"გორის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ" გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 27 თებერვლის №102 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№37
სარეგისტრაციო კოდი
010340000.35.148.016003
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 35, 08/10/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

გორისმუნიციპალიტეტისსაკრებულოს

დადგენილება №37

2010 წლის24 სექტემბერი

ქ. გორი

„გორის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 27 თებერვლის  №102 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო     ა დ გ ე ნ ს:

1. დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გორის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობა განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:

        ა) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების  მიწაზე:

           ა.ა) ცენტრალური ზონის I ქვეზონაში 1 კვ. მ-ზე  – 1.404 ლარი;

           ა.ბ) ცენტრალური ზონის II ქვეზონაში 1 კვ. მ-ზე  – 1.2168 ლარი;

           ა.გ) ცენტრალური ზონის III ქვეზონაში 1 კვ. მ-ზე  – 1.0296 ლარი;

          ა.დ) შუალედურ ზონაში 1 კვ. მ-ზე  – 0,936 ლარი;

          ა.ე) პერიფერიული ზონის I ქვეზონაში 1 კვ. მ-ზე  – 0,7488 ლარი;

          ა.ვ) პერიფერიული ზონის II ქვეზონაში 1 კვ. მ-ზე  – 0,6552 ლარი;

          ა.ზ) პერიფერიული ზონის III ქვეზონაში 1 კვ. მ-ზე  – 0,5616 ლარი;

          ა.თ) გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში 1 კვ. მ-ზე  – 0,468 ლარი;

          ა.ი) დასახლებათა შორის არეალებში 1 კვ. მ-ზე  – 0,234 ლარი;

          ა.კ) გორის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 15 სექტემბრის №554 ბრძანებულებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) 1 კვ. მ-ზე  – 0,6084 ლარი.

     ბ) უძრავ-მოძრავი ქონების (გარდა მიწისა) სარგებლობის ფორმით გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობა განისაზღვროს „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 19 აგვისტოს №659 ბრძანებულებით დამტკიცებული წესით განსაზღვრული ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასის ან/და დამოუკიდებელი აუდიტის (შემფასებელი ექსპერტი) სათანადო დასკვნის საფუძველზე ღირებულების არანაკლებ 10%-ის ოდენობით. ამასთან, შენობა-ნაგებობების საპრივატიზებო ფასის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული იმ მიწის ნორმატიული ფასიც, რომელზეც დგას შესაბამისი შენობა-ნაგებობა.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე ზ. ხმალაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა "გორის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ" გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 27 თებერვლის №102 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება "გორის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ" გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 27 თებერვლის №102 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 24.09.2010.
როდის იქნა მიღებული "გორის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ" გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 27 თებერვლის №102 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
"გორის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ" გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 27 თებერვლის №102 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 24.09.2010. მიმღები ორგანო — გორის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №37. სარეგისტრაციო კოდი — 010340000.35.148.016003.
სად არის "გორის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ" გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 27 თებერვლის №102 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.09.2010 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება "გორის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ" გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 27 თებერვლის №102 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №37, 24.09.2010, სარეგისტრაციო კოდი 010340000.35.148.016003 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.09.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1022991/