"აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 22 ივნისის #1/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№3/ნ
სარეგისტრაციო კოდი
010320000.33.058.016001
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 132, 13/10/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №3/ნ

2010 წლის 7 ოქტომბერი

ქ. ბათუმი

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 22 ივნისის №1/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის       22 ივნისის №1/ნ ბრძანებასა და ამ ბრძანებით დამტკიცებულ „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულებაში” (გაზეთი „აჭარა”, 2009 წლის 2-3 ივლისი, №74(23-139) გვ. 7-7) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის, „საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის            5 თებერვლის №46 ბრძანებულების, „საჯარო მოხელეთა ატესტაციის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №47 ბრძანებულებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად:“;

ბ) დებულების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

            „მუხლი 1. გამოყენების სფერო

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის (შემდგომში – კომისია) დებულება შემუშავებულია „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის, „საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №46 ბრძანებულების, „საჯარო მოხელეთა ატესტაციის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №47 ბრძანებულების შესაბამისად და განსაზღვრავს კომისიის საქმიანობის წესს.”;

გ) დებულებიდან ამოღებული იქნეს მე-2 მუხლის „ბ” პუნქტის „ბ.გ” ქვეპუნქტი;

დ) დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა სამინისტროში უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სახელზე;

ბ) ავტობიოგრაფია ან Curriculum Vitae (CV);

გ) განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის მოწმობა.”;

ე) დებულებიდან ამოღებული იქნეს V თავი.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

                                                                                                              ლ. ანთაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 22 ივნისის #1/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
დიახ, ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 22 ივნისის #1/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 07.10.2010.
როდის იქნა მიღებული "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 22 ივნისის #1/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
"აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 22 ივნისის #1/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 07.10.2010. მიმღები ორგანო — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №3/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 010320000.33.058.016001.
სად არის "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 22 ივნისის #1/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.10.2010 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 22 ივნისის #1/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №3/ნ, 07.10.2010, სარეგისტრაციო კოდი 010320000.33.058.016001 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.10.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1042811/