„საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
27.09.2010 ძალადაკარგული 15.06.2011
ნომერი
№44
სარეგისტრაციო კოდი
010240030.22.023.016005
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 124, 28/09/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების

მინისტრის ბრძანება №44

2010 წ ლის 27 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

„სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესახებ” საქართველოს კანონის32-ე მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 61-ე მუხლისა და „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად,ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულება”.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 15 ივნისის №138 ბრძანება.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ხაჩიძე

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის

დებულება

    მუხლი 1. რეგულირების სფერო

წინამდებარე დებულება განსაზღვრავს და აწესრიგებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურული ქვედანაყოფის – შიდა აუდიტის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებს, დამოუკიდებლობას და ანგარიშვალდებულებას, ძირითად მიზნებს და ამოცანებს, ფუნქციებს და უფლება-მოვალეობებს, სამინისტროს სისტემაში შიდა აუდიტისა და ინსპექტირების განხორციელების ძირითად პრინციპებს, სტრუქტურას და დეპარტამენტის მოსამსახურეების (დეპარტამენტში დასაქმებული საჯარო მოსამსახურეები)ფუნქცია-მოვალეობებს.

    მუხლი 2. დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები

დეპარტამენტი საქმიანობას წარმართავს სამინისტროს დებულების და წინამდებარე დებულებების შესაბამისად და ხელმძღვანელობს საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. იცავს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით აღიარებულ ძირითად პრინციპებს და საქმიანობას წარმართავს კანონიერების, ობიექტური მიუკერძოებლობის, სამართლიანობის, ჰუმანიზმის და გამჭვირვალობის პრინციპებით.

    მუხლი 3. დეპარტამენტის დამოუკიდებლობა და ანგარიშვალდებულება

1. დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს სისტემაში „სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უწყებრივი შიდა აუდიტის განმახორციელებელ ერთადერთ სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც თავის საქმიანობაში არის დამოუკიდებელი და ემორჩილება მხოლოდ კანონს.

2. დეპარტამენტი დამოუკიდებელია აუდიტის დაგეგმვის, განხორციელების, ანგარიშგების პროცესში და მის მოსამსახურეებს არ შეიძლება დაევალოთ რაიმე სხვა საკითხის შესრულება, გარდა საქართველოს კანონით "სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესახებ" გათვალისწინებული საქმიანობისა.

3. დეპარტამენტი საქმიანობას წარმართავს სსიპ სახელმწიფო შიდა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან კოორდინაციით და ანგარიშვალდებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი)წინაშე.

4. სამინისტროს სისტემაში დასაქმებული ნებისმიერი რანგის მოსამსახურეებიდან არავის აქვს უფლება რაიმე სახით ჩაერიოს დეპარტამენტის საქმიანობაში.

5. დეპარტამენტის ყოველდღიური საქმიანობის კოორდინაციას და სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს მხოლოდ მინისტრი.

    მუხლი 4. დეპარტამენტის ძირითადი მიზნები და ამოცანები

დეპარტამენტის ძირითადი მიზნები და ამოცანებია:

ა)სამინისტროს ფუნქციონირების და მართვის პროცედურების, მენეჯმენტის ეფექტურობის ამაღლების ხელშეწყობა;

ბ) ფინანსური სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების, ქონებრივი ღირებულების არამატერიალური სიკეთეების, ხარჯვის, გამოყენების, მართვის და დაცვის კანონიერების, მიზნობრიობის, მიზანშეწონილობის, ეკონომიურობის და შედეგობრიობის, ასევე ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშების შემოწმება-შესწავლის და ანალიზის მეშვეობით არსებული რისკ-ფაქტორების გამოვლენა-შეფასება და მათი მართვის მიზნით შესაბამისი სტრატეგიის და რეკომენდაციების შემუშავება, რომელთა შესრულება ხელს შეუწყობს სამინისტროს დასახული მიზნების შესრულებაში;

გ) სამინისტროს თანამშრომელთა მხრიდან შრომის დისციპლინის, მოქმედი კანონმდებლობის დაცვის, სამინისტროს მიზნების შესრულების ეფექტურობის ამაღლების ხელშეწყობა;

დ)დისციპლინური გადაცდომების ჩადენის ფაქტებთან დაკავშირებით, კანონშესაბამისი რეაგირება და ასეთი გადაცდომების თავიდან აცილების მიზნით მიმართული მუშაობის ხელშეწყობა;

ე)კომპეტენციის ფარგლებში, სხვა საქმიანობები და მიზნები, რომლებიც გამომდინარეობს „სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესახებ“ საქართველოს კანონიდან, სამინისტროს საქმიანობის სპეციფიკიდან და არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.

    მუხლი 5. დეპარტამენტის ფუნქციები და კომპეტენცია

დეპარტამენტის ფუნქციები და კომპეტენცი ებია:

ა)სამინისტროს წინაშე არსებული რისკების დადგენა და მართვა, მენეჯმენტის ეფექტურობის შეფასება, მართვის და კონტროლის მექანიზმების სამინისტროს მიზნებთან თანხვედრის, ადე კ ვატურობის ანალიზი და მათი ეფექტურობის ამაღლების მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;

ბ)კონტროლის განხორციელება სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა და დაწესებულებათა მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვასა და შესრულებაზე. მოსამსახურეთა და დაწესებულებების საქმიანობაში მოსალოდნელი დარღვევების ან/და ხარვეზების რისკ-ფაქტორების გამოვლენა, ანალიზი და მათი პრევენციის მიზნით მიმართული მუშაობა;

გ) სამინისტროს სისტემის დაწესებულებების ასიგნებებში ასახული სახსრების განაწილებისა და ხარჯვის კანონიერების, მიზნობრივი განკარგვის, მატერიალურ ფასეულობათა და სხვა საშუალებათა რაციონალური გამოყენების უზრუნველყოფის მონიტორინგი, შეფასება, შესაძლო დარღვევებისა და ხარვეზების რისკების დადგენა;

დ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებზე ან საქმიანობაში არსებულ ხარვეზებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, კანონშესაბამისი რეაგირება და დარღვევების და ხარვეზების ხელშემწყობი მიზეზების დადგენა. მომავალში მათი თავიდან აცილების და აღმოფხვრის მიზნით, მინისტრისთვის შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდება;

ე) სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი დაწესებულებების მიერ განხორციელებული ფინანსური მართვის, აღრიცხვიანობის და კონტროლის სისტემების ადე კ ვატურობის და ეფექტურობის შეფასება;

ვ) საბიუჯეტო სახსრების გამოყენების, ვალდებულებების აღების, შესყიდვების პროცედურის განხორციელების, ხელშეკრულებების გაფორმების, გადახდების განხორციელების შესახებ კომპეტენციის ფარგლებში მინისტრის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე, აღნიშნული საკითხების წინასწარი მონიტორინგი და შეფასება;

ზ) სამინისტროს და მისი სისტემის ფუნქციონირების და მართვის პროცედურების მწარმოებლობის, ეფექტურობის, ეფექტიანობის და ეკონომიურობის შეფასება-ანალიზი და მათი ამაღლების მიზნით, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;

თ) სამინისტროს საქმიანობის პროცესში არსებული ან მოსალოდნელი საფრთხეების, ხარვეზების, რისკების შესახებ წერილობითი მოსაზრებების განხილვა;

ი) სათანადო რეკომენდაციების მომზადების მეშვეობით სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი ეთიკის ნორმების შესრულების პროცესის სტიმულირება;

კ) სამინისტროს საქმიანობის საჯაროობის და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით მიმართული მუშაობა. საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმების ჩამოყალიბების ხელშეწყობა. კანონის დაცვის სფეროში საზოგადოების მხარდაჭერის მოსაპოვებლად მიმართული საქმიანობა;

ლ) მოქალაქეთა მხრიდან სხვადასხვა სახის აქტუალური ინფორმაციის მიღების მიზნით სპეციალურად გამოყოფილი სატელეფონო ნომრის ე.წ. „ცხელი ხაზის“ ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

მ) დეპარტამენტის მიერ შემუშავებული და გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის მონიტორინგი და კონტროლი;

ნ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, შიდა აუდიტის და ინსპექტირების სფეროსთან დაკავშირებული სხვა ფუნქციების განხორციელება "სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად;

ო) სახელმწიფო ფინანსების კონტროლის სფეროში დეპარტამენტი თანამშრომლობს კონტროლის პალატას თ ან და ამ მიზნით თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს „საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული აუდიტის ობიექტებთან კონტროლის პალატის ურთიერთობის კოორდინაციას და კონტროლის პალატის მოთხოვნით შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას.

    მუხლი 6. დეპარტამენტის და მასში დასაქმებულ მოსამსახურეთა უფლებები

დებულებით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულების უზრუნველსაყოფად დეპარტამენტს და მასში დასაქმებულ მოსამსახურე ებ ს მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში უფლება აქვს:

ა) მოახდინოს საბიუჯეტო სახსრების გამოყენების, ვალდებულებების აღების, შესყიდვების პროცედურის განხორციელების, ხელშეკრულებების გაფორმების, გადახდების განხორციელების წინასწარი მონიტორინგი და შეფასება, აღნიშნული პროცესების განხორციელების შესახებ კომპეტენციის ფარგლებში მინისტრის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე;

ბ) სამინისტროში და სამინისტროს სისტემის ორგანიზაციებში ჩაატაროს გეგმური ან არაგეგმიური თემატური, შესაბამისობის, ოპერაციული, ეფექტიანობის, ფინანსური ან კამერალური აუდიტი, რომელთა მეშვეობით შესაძლებელი იქნება გაირკვეს, თუ რამდენად შეესაბამება აუდიტს დაქვემდებარებული დაწესებულების ფაქტ ობრივი საქმიანობა დაგეგმილ მიზნებსა და ამოცანებს, რამდენად კანონიერად, მიზნობრივად და ეფექტურად ხდება დაფინანსების გამოყენება, რამდენად სრულყოფილად არის ორგანიზაციაში დანერგილი მართვის და კონტროლის მექანიზმები, რამდენად დაცულია ორგანიზაციაში არსებული სამსახურებრივი ინფორმაცია და სხვა;

გ) განახორციელოს სამინისტროს სისტემაში დისციპლინის და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი. სამსახურებრივი შემოწმების მეშვეობით გამოავლინოს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მხრიდან მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების და კანონიერი ინტერესების შელახვის, დისციპლინური გადაცდომის ფაქტები და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებები, მათი შესაძლებლობის რისკები. აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით მიიღოს, განიხილოს, შეისწავლოს შემოსული წერილები, შეტყობინებები, განცხადებები ან სხვა სახის ინფორმაცია და მოსაზრებები. მოახდინოს შემდგომი კანონშესაბამისი რეაგირება და რისკების მართვა;

დ) კონკრეტული მოსამსახურის მხრიდან ჩადენილი დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მინისტრის, ან ნომენკლატურული დაქვემდებარების გათვალისწინებით, შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის წინაშე დააყენოს საკითხი ასეთი თანამშრომლის მიმართ დისციპლინური სახის ღონისძიებების გამოყენების შესახებ და გასცეს რეკომენდაცია მომავალში მსგავსი დარღვევების თავიდან აცილების უზრუნველყოფის მიზნით;

ე) მიმდინარე აუდიტის, სამსახურებრივი შემოწმების ან საკითხის შესწავლა-ანალიზის პროცესში სამინისტროს სისტემის ნებისმიერი დაწესებულებიდან შიდა აუდიტის პროგრამის წარდგენის შემთხვევაში შეუზღუდავად მოითხოვოს საჭირო დოკუმენტური თუ სხვა სახის ინფორმაცია, ამასთან,გასაუბრებაზე გამოიძახოს სამინისტროს სისტემის ნებისმიერი რანგის მოსამსახურე შესაბამისი ინფორმაციის ან ახსნა-განმარტების მიღების მიზნით;

ვ) დეპარტამენტის მოსამსახურეთა მოთხოვნის შემთხვევაში, სამინისტროს სისტემის ნებისმიერი რანგის მოსამსახურე ვალდებულია გამოცხადდეს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში მისცეს სათანადო ახსნა-განმარტება ან წარმოადგინოს შესაბამისი საჭირო ინფორმაცია და დახმარება გაუწიოს დეპარტამენტის მოსამსახურეებს შიდა აუდიტის, სამსახურებრივი შემოწმების ან რისკების მართვის პროცესში;

ზ) შიდა აუდიტის, სამსახურებრივი შემოწმების ჩატარებამდე ან მათი მიმდინარეობის პროცესში, საჭიროების შემთხვევაში,მოითხოვოს სამინისტროს სისტემაში მომუშავე ან სხვა სპეციალისტების მოწვევა შესაბამისი კონსულტაციის და დახმარების მიღების მიზნით;

თ) შიდა აუდიტს ან სამსახურებრივ შემოწმებას დაქვემდებარებულ დაწესებულებას, მოსამსახურეს ან მოქალაქეს მოსთხოვოს დოკუმენტაციის, განცხადების წერილების თარგმნა და მისი სახელმწიფო ენაზე წარდგენა;

ი) მინისტრთან შეთანხმებით, ითანამშრომლოს სახელმწიფო, სამთავრობო, მმართველობის, ადგილობრივი თვითმმართველობის, სამართალდამცავ ორგანოებთან, საზოგადოების წარმომადგენლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან და სხვა;

კ) მინისტრს წარუდგინოს წინადადებები საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების და სხვა სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავების შესახებ;

ლ) დაგეგმოს პროექტები, რომლებიც დაეხმარება სამინისტროს პოლიტიკის ეფექტურ რეალიზაციაში;

მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, განახორციელოს შიდა აუდიტის სფეროსთან დაკავშირებული სხვა ფუნქციები „სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად.

    მუხლი 7. დეპარტამენტის და მასში დასაქმებულ მოსამსახურეთა ვალდებულებები

დეპარტამენტი და მასში დასაქმებული მოსამსახურე ები მათთვის მინიჭებული კომპეტენციის შესაბამისად ვალდებულ ნი არიან:

ა) განუხრელად დაიცვას წინამდებარე დებულების მოთხოვნები, დაიცვას აუდიტის სტანდარტები, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი, საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობა და სსიპ სახელმწიფო შიდა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული შიდა აუდიტის განხორციელების მეთოდოლოგია;

ბ) შიდა აუდიტის დაწყებამდე, აუდიტს დაქვემდებარებულ დაწესებულებას წარუდგინოს აუდიტის ჩატარების შესახებ შიდა აუდიტორული დავალება, პროგრამა და უფლება-მოვალეობათა ნუსხა, ხოლო რომელიმე მოსამსახურის დისციპლინურ გადაცდომასთან დაკავშირებით სამსახურებრივი შემოწმების ჩატარების შემთხვევაში შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელს შემოწმების მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე წარუდგინოს აღნიშნული შემოწმების მინისტრთან შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტი (მოხსენებითი ბარათი, სარეზოლუციო ფურცელი და სხვ.), გარდა იმ შემთხვევისა, როცა შესაძლო დისციპლინური გადაცდომა ჩადენილია თავად დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ. ასეთ შემთხვევაში მოხდება დარგის შესაბამისი კურატორი მინისტრის მოადგილის ინფორმირება;

გ) შეადგინოს და შესაბამისი რეაგირების მიზნით მინისტრს წარუდგინოს შიდა აუდიტორული დასკვნა ჩატარებული აუდიტის შედეგების შესახებ. დასკვნის ასლი ასევე შესაბამისი რეაგირების მიზნით გადაუგზავნოს აუდიტს დაქვემდებარებული დაწესებულების ხელმძღვანელობას;

დ) დაიცვას შიდა აუდიტს დაქვემდებარებული დაწესებულების სახელმწიფო, სამსახურებრივი, კომერციული და პირადი საიდუმლოება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ გაამჟღავნოს ის ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა თავისი საქმიანობის განხორციელებისას ან მასთან დაკავშირებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს გამომდინარეობს შემოწმების მიზნებიდან, ან/და გათვალისწინებულია მოქმედი კანონმდებლობით;

ე) შიდა აუდიტორული დასკვნის ან შესაბამისი ამსახველი მოხსენებითი ბარათის შედგენამდე არ გახადოს საჯარო სამსახურებრივი შემოწმების შედეგები.

