თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
17.09.2010 ძალადაკარგული 12.09.2014
გამომცემი ორგანო
ნომერი
№29
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.126.016012
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 34, 06/10/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №29

2010 წლი ს 17 სექტემბერი

ქ . თერჯოლა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 38-ე მუხლის მე-7 პუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების მე–3 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების მე-11 მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკრებულომ დაადგინა:

1. დამტკიცდეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო სამსახურის დებულება თანდართული სახით.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 21 მარტის №15 დადგენილება (სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.35.126.004.480 3 აპრილი, 2007 წელი).

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე  ტ. ფანჩულიძე

დანართი

თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო სამსახურის დებულება

    მუხლი 1. გამგეობის სახანძრო სამსახური

1. გამგეობის სახანძრო სამსახური (შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე ხანძრის თავიდან აცილებას, ჩაქრობას და ხანძარსაწინააღმდეგო სამაშველო სამუშაოების შესრულებას.

2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 18 აგვისტოს №17 დადგენილ ე ბით დამტკიცებული გამგეობის დებულების და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

 3. სამსახურს აქვს ბლანკი, ბეჭედი და შტამპი სამსახურის სახ ე ლწოდების აღნიშვნით.

4. სამსახურის ადგილსამყოფელია: ქ. თერჯოლა, რუსთაველის ქ. №129.

    მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და მოხელეებისაგან.

2. სამსახურის უფროსი:

ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

ბ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს;

გ) გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;

დ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;

ე) ხანძრის გამოვლენის შემთხვევაში ვალდებულია დაუყო ვ ნებლივ აცნობოს ხელმძღვანელ პირებს;

ვ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით და გამგებლის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.

4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს გამგებლის დავალებით ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე.

5. სამსახურის მოხელეთა უფლება-მოვალეობები, მათი თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 18 აგვისტოს №17 დადგენილ ე ბით დამტკიცებული გამგეობის დებულების და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

    მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები

სახანძრო სამსახურის ფუნქციაა:

ა) ხანძრების პროფილაქტიკის ორგანიზება, მათი ჩაქრობა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარება;

ბ) ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელება იმ ორგანიზაცია-დაწესებულებებში, რომლებიც წარმოადგენენ ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებულ ობიექტებს;

გ) სახანძრო უსაფრთხოების ღონისძიებათა შესახებ წინადადებათა მომზადება და ამ ღონისძიებათა გატარების კოორდინაცია;

დ) სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვის მიზნით შეითანხმოს მშენებლობისა და ტექნიკური გადაიარაღების საპროექტო დოკუმენტაცია;

ე) სხვადასხვა სახის ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელება;

ვ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.

    მუხლი 4. სამსახურის უფლებამოსილება

სამსახურს უფლება აქვს:

ა)გააკონტროლოს ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებულ ობიექტებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა შესრულება; ჩაატაროს ამ ობიექტების სახანძრო-ტექნიკური გამოკვლევა და შემოწმება;

ბ)თავის ი კომპეტენციის ფარგლებში გასცეს შესასრულებლად სავალდებულო მიწერილობები;

გ) მთლიანად ან ნაწილობრივ შეაჩეროს ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებულ ი ობიექტების ექსპლუატაცია,თუ გამოავლენს სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევებს ან მათ შეუსრულებლობას,რაც ქმნის ხანძრის გაჩენ ი ს საშიშროებას ან ემუქრება ადამიანთა უსაფრთხოებას;

დ) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპენტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ი ნ ფორმაცია; საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს გამგეობის სტრუქტურული ერთეულები და ტერიტორიული ორგანოების დაწესებულებე ბ ისა და საწარმოების წარმომადგენლები,სპეციალისტები და მოსთხოვოს საჭირო ინფორმაცია;

ე) სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ჩაატაროს თათბირები და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები;საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს სპეციალისტები და ექსპერტები;

ვ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.