"გორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის" წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
24.09.2010 ბოლო ცვლილება 14.02.2014
გამომცემი ორგანო
ნომერი
№38
სარეგისტრაციო კოდი
010340000.35.148.016004
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 35, 08/10/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულ ო ს

დადგენილება №38

2010 წლის 24 სექტემბერი

ქ . გორი

      „გორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის’’ წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ც’’ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად,

1. შემოღებულ იქნეს ,,გორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის’’ წოდება.

2. დამტკიცდეს „გორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის’’ წოდების მინიჭების წესი (დანართი №1).

3. ამ დადგენილების ძალაში შესვლის დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 28 მარტის №105 დადგენილება „გორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის’’ წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ.’’

4. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე ზ. ხმალაძე

დანართი №1

„გორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის’’ წოდების მინიჭების წესი

1. ქართული სახელმწიფოს მშენებლობის განსაკუთრებული პირადი წვლილის აღსანიშნავად დაწესებულია „გორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის’’ წოდება.

2. ,,გორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის’’ წოდებას ანიჭებს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის და საზოგადოებრივი ორგანოების წარდგინებით, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ შექმნილი კომისიის დასკვნის საფუძველზე.

3. „გორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის’’ წოდება ენიჭებათ:

ა) გორის მუნიციპალიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისათვის:

ბ) ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში ხანგრძლივი და უმწიკვლო სამსახურისას და მაღალი პროფესიული ოსტატობისათვის;

გ) უცხო სახელმწიფოთა მოქალაქეებს განსაკუთრებული დამსახურებისათვის საქართველოსა და გორის მუნიციპალიტეტის წინაშე, გორის მუნიციპალიტეტთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის.

4. გორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქეებს ეძლევათ „გორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის’’ წოდების მოწმობა და ატრიბუტიკა.

5. გორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის გვარი შეტანილი იქნება „გორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის’’ წოდების წიგნში.

6. „გორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის’’ წოდება ენიჭებათ მხოლოდ კონკრეტული დამსახურებისათვის, დაუშვებელია „გორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის’’ წოდების მინიჭება მხოლოდ ნამსახურევი წლებისა და საიუბილეო თარიღის გამო.

7. „გორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის’’ წოდებას და შესაბამის ატრიბუტიკას საზეიმო ვითარებაში გადასცემს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ან მისგან უფლებამოსილი პირი.

8. „გორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქეობის’’ ჩამორთმევა შეუძლია გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს მის მიერ შექმნილი კომისიის დასკვნის საფუძველზე „გორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის’’ მიერ უღირსი საქციელის ჩადენის, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლის ან საკუთარი ინიციატივით.