საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე მაჩაბლის სახლ-მუზეუმის შექმნის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №87
2008 წლის 15 თებერვალი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე მაჩაბლის სახლ-მუზეუმის შექმნის შესახებ
1. ივანე მაჩაბლის სახლ-მუზეუმის სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრის მიზნით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ივანე მაჩაბლის სახლ-მუზეუმის ბაზაზე შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე მაჩაბლის სახლ-მუზეუმი (შემდეგში – მუზეუმი).
2. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ (ნ. ვაჩეიშვილი):
ა) განახორციელოს მუზეუმის სახელმწიფო კონტროლი;
ბ) უზრუნველყოს მუზეუმის დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა.
3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ე. შარაშიძე) უზრუნველყოს მუზეუმისათვის შესაბამისი ქონების კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა.
4. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი