,,გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლების შექმნის შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №123
2008 წლის 7 მარტი
ქ. თბილისი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლების შექმნის შესახებ
1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუამდგომლობისა და საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ქალაქი რუსთავი, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულისა და წალკის მუნიციპალიტეტები) სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის წარდგინების გათვალისწინებით, „დასახლების შექმნის, გაუქმებისა და მისი ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლის, დასახლებისათვის სახელის მინიჭებისა და შეცვლის წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 4 მარტის №110 ბრძანებულებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შეიქმნას დასახლება – სოფელი „ფოლადაანთკარი“, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუამდგომლობაზე თანდართული ადმინისტრაციული საზღვრების მიხედვით.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი