,,სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეთა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 24 მაისის №181 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№230
სარეგისტრაციო კოდი
140.080.000.08.002.004.
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 70, 08/05/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №230

2008 წლის 8 მაისი

ქ. თბილისი

,,სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეთა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 24 მაისის №181 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეთა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 24 მაისის №181 ბრძანებულებაში (სსმ III, 2004 წ., №54, მუხ. 457) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეებს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პერიოდში, სოციალური დაცვის დამატებითი ნორმის სახით დაუწესდეთ კვების ხარჯები:

ა) საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სამმართველოს უფროსს, მოადგილეს, საქართველოს პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრთა დაცვის ცვლებში მომუშავე მოსამსახურეებს, აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შესრულების პერიოდში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დაცვის განყოფილების თანამშრომლებს – ყოველთვიური კომპენსაცია 300 ლარის ოდენობით;

ბ) სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფის:

ბ.ა) მორიგე განწესში მყოფ მოსამსახურეებს ორჯერადი კვებისათვის დღეში (სადილი, ვახშამი) – 6 ლარი და 50 თეთრი;

ბ.ბ) მოსამსახურეებს საგანგებო მდგომარეობის დროს, სამჯერადი კვებისათვის დღეში (საუზმე, სადილი, ვახშამი) – 8 ლარი და 50 თეთრი;

გ) სამსახურის სასწავლო-საწვრთნელი (პირად მცველთა მომზადების და გადამზადების) ცენტრის:

გ.ა) ადმინისტრაციის მოსამსახურეებს ერთჯერადი კვებისათვის დღეში (სადილი) – 4 ლარი;

გ.ბ.) მორიგე განწესში მყოფ მოსამსახურეებს ორჯერადი კვებისათვის დღეში (სადილი, ვახშამი) – 6 ლარი და 50 თეთრი;

გ.გ.) პირად მცველთა მომზადებისა და გადამზადების კურსებზე მივლინებულ თანამშრომლებს სამჯერადი კვებისათვის დღეში (საუზმე, სადილი, ვახშამი) – 8 ლარი და 50 თეთრი;

დ) ადმინისტრაციული შენობებისა და სამთავრობო რეზიდენციების დაცვის სამმართველოს;

დ.ა.) საქართველოს პრეზიდენტის გადაადგილების სვლაგეზების დაცვის განყოფილების მორიგე განწესში მყოფ მოსამსახურეებს ერთჯერადი კვებისათვის დღეში (სადილი) – 4 ლარი;

დ.ბ.) წეროვანის სამთავრობო რეზიდენციის დაცვის განყოფილების მორიგე განწესში მყოფ მოსამსახურეებს ორჯერადი კვებისათვის დღეში (სადილი, ვახშამი) – 6 ლარი და 50 თეთრი.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეთა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 24 მაისის №181 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე““?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 08.05.2008.
როდის იქნა მიღებული „,,სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეთა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 24 მაისის №181 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე““?
„,,სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეთა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 24 მაისის №181 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე““ მიღებულია 08.05.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №230. სარეგისტრაციო კოდი — 140.080.000.08.002.004..
რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეთა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 24 მაისის №181 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე““-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „,,სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეთა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 24 მაისის №181 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე““-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.05.2008 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „,,სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეთა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 24 მაისის №181 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე““, №230, 08.05.2008, სარეგისტრაციო კოდი 140.080.000.08.002.004. (კონსოლიდირებული რედაქცია 08.05.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/102874/