“საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის 2004 წლის 28 მარტს ჩასატარებელი ხელახალ არჩევნებთან დაკავშჰირებული ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის თაობაზე”

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№36/2004
სარეგისტრაციო კოდი
010.090.000.13.007.006.407
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 28, 17/03/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.090.000.13.007.006.407

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო

�კომისიის დადგენილება №36/2004

2004 წლის 11 მარტი

�ქ. თბილისი

საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის 2004 წლის 28 მარტს ჩასატარებელ ხელახალ არჩევნებთან დაკავშირებული ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის �საქართველოს საარჩევნო კოდექსი� 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

��� მუხლი 1

საარჩევნო ბიულეტენები ას-ას ცალად იკინძება ბლოკნოტის სახით.

��� მუხლი 2

ამომრჩეველს, რომელმაც არ გაიარა მარკირების პროცედურა უფლება არა აქვს მიიღოს კენჭისყრაში მონაწილეობა. მის სპეციალურ კონვერტს და ბიულეტენს/ბიულეტენებს ამომრჩევლის თანდასწრებით ჩამოეჭრება კუთხე, წაეწერება �გაფუჭებულია�, ხელს მოაწერს კომისიის თავმჯდომარე და ცალკე შეინახება.�.

��� მუხლი 3

ა) კენჭისყრის დღის 9 საათიდან საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გადასატანი საარჩევნო ყუთის თანმხლებ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს/წევრებს მიუთითებს ამომრჩეველთა ადგილსამყოფლის მიხედვით კენჭისყრის ჩატარებას და გადასცემს გადასატანი საარჩევნო ყუთის სიას, ასევე ორი ხელმოწერითა და კომისიის ბედჭით დამოწმებულ შესაბამისი რაოდენობის საარჩევნო ბიულეტენებს და კომისიის ბეჭდით დამოწმებულ სპეციალურ კონვერტებს;

ბ) ამომრჩეველთა ადგილსამყოფლის მიხედვით კენჭისყრის გასამართავად გამოიყენება ერთი გადასატანი გამჭვირვალე ყუთი. კომისიის მდივანი ვალდებულია ჩანაწერთა წიგნში აღნიშნოს, რამდენი სპეციალური კონვერტი და საარჩევნო ბიულეტენი გადაეცა გადასატანი საარჩევნო ყუთის თანმხლებ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს/წევრებს და რომელ საათზე გავიდა გადასატანი საარჩევნო ყუთი კენჭისყრის შენობიდან. არჩევნების დასრულების შემდეგ გადასატან საარჩევნო ყუთში არსებული და გამოუყენებელი საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა დაჯამდება შედარების მიზნით. აღნიშნული პროცედურის განხორციელების შემდეგ დარჩენილ გამოუყენებელ საარჩევნო ბიულეტენებს ჩამოეჭრება კუთხე, წაეწერება �გაფუჭებულია�, ხელს მოაწერს კომისიის თავმჯდომარე და ცალკე შეინახება.

��� მუხლი 4

ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7) მისი გამოქვეყნებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.

��� მუხლი 5

ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე ზ. ჭიაბერაშვილი

კომისიის მდივანი დ. ქიტოშვილი