საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმის შექმნის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
31.01.2008 ძალადაკარგული 02.02.2015
გამომცემი ორგანო
ნომერი
№51
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.08.002.004
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 18, 05/02/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №51

2008 წლის 31 იანვარი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმის შექმნის შესახებ

1. გ. ჩიტაიას სახელობის ფოთის არქეოლოგიური მუზეუმის სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრის მიზნით, „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის გათვალისწინებით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გ. ჩიტაიას სახელობის ფოთის არქეოლოგიური მუზეუმის ბაზაზე შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმი (შემდეგში – მუზეუმი).

2. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ (გ. გაბაშვილი):

ა) განახორციელოს მუზეუმის სახელმწიფო კონტროლი;

ბ) უზრუნველყოს მუზეუმის დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა.

3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (გ. არველაძე) უზრუნველყოს მუზეუმისათვის შესაბამისი ქონების კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა.

4. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმის შექმნის შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 02.02.2015.
როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმის შექმნის შესახებ“?
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმის შექმნის შესახებ“ მიღებულია 31.01.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №51. სარეგისტრაციო კოდი — 040.030.000.08.002.004.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმის შექმნის შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 02.02.2015-დან.
სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმის შექმნის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 02.02.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმის შექმნის შესახებ“, №51, 31.01.2008, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.08.002.004 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.02.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/102292/