დედაქალაქის ტერიტორიაზე პარკირების ადგილზე ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირებისათვის საფასურის დადგენის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
28.09.2010 ძალადაკარგული 27.12.2016
ნომერი
№26.01.1232
სარეგისტრაციო კოდი
310060000.37.101.016007
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 32, 30/09/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისის მთავრობის

დადგენილება №26.01.1232

2010 წლის 28 სექტემბერი

ქ. თბილისი

დედაქალაქის ტერიტორიაზე პარკირების ადგილ ზე ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირებისათვის საფასურის დადგენის შესახებ

 „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის 231 მუხლის „ა“ პუნქტისა და 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 12 ოქტომბრის №1-1 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ქ. თბილისის მერიის დებულების მე-14 მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და ,,ქ. თბილისში ავტოსატრანსპორტო საშუალებათა პარკირების რეგულირების შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 2008 წლის 3 აგვისტოს №9-48 გადაწყვეტილების საფუძველზე, ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:

1. ქ. თბილისის ტერიტორიაზე მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრიდან დადგინდეს ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირების საფასური, დროის მონაკვეთის მიხედვით:

ა) 1 კვირა – 4 ლარი;

ბ) 6 თვე –25 ლარი;

გ) 1 წელი – 50 ლარი.

2. ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირების საფასური გადახდილად ითვლება:

ა) 1 კვირის შემთხვევაში – მომდევნო 7 დღის განმავლობაში, გადახდის დღის ჩათვლით;

ბ) 6 თვის შემთხვევაში – გადახდის დღიდან 6 კალენდარული თვის განმავლობაში, იმავე რიცხვის ჩათვლით, რომელშიც მოხდა საფასურის გადახდა;

გ) 1 წლის შემთხვევაში – გადახდის დღიდან შემდეგი წლის შესაბამის კალენდარულ დღემდე.

3. დედაქალაქის ტერიტორიაზე პარკირების ადგილ ზე ავტოსატრანსპორტო საშუალების ავტოტრანსპორტის პარკირებისათვის საფასურის გადახდა განხორციელდეს ოპერატორის მიერ შერჩეულ კომერციულ ბანკში ან ელექტრონული გადახდის საშუალებებით.

4.    თუ ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირებ აზე საფასური გადახდილია წინამდებარე დადგენილების ამოქმედებამდე, გადახდილი საფასურის ვადის ამოწურვამდე ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე არ ვრცელდება წინამდებარე დადგენილების მოქმედება.

5. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2010 წლის პირველი ოქტომბრიდან.

ქ. თბილისის მერი                                                                                                                გ. უგულავა