საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმის შექმნის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
15.02.2008 ძალადაკარგული 11.07.2016
გამომცემი ორგანო
ნომერი
№85
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.08.002.004
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 25, 19/02/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №85

2008 წლის 15 თებერვალი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმის შექმნის შესახებ

1. ალ. ყაზბეგის სახელობის სტეფანწმინდის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრის მიზნით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ალ. ყაზბეგის სახელობის სტეფანწმინდის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ბაზაზე შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმი (შემდეგში – მუზეუმი).

2. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ (ნ. ვაჩეიშვილი):

ა) განახორციელოს მუზეუმის სახელმწიფო კონტროლი;

ბ) უზრუნველყოს მუზეუმის დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა.

3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ე. შარაშიძე) უზრუნველყოს მუზეუმისათვის შესაბამისი ქონების კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა.

4. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი