და ამ დებულებით დადგენილი წესით.                                                         

3. კომისია იქმნება ამ დებულებით დადგენილი საკითხების საკრებულოში წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, გამგეობის  და მისი სტრუქტურული ერთეულების კონტროლისმიზნით.                                                                                                                                                             

4. კომისიის საქმიანობის წესი, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 28-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, განისაზღვრება საკრებულოს დებულებით.

    მუხლი 2. კომისიის უფლებამოსილება

1. კომისია  უფლებამოსილია:

ა ) განიხილოს და საკრებულოს წარუდგინოს წინადადებები და დასკვნები  თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის კეთილმოწყობა-გამწვანებისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტებზე;

ბ) განიხილოსა და საკრებულოს წარუდგინოს წინადადებები  ადგილობრივი მნიშვნელობის გზების  განვითარების შესახებ;

გ) კოორდინაცია გაუწიოს სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით, აგრეთვე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების სახსრებით დაფინანსებული პროგრამების და პროექტების  შესრულებას;

გ) კოორდინაცია გაუწიოს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობებზე ზედამხედველობის შესაბამის სამსახურს, მიიღოს ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე დასრულებული, მიმდინარე და  დაგეგმილი მშენებლობების შესახებ;

დ ) განიხილოს და საკრებულოს წარუდგინოს წინადადებები და დასკვნები თვითმმართველი ერთეულის დასახლებებში ქუჩების, მოედნების სახელდებ ისა და ნუმერაცი ს შესახებ ;

ე) განიხილოს და საკრებულოს წარუდგინოს წინადადებები და დასკვნები   თვითმმართველ ერთეულში ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის, გაუქმებ ის , მათი საზღვრების დ ადგენ ისა და შეცვლ ის შესახებ .

1.4 . კომისია განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს, რეკომენდაციებს და დასკვნებს თვითმმართველი ერთეულის ქონების მართვის საკითხებში:

ა) თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, განკარგვისა და ქონებით სარგებლობის წესების დადგენ ის შესახებ ;

ბ) ადგილობრივი შესყიდვების დაგეგმვისა და ადგილობრივი შესყიდვების გეგმების პროექტის შესახებ ;

გ)  თვითმმართველი ერთეულის ქონების შეძენის, ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის შესახებ;

დ) კერძო სამართლის იურიდიული პირების შექმნის, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ;

ე)თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის პროექტის დამტკიცების; თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების პროგრამების და ამ პროგრამების შესრულების ანგარიშის დამტკიცებ ის შესახებ ;

ვ) თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასისა და სარგებლობის ქირის ოდენობის დადგენ ის ; თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონი ს ფორმი თ პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების  დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმის დადგენ ის შესახებ ;

ზ ) ბუნებრივი რესურსების დაცვისა და განვითარების პროგრამების პროექტების დამტკიცებ ის შესახებ ;

თ ) ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის და ადგილობრი ვ ი მნიშვნელობის წყლის რესურსების მართვის წესების დადგენ ის შესახებ ;.

2. კომისია მისი კომპეტენცის ფარგლებში განიხილავს მოქალაქეთა და დაინტერესებულ პირთა განცხადებებს.

3. კომისია ახორციელებს საკრებულოს დებულებით და საკრებულოს დავალებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანამდებობის პირები კომისიის მოთხოვნით ვალდებულნი არიან კომისიის მიერ დადგენილ ვადაში წარ უ დგინონ მას შესაბამისი დოკუმენტები, დასკვნები და სხვა მასალები, დაესწრონ კომისიის სხდომებს, პასუხი გასცენ სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარ მოა დგინონ გაწეული საქმიანობის ანგარიში.

    მუხლი 3. კომისიის თავმჯდომარე

1. კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევა და გადარჩევა ხდება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონის 28 -ე მუხლისა და საკრებულოს დებულების 26 -ე, მე -10 0 და მე -10 1 მუხლებით დადგენილი წესით.

2. კომისიის თავმჯდომარე:

ა) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომას;

ბ) ადგენს, კომისიის სხდომაზე განიხილავს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიის დებულებას;

გ) არის კომისიის წარმომადგენელი, გამოდის კომისიის სახელით საკრებულოში და მის ფარგლებს გარეთ;

დ) ანაწილებს ფუნქციებს კომისიის წევრებს შორის;

ე) ამ დებულების შესაბამისად ქმნის კომისიის სამუშაო ჯგუფებს;

ვ) ადგენს და საკრებულოს ბიუროს დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიის სამუშაო გეგმებს; უზრუნველყოფს სამუშაო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელებას;

ზ ) აძლევს დავალებებს კომისიის წევრებს;

თ ) კომისიის სხდომაში მონაწილეობისათვის იწვევს ადგილობრივი თვითმმართველობის და სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებს, ექსპერტებსა და სპეციალისტებს;

ი) საკრებულოს ბიუროს მიერ დადგენილი კვოტის ფარგლებში კომისიაში სამუშაოდ იწვევს ექსპერტ -სპეციალისტებს და წარუდგენს მათ კანდიდატურებს საკრებულოს თავმჯდომარეს შრომითი ხელშეკრულების გასაფორმებლად;

კ )  აკონტროლებს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებას;

ლ ) საკრებულოს წარუდგენს წლიურ ანგარიშს კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

მ ) ხელს აწერს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, დასკვნებს, რეკომენდაციებს და კომისიის სხდომის ოქმებს;

ნ ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს დებულებით და კომისიის დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის, აგრეთვე კომისიის თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან მისი, როგორც საკრებულოს წევრის, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის დავალებით, კომისიის ერთ-ერთი წევრი ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას. ამ საკითხზე კომისიის თავმჯდომარის დავალების არარსებობის შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარის უფლება-მოვალეობებს ასრულებს კომისიის უხუცესი წევრი.

    მუხლი 4. კომისიის საქმიანობის უზრუნველყოფა

1. კომისიის ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებას და საქმისწარმოებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი.

2. კონკრეტული საკითხების დასამუშავებლად, საკრებულოს ბიუროს მიერ განსაზღვრული კვოტების ფარგლებში, კომისიის თავმჯდომარის წინადადებით, საკრებულოს თავმჯდომარე არა უმეტეს 6 თვის ვადით, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე კომისიაში სამუშაოდ იწვევს ექსპერტ-კონსულტანტებს.