საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გალაქტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმის შექმნის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №48
2008 წლის 31 იანვარი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გალაქტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმის შექმნის შესახებ
1. გალაქტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმის სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრის მიზნით, „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის გათვალისწინებით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გალაქტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმების ბაზაზე შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გალაქტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმი (შემდეგში – მუზეუმი).
2. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ (გ. გაბაშვილი):
ა) განახორციელოს მუზეუმის სახელმწიფო კონტროლი;
ბ) უზრუნველყოს მუზეუმის დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა.
3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (გ. არველაძე) უზრუნველყოს მუზეუმისათვის შესაბამისი ქონების კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა.
4. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი