“საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნების 2004 წლის 28 მარტს ჩასატარეაბელი ხელახალი არჩევნევბის კენჭისყრის დღისთვის ამომრჩეველთა სიებთან დაკავშიირებთ ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის თაობაზე”

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№43/2004
სარეგისტრაციო კოდი
010.090.000.13.007.006.420
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 32, 24/03/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.090.000.13.007.006.420

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო

კომისიის დადგენილება №43/2004

2004 წლის 23 მარტი

�ქ. თბილისი

საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის 2004 წლის 28 მარტს ჩასატარებელი ხელახალი არჩევნების კენჭისყრის დღისათვის ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებული ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის �საქართველოს საარჩევნო კოდექსი� 25-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

��� მუხლი 1

2004 წლის 28 მარტის არჩევნების კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ ამომრჩეველთა სიების დაზუსტება და შესწორება განხორციელდება შემდეგი წესით:

ა) ის ამომრჩეველი, რომელიც არ არის რეგისტრირებული არც ერთ სიაში, კენჭისყრის დღეს შეიტანება ამომრჩეველთა ერთიანი სიის კენჭისყრის დღის დაზუსტების რეესტრის ფორმაში (ფორმა №1-2.29.01) მხოლოდ მას შემდგომ, რაც შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გადაამოწმებს ინფორმაციას ამ ამომრჩევლის თაობაზე. კერძოდ, არის თუ არა ამომრჩეველი უკვე შეტანილი ერთიან სიაში, სპეციალურ სიაში, აგრეთვე ამ ამომრჩევლის რეგისტრაციის მისამართი ხვდება თუ არა მოცემული უბნის საზღვრებში;

ბ) შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი ამომრჩეველს რეგისტრაციაში ატარებს ამომრჩეველთა სიაში (ფორმა №1-2.29.01), მხოლოდ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანხმობის შემდეგ.

��� მუხლი 2

�კენჭისყრის დღეს შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე პასუხისმგებელია იმ ამომრჩევლის რეგისტრაციაზე, რომელიც ამ უბნის ამომრჩეველია და შეტანილი არაა ამომრჩეველთა არც ერთ სიაში.

� �მუხლი 3.

ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.

�მუხლი 4

ეს დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე ზ. ჭიაბერაშვილი

კომისიის მდივანი დ. ქიტოშვილი