,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის 2009 წლის 27 მაისის N01-06/33 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის
ბრძანება №82
2010 წლის 20 სექტემბერი
ქ. ბათუმი
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის 2009 წლის 27 მაისის№01-06/33 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის 2009 წლის 27 მაისის№01-06/33 ბრძანებ ასა და ამ ბრძანებით დამტკიცებულ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის, „საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის№46 ბრძანებულების, „საჯარო მოხელეთა ატესტაციის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №47 ბრძანებულებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად:“;
ბ) დებულების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. გამოყენების სფერო
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში– სამინისტრო) საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის (შემდგომში – კომისია) დებულება შემუშავებულია„საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის, „საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის№46 ბრძანებულებისა და„საჯარო მოხელეთა ატესტაციის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის5 თებერვლის№47 ბრძანებულების შესაბამისად და განსაზღვრავს კომისიის საქმიანობის წესს.”;
გ) დებულებიდან ამოღებული იქნეს მე-2 მუხლის„ბ.გ” ქვეპუნქტი;
დ) დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედქციით:
„1. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა სამინისტროში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სახელზე;
ბ) ავტობიოგრაფია ანCurriculum Vitae (CV);
ე) განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის მოწმობა.”;
ე) დებულებიდან ამოღებული იქნესV თავი.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ე.ძირკვაძე