“საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კკომისიაში სამშსენებლო-ტექნიკური დოკუმენტაციის წარდგენისა და განხილვის წესის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2001 წლის 15 მაისის №2 სადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ"

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№5
სარეგისტრაციო კოდი
330.130.000.17.010.007.206
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 36, 31/03/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 330.130.000.17.010.007.206

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული

კომისიის დადგენილება №5

2005 წლის 25 მარტი

ქ. თბილისი

,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში სამშენებლო-ტექნიკური დოკუმენტაციის წარდგენისა და განხილვის წესის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2001 წლის 15 მაისის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე და 211-ე მუხლების, ,,კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 361 და 38-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ დაადგინა:

1. ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში სამშენებლო-ტექნიკური დოკუმენტაციის წარდგენისა და განხილვის წესის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2001 წლის 15 მაისის №2 დადგენილებაში (სსმ III, 2001 წ., №53, მუხ. 400) შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. სამშენებლო-ტექნიკურ დოკუმენტაციაში ასახული უნდა იყოს:

ა) განსახორციელებელი საქმიანობის ტექნიკური აღწერილობა, რაც მოიცავს: სავარაუდოდ გამოსაყენებელი ტექნოლოგიების ზოგად აღწერილობას, განსახორციელებელი საქმიანობის (მომსახურების) გეოგრაფიული ზონის დაფარვის მიზნით საბაზო სადგურების სავარაუდო რაოდენობას, საერთო სარგებლობის ქსელში ჩართვის აღწერილობას (ფუნქციონალური სქემა);

ბ) განსახორციელებელი საქმიანობის (მომსახურების) გეოგრაფიული საზღვრები.”;

ბ) დებულების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. ქვეკომისია, ქვეკომისიის წევრების მიერ ,,კავ-შირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ’’ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად წარმოდგენილი საექსპერტო დასკვნების მიღებიდან (ან კანონით დადგენილი 20-დღიანი ვადის გასვლიდან) 5 სამუშაო დღის ვადაში კომისიას წარუდგენს დასკვნას ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი სამშენებლო-ტექნიკური დოკუმენტაციის ლიცენზირებადი  საქმიანობის პირობებთან და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე.”.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

3. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურს (კ. ყურაშვილი) დადგენილების საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში გატარება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თავმჯდომარე      დ. ქიტოშვილი