“საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე არჩევნებისა და პლებისციტის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის თოაბაზე"
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.15.008.011.249
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №37/2007
2007 წლის 17 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე არჩევნებისა და პლებისციტის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე
ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის კონსტიტუციური უფლების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე არჩევნებისა და პლებისციტის კენჭისყრის დღეს მოსალოდნელი რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საქართველოს ორგანული კანონის �საქართველოს საარჩევნო კოდექსი� 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის �გ� ქვეპუნქტისა და 77-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
��� მუხლი 1.
მოსალოდნელი რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, კენჭისყრა შეიძლება ჩატარდეს 2007 წლის 28 დეკემბრიდან 2008 წლის 5 იანვრის ჩათვლით შემდეგ საარჩევნო უბნებში:
1. №28 დუშეთის საარჩევნო ოლქის:
№16 კიტოხის, №17 მაქართის, №34 შატილის, №41 ბარისახოს, №42 გუდანის.
2. №18 ახმეტის საარჩევნო ოლქის:
№14 თუშეთის.
3. №29 ყაზბეგის საარჩევნო ოლქის:
№4 ახალციხის (ჯუთა), №8 ყანობის, №9 კობის და №10 გუდაურის.
4. №46 ლენტეხის საარჩევნო ოლქის:
№16 ცანის.
5. №47 მესტიის საარჩევნო ოლქის:
№11 ადიშის, №12 იფარის, №13 კალის, №27 კიჩხულდაშის, №28 უშგულის, №30 ღეშდერის, №34 წვიმრის, №35 იელის, №39 ქვედა ველის და №40 იდლიანის.
��� მუხლი 2.
მოსალოდნელი რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, კენჭისყ�რის ჩატარების კონკრეტულ დღეს ამ დადგენილების პირველი მუხლით დადგენილ საარჩევნო უბნებსა და ვადებში, უშუალოდ განსაზღვრავენ შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიები, რის შესახებაც დაუყოვნებლივ აცნობებენ საქართ�ველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომელიც აღნიშნულ ინფორმაციას დაუყოვნებლივ აქვეყნებს მის ოფიციალურ ვებგვერდზე. ამ უბნებში კენჭისყრა ტარდება ინფორმაციის გამოქვეყნებიდან არა უადრეს 24 საათისა.
��� მუხლი 3.
საარჩევნო ყუთები ილუქება და იგზავნება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. საარჩევნო ყუთის გახსნა და ხმების დათვლის პროცედურები განხორციელდეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, არა უადრეს 2008 წლის 5 იანვრის 20 საათისა.
��� მუხლი 4.
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართ�ლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის № 1ა) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.
��� მუხლი 5.
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე �� �ლ. თარხნიშვილი
კომისიის მდივანი� ��� გ. მჭედლიძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა “საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე არჩევნებისა და პლებისციტის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის თოაბაზე"?
- დიახ, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება “საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე არჩევნებისა და პლებისციტის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის თოაბაზე" ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 17.12.2007.
- როდის იქნა მიღებული “საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე არჩევნებისა და პლებისციტის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის თოაბაზე"?
- “საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე არჩევნებისა და პლებისციტის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის თოაბაზე" მიღებულია 17.12.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია. დოკუმენტის ნომერი — №37/2007. სარეგისტრაციო კოდი — 010.220.020.15.008.011.249.
- სად არის “საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე არჩევნებისა და პლებისციტის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის თოაბაზე"-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.12.2007 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება “საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე არჩევნებისა და პლებისციტის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის თოაბაზე", №37/2007, 17.12.2007, სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.15.008.011.249 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/74908/