საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმის შექმნის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №47
2008 წლის 31 იანვარი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმის შექმნის შესახებ
1. იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმის სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრის მიზნით, „მუზეუ-მების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის გათვალისწინებით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმის ბაზაზე შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი (შემდეგში – მუზეუმი).
2. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ (გ. გაბაშვილი):
ა) განახორციელოს მუზეუმის სახელმწიფო კონტროლი;
ბ) უზრუნველყოს მუზეუმის დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა.
3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (გ. არველაძე) უზრუნველყოს მუზეუმისათვის შესაბამისი ქონების კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა.
4. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმის შექმნის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 02.02.2015.
- როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმის შექმნის შესახებ“?
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმის შექმნის შესახებ“ მიღებულია 31.01.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №47. სარეგისტრაციო კოდი — 040.030.000.08.002.004.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმის შექმნის შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 02.02.2015-დან.
- სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმის შექმნის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 02.02.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმის შექმნის შესახებ“, №47, 31.01.2008, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.08.002.004 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.02.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/102268/