სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეთა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (5)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №397 |
|
2014 წლის 17 ივნისი ქ.თბილისი |
ა) საქართველოს პრემიერ-მინისტრის დაცვის დეპარტამენტის საქართველოს პრემიერ-მინისტრის და მისი ოჯახის წევრების პირადი დაცვის, აგრეთვე, პირადი დაცვის დეპარტამენტის საქართველოს პრეზიდენტის და მისი ოჯახის წევრების დაცვის ცვლებში მომუშავე მოსამსახურეებს - თვეში 300 ლარი;
ბ) სპეციალური დანიშნულების დეპარტამენტის ძირითად (სადღეღამისო) მორიგე განწესში მყოფ მოსამსახურეებს სამჯერადი კვებისათვის დღეში (საუზმე, სადილი, ვახშამი) – 8 ლარი და 50 თეთრი, ამავე დეპარტამენტის სათადარიგო განწესში მყოფ და ყოველდღიურ რეჟიმში მომუშავე თანამშრომლებს ერთჯერადი კვებისათვის დღეში (სადილი) – 4 ლარი, ხოლო საგანგებო მდგომარეობის დროს სამსახურის აღნიშნული დანაყოფის მოსამსახურეებს, სამჯერადი კვებისათვის, დღეში (საუზმე, სადილი, ვახშამი) – 8 ლარი და 50 თეთრი;
გ) სასწავლო ცენტრის (მთავარი სამმართველო) პირად შემადგენლობას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ორჯერადი კვებისათვის, დღეში (საუზმე, სადილი) – 6 ლარი;
დ) სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულ, სასწავლო ცენტრის (მთავარი სამმართველო) დაცვის მორიგე განწესში მყოფ, აგრეთვე, წვევამდელთა სპეციალური თეორიულ-პრაქტიკული სასწავლო შეკრებისას სადღეღამისო მორიგეობაში მონაწილე მოსამსახურეებს, ორჯერადი კვებისათვის, დღეში (სადილი, ვახშამი) – 6 ლარი და 50 თეთრი;
ე) სასწავლო ცენტრში (მთავარი სამმართველო) მომზადებისა და გადამზადების კურსებზე მივლინებულ თანამშრომლებს, აგრეთვე, აღნიშნულ კურსებთან დაკავშირებით სადღეღამისო მორიგეობაში მონაწილე მოსამსახურეებს, სამჯერადი კვებისათვის, დღეში (საუზმე, სადილი, ვახშამი) – 8 ლარი და 50 თეთრი - სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცებული სასწავლო პროგრამის შესაბამისად;
ვ) სასწავლო ცენტრში (მთავარი სამმართველო) საბინაო უზრუნველყოფის უფლებით მოსარგებლე, სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ მოსამსახურეებს, სამჯერადი კვებისათვის, დღეში (საუზმე, სადილი, ვახშამი) – 8 ლარი და 50 თეთრი;
ზ) ესკორტირების მთავარი სამმართველოს დასაცავ პირთა გადაადგილების მარშრუტების დაცვაში მონაწილე მორიგე განწესში მყოფ მოსამსახურეებს, ორჯერადი კვებისათვის, დღეში (სადილი, ვახშამი) – 6 ლარი და 50 თეთრი.
|
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეთა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებების შესახებ
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეთა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებების შესახებ
მუხლი 1🔗
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ვალდებულებათა შესასრულებლად, ბრძოლისუნარიანობის ამაღლებისა და სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის (შემდგომში – სამსახური) ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეებს დაუწესდეთ სასურსათო ულუფის დამატებითი საკომპენსაციო თანხა შემდეგი ოდენობებით:ამ დადგენილებით გათვალისწინებული სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებების ფინანსური უზრუნველყოფა განხორციელდეს სამსახურისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი