ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სალიცენზიო მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 6 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (6)
- ,,სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ 04.04.2008
- ,,ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩისა და ,,გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო 04.04.2008
- ,,ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ 04.04.2008
- ,,ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ 04.04.2008
- ,,სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ 04.04.2008
- ,,თევზჭერის სალიცენზიო მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ 04.04.2008
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.310.000.22.024.015.020
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/1415
2010 წლის 20 აგვისტო
ქ. თბილისი
ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სალიცენზიო მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი, მე-4, მე-5, მე-9 პუნქტებისა და მე-14 მუხლის, „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამი-ნისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „რ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სალიცენზიო მოწმობის თანდართული ფორმა;
2. სალიცენზიო მოწმობა შედგენილი იქნეს 2 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი გადაეცემა ლიცენზიანტს, მეორე ინახებოდეს ლიცენზიის გამცემ ორგანოში.
3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის შემდეგი ბრძანებები:
ა) საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 4 აპრილის ბრძანება №1–1/485 „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ”;
ბ) საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 4 აპრილის ბრძანება №1–1/483 „ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე”;
გ) საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 4 აპრილის ბრძანება №1–1/484 „ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ”;
დ) საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 4 აპრილის ბრძანება №1–1/481 „სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ”;
ე) საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 4 აპრილის ბრძანება №1–1/486 „თევზჭერის სალიცენზიო მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ”;
ვ) საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 4 აპრილის ბრძანება №1–1/482 „ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩისა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ კონვენციის” (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიის მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ”.
4. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 1 სექტემბრიდან.
ვ. ქობალია
დანართი№1 (---2010 № -------------)
ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ბუნებრივი რესურსებით
სარგებლობის ლიცენზია
№0000001
201 ____ წლის ,,_____,, ,,_______________________,,
(ლიცენზიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში გატარების თარიღი)
ლიცენზიის სახე:
______________________________________________________________________________
გაცემულია: ______________________________________________________________________________
(იურიდიული ან ფიზიკური პირის დასახელება, მონაცემები მის შესახებ)
საფუძველი: ________________________________________________________________________________
ლიცენზიით გათვალისწინებული ტერიტორიის მდებარეობა და ფ ართობი:
________________________________________________________________________________

მოსაპოვებელი რესურსის სახეობა და მოცულობა: ______________________________
________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________
სალიცენზიო პირობები: __________________________________________________
________________________________________________________________________________
ლიცენზიის მოქმედების ვადა: ______ წელი; _________________ დან _________ მდე
საქართველოს ეკონომიკი სა და მდგრადი განვითარების გავეცანი ლიცენზიის პირობებს და
ვიღებ
სამინისტროს უფლებამოსილი წარმომადგენელი პასუხისმგებლობას მათ შესრულებაზე
________________________________________________________________________
(ხელმოწერა) (ხელმოწერა)
ბ.ა. ბ.ა.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სალიცენზიო მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 21.06.2011.
- როდის იქნა მიღებული „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სალიცენზიო მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“?
- „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სალიცენზიო მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 20.08.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №1-1/1415. სარეგისტრაციო კოდი — 300310000.22.024.015020.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სალიცენზიო მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 21.06.2011-დან.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სალიცენზიო მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 6 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სალიცენზიო მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.06.2011 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სალიცენზიო მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“, №1-1/1415, 20.08.2010, სარეგისტრაციო კოდი 300310000.22.024.015020 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.06.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1027035/