    მუხლი 8. დეპარტამენტის სტრუქტურა და შემადგენლობა

1. დეპარტამენტის სტრუქტურაში შედი ს შემდეგი სტრუქტურული ერთეულები:

ა) შიდა კონტროლის სამმართველო;

ბ) ინსპექტირების სამმართველო.

2.დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების შემადგენლობაში არ შედიან დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი (თანაშემწე) და „ცხელი ხაზის“ ოპერატორი (მთავარი სპეციალ ისტი), რომლებიც უშუალოდ ექვემდებარებიან დეპარტამენტის უფროსს და ანგარიშვალდებულნი არიან მის წინაშე.

    მუხლი 9. შიდა კონტროლის სამმართველოს ფუნქციები და კომპეტენცია

1.შიდა კონტროლის სამმართველოს ძირითად კომპეტენციას განეკუთვნება წინამდებარე დებულების მე-5 მუხლის „ა)“, „გ)“, „ე)“, „ვ)“, „ზ)“, „თ)“ და „ი)“ ქვე პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულება.

2.შიდა კონტროლის სამმართველო, „სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს შიდა აუდიტის სფეროსთან დაკავშირებულ სხვა ფუნქციებს.

    მუხლი 10. ინსპექტირების სამმართველოს ფუნქციები და კომპეტენცია

1.ინსპექტირების სამმართველოს ძირითად კომპეტენციას განეკუთვნება წინამდებარე დებულების მე-5 მუხლის „ბ)“, „დ)“ და „მ)“ ქვე პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულება.

2.ინსპექტირების სამმართველო, „სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს ინსპექტირების სფეროსთან დაკავშირებულ სხვა ფუნქციებ ს.

    მუხლი 11. დეპარტამენტის უფროსის უფლება-მოვალეობები

დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. დეპარტამენტის უფროსი:

ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელობს, წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას და რწმუნების გარეშე წარმოადგენს დეპარტამენტს მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას;

ბ) უშუალოდ ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე, თანამშრომლობს სსიპ– სახელმწიფო შიდა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან და მისი მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგენს შესაბამის დოკუმენტაციას. ასრულებს სსიპ– სახელმწიფო შიდა კონტროლის ეროვნულ ი ცენტრის მოთხოვნებს დეპარტამენტის საქმიანობის ხარისხის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით;

გ)ახორციელებს სამინისტროს ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის, ასევე სტრუქტურასა და ფუნქციებში განხორციელებული ცვლილებების შეფასებას;

დ)პასუხისმგებელია დეპარტამენტის შიდა აუდიტორებით უზრუნველყოფაზე, მათი თანამდებობებზე დანიშვნის და მათი თანამდებობებიდან გათავისუფლების ჩათვლით;

ე)უზრუნველყოფს რისკების ანალიზის, შიდა აუდიტის გეგმების, აუდიტის ყველა ანგარიშის და ყველა იმ სხვა საქმიანობის შესახებ ინფორმაციის დეპარტამენტში აკუმულირებას, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს კანონით „სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესახებ“;

ვ)დეპარტამენტის მოსამსახურეთა შორის ანაწილებს მოვალეობებს, აძლევს მათ კონკრეტულ მითითებებსა და დავალებებს და ზედამხედველობს მათ მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას. ახორციელებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა მიერ სამინისტროს შინაგანაწესით და წინამდებარე დებულებით განსაზღვრული უფლება-მოვალეობების შესრულების კონტროლს;

ზ)დადგენილი წესით იხილავს დეპარტამენტში შემოსულ კორესპონდენციას და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს;

თ)უფლებამოსილია ხელი მოაწეროს ან ვიზირება გაუკეთოს დეპარტამენტში ან მის სამმართველოებში მომზადებულ დოკუმენტებს, ასევე სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების მიერ შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტებს და სხვა დოკუმენტებს, გარდა კანონით „სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესახებ“ გათვალისწინებული შეზღუდვის შემთხვევებისა;

ი)მინისტრს შესათანხმებლად წარუდგენს შიდა აუდიტორული დავალების პროექტს და თითოეული დავალების შესასრულებლად განსაზღვრავს ჩასატარებელი აუდიტის სახეს, მოქმედების სფეროს, განხორციელების სიხშირეს, შიდა აუდიტში/ინსპექტირებასა და სამსახურებრივ შემოწმებაში მონაწილე სპეციალისტების ოდენობას. შიდა აუდიტორული დავალების საფუძველზე ამტკიცებს შიდა აუდიტის პროგრამას;

კ)მინისტრს წარუდგენს შიდა აუდიტორულ დასკვნას ან მოხსენებით ბარათს ჩატარებული შიდა აუდიტის ან სამსახურებრივი შემოწმების შედეგების შესახებ, ასევე წინადადებებს შესაძლო ცალკეული საკითხების მოწესრიგების და გადაწყვეტის მიზნით და თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია დეპარტამენტში მომზადებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე;

ლ)ყოველი მომდევნო წლის პირველ თებერვლამდე მინისტრს და სსიპ– სახელმწიფო შიდა კონტროლის ეროვნულ ცენტრს შესათანხმებლად წარუდგენს შიდა აუდიტის საქმიანობის სტრატეგიულ, წლიურ გეგმებს და ახორციელებს მონიტორინგს მათ შესრულებაზე;

მ)ახორციელებს მონიტორინგს დეპარტამენტში შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის და შესაბამისი მეთოდური სიახლეების დანერგვაზე;

ნ)მინისტრს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურული მოწყობის, საშტატო ერთეულების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოსამსახურეთა წახალისების ან მათზე დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ო)მინისტრთან შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობების და ინვენტარის გამოყოფაზე, რომელიც საჭიროა დეპარტამენტის და მასში შემავალი სამმართველოების ნორმალური ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად და დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად;

პ)მინისტრთან შუამდგომლობს დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების და გადამზადების თაობაზე;

ჟ)წელიწადში ერთხელ (წლის ბოლოს) წარუდგენს მინისტრს და სსიპ– სახელმწიფო შიდა კონტროლის ეროვნულ ცენტრს წლიურ ანგარიშ ს გაწეული საქმიანობის და მიღწეული შედეგების შესახებ;

რ)ყოველი კვირის დასაწყისში მართავს სამსახურებრივ თათბირს, რომელსაც ესწრება დეპარტამენტის ყველა მოსამსახურე, სადაც როგორც სამმართველოს უფროსებისგან, ისე უშუალოდ მოსამსახურეებისგან ისმენს მიმდინარე და გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს;

ს)უზრუნველყოფს დეპარტამენტის საქმიანობის კანონიერების, კონფიდენციალობის დაცვას;

ტ)ასრულებს მინისტრის ცალკეულ დავალებებს;

უ)მინისტრს წარუდგენს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტს დეპარტამენტის ატრიბუტიკის ფორმებ ის დასამტკიცებლად;

ფ)შესაბამისი კანონიერი, ობიექტური და არგუმენტირებული მიზეზების არსებობის შემთხვევაში უფლება აქვს წინადადებით შევიდეს მინისტრთან მიმდინარე შიდა აუდიტის ან სამსახურებრივი შემოწმების შეწყვეტის შესახებ;

ქ)ყოველკვარტალურად აწარმოებს დასახული პრიორიტეტების ფარგლებში განხორციელებული ქმედებების ანგარიშგება ს და წარუდგ ენს სსიპ– სახელმწიფო შიდა კონტროლის ეროვნულ ცენტრს;

ღ) სამსახურებრივი შემოწმების შედეგად, დანაშაულის ნიშნების შემცველი ქმედების გამოვლენის შემთხვევაში, მინისტრთან შეთანხმებით, აგზავნის მასალებს შესაბამის ორგანოში;

ყ)ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებით და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

    მუხლი 12. სამმართველოს უფროსის უფლება-მოვალეობები

1.სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც,დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით,თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2.სამმართველოს უფროსი უშუალოდ ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე.

3.შესაბამისი სამმართველოს უფროსი მისთვის მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში წარმართავს სამმართველოს საქმიანობას, წინამდებარე დებულების მე-9 ან მე-10 მუხლებით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით.

4.სამმართველოს უფროსი მოსამსახურეთა შორის ანაწილებს სამმართველოში შესულ მასალებს და შესაბამისი რეზოლუციით აძლევს მათ კონკრეტულ დავალებას.

5.სამმართველოს უფროსი უშუალოდ ამზადებს გადაწყვეტილებას მასზე დაწერილ (რეზოლირებულ) დოკუმენტაციაზე ან ავალებს მის მომზადებას სამმართველოს მოსამსახურეებს.

6.სამმართველოს უფროსი ახორციელებს ზედამხედველობას და პასუხისმგებელია მოსამსახურეთა მიერ შრომის დისციპლინის დაცვაზე, მიცემული დავალების შესრულებაზე და პერმანენტულად აკონტროლებს დავალების შესრულების მიმდინარეობას.

7. სამმართველოს უფროსი ყოველი დღის ბოლოს აჯამებს მოსამსახურეთა მიერ გაწეული საქმიანობის შედეგებს და გეგმავს შემდგომი დღის შესასრულებელ სამუშაოს.

8.სამმართველოს უფროსი ყოველკვირეულად წარუდგენს დეპარტამენტის უფროსს ანგარიშს სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ.

9.სამმართველოს უფროსი ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტაციას.

10.სამმართველოს უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია სამმართველოში მომზადებული გადაწყვეტილების კანონიერებაზე.

11.სამმართველოს უფროსი ასრულებს დეპარტამენტის უფროსის სხვა ცალკეულ კანონშესაბამის მოთხოვნებს და დავალებებს.

12.სამმართველოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს სამმართველოს მთავარი სპეციალისტი.

    მუხლი 13. სამმართველოს მოსამსახურეები

1. სამმართველოს მოსამსახურე ს დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2.სამმართველოს მოსამსახურეები ასრულებენ წინამდებარე დებულების მე-9 და მე-10 მუხლებით გათვალისწინებულ საქმიანობას, შესაბამისი სამმართველოს კომპეტენციის გათვალისწინებით.

3.სამმართველოს მოსამსახურე ვალდებულია დაიცვას წინამდებარე დებულების პირობები, აუდიტის სტანდარტები, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი, შიდა აუდიტის მარეგულირებელი კანონმდებლობა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო შიდა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული შიდა აუდიტის განხორციელების მეთოდოლოგია.

4.სამმართველოს მოსამსახურე ვალდებულია ყოველი სამუშაო დღის დასრულებისას შესაბამისი სამმართველოს უფროსს მიაწოდო ს სრული და ამომწურავი ინფორმაცია მიმდინარე საქმიანობის მდგომარეობის შესახებ.

5.სამმართველოს მოსამსახურე დავალებული საკითხის დასრულებისთანავე, შესაბამის სამმართველოს უფროსთან ერთად აწყობ ს შედეგების წინასწარ განხილვას, რის შემდგომ ადგენ ს აუდიტორულ დასკვნას ან მოხსენებით ბარათს აუდიტის ან სამსახურებრივი შემოწმების შედეგების შესახებ, რომელსაც დასრულებული სახით, განხილვისა და ვიზირების მიზნით წარუდგენ ს სამმართველოს უფროსს.

6.სამმართველოს მოსამსახურე პასუხისმგებელი ა მის მიერ შედგენილ დასკვნასა და მოხსენებით ბარათში არსებული მონაცემების სიზუსტე-უტყუარობაზე და მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებაზე.

7.სამმართველოს მოსამსახურე სამმართველოს უფროსს ყოველი კვირის ბოლოს წარუდგენ ს ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ.

8.სამმართველოს მოსამსახურე ასრულებ ს სამმართველოს უფროსის სხვა კანონშესაბამის მითითებებს და დავალებებს.

    მუხლი 14. საქმისწარმოების ორგანიზება, აღრიცხვიანობა და „ცხელი ხაზი“

1.დეპარტამენტის მოსამსახურეთა მიერ ჩატარებული შიდა აუდიტის, სამსახურებრივი შემოწმების და სხვა საკითხების ამსახველი საქმის მასალები ინახება დეპარტამენტში და მათი გამოთხოვის წესი განსაზღვრულია მოქმედი კანონმდებლობით.

2.დეპარტამენტში არსებული საქმის მასალების პირველად არქივაციაზე, დამუშავებასა და აღრიცხვა-შენახვაზე, ასევე დეპარტამენტში შემოსული და დეპარტამენტიდან გასული დოკუმენტაციის, კორესპონდენციის აღრიცხვა-შენახვასა და საქმისწარმოებაზე პასუხისმგებელია დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი (თანაშემწე), გარდა „ცხელ ხაზზე“ შემოსული შეტყობინებებისა. თანაშემწე ასევე პასუხისმგებელია დეპარტამენტის საქმიანობის ამსახველი სტატისტიკური მონაცემების პერმანენტულ წარმოებაზე.

3.დეპარტამენტის უფროს სპეციალისტს (თანაშემწე) დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

4.„ცხელ ხაზზე“ შემოსული შეტყობინებები აღირიცხება ამ მიზნით სპეციალურად შემოღებულ ჟურნალში, რომლის წარმოებაზე პასუხისმგებ ელია შესაბამისი მთავარი სპეციალისტი („ცხელი ხაზის“ ოპერატორი), რომ ელსაც დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. „ცხელი ხაზის“ სპეციალისტი ასევე პასუხისმგებელი ა შემოსული შეტყობინებების აღრიცხვა-გაფორმ ე ბასა და შესაბამისი სტატისტიკური მონაცემების პერმანენტულ წარმოებაზე.

    მუხლი 15. აცილების საფუძვლები

1.დეპარტამენტის მოსამსახურე არ მონაწილეობს შიდა აუდიტის ან სამსახურებრივი შემოწმების განხორციელების პროცესში, თუ აუდიტს ან სამსახურებრივ შემოწმებას დაქვემდებარებული პირი არის მასთან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ახლონათესაურ დამოკიდებულებაში ან არსებობს სხვა ნებისმიერი გარემოება, რომელიც იძლევა ვარაუდის საფუძველს, დეპარტამენტის მოსამსახურის შემოწმების შედეგებით შესაძლო სუბიექტური დაინტერესების შესახებ.

2.დეპარტამენტის მოსამსახურის შიდა აუდიტორული ან სამსახურებრივი შემოწმების პროცესიდან აცილების საკითხს წყვეტს დეპარტამენტის უფროსი, ხოლო დეპარტამენტის უფროსის აცილების საკითხს – მინისტრი.

    მუხლი 16. დეპარტამენტის და დეპარტამენტის მოსამსახურეთა ატრიბუტიკა

1. დეპარტამენტს გააჩნია ემბლემა, რომელიც გამოისახება სამსახურებრივი სარგებლობის დოკუმენტების ბლანკებზე და მრგვალი ბეჭედი შესაბამისი დოკუმენტაციის დასამოწმებლად.

2.სამსახურებრივი პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გარდა, დეპარტამენტის მოსამსახურეს შეიძლება ჰქონდეს განმასხვავებელი სამკერდე ნიშანი, რომელზეც გამოსახული იქნება დეპარტამენტის ემბლემა და დასახელება.

3.დეპარტამენტის ემბლემის, სამსახურებრივი სარგებლობის დოკუმენტების ბლანკების, მოსამსახურის განმასხვავებელი სამკერდე ნიშნის და მრგვალი ბეჭდის გარეგნულ მახასიათებლებს, დეპარტამენტის უფროსის წარდგინების საფუძველზე, შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს მინისტრი